• რეკლამა
  • კონტაქტი
23:19, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რაციის ოთახი” პოლიციის საკონტროლებლად – საოცარი შეგრძნება იყო უსუსურობის” – ლაშა ბერულავა

ალია ავტორი - ალია
18:46 07-20-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,538

ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა:

მე ვარ პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელიც მისსავე სახლში შეხვდა და ესაუბრა ევგენი აფრასიძესა და მისი ოჯახის წევრებს. ქალბატონ დოდოს უნდა ვახსოვდე, წესით – ხშირად არ უწევდა ჟურნალისტების მასპინძლობა.

როგორ მოვახერხე და რა გზით მივაღწიე შეხვედრის ნებართვას, ეს ცალკე და ვრცელი თემაა, ოდესმე მოვყვები, მაგრამ ფაქტია რომ ოპერატორი და მე ეცერში აფრასიძეების სახლში აღმოვჩნდით.

როცა გვეგონა, რომ სატელევიზიო ინტერვიუ უნდა ჩაგვეწერა, ევგენი აფრასიძემ მოკლე და კონკრეტული ულტიმატუმი წამიყენა:
“არავითარი ფოტო, ვიდეო და ელექტრონული მოწყობილობა, მკითხავ და გიპასუხებ, რაც გაგახსენდება, დაწერ!”;
“რამე რომ შემეშალოს ან ამერიოს?”;- ვკითხე მე.
“თვითონ გიპოვით!” – მიპასუხა, თვალებში შემომხედა და დაამატა: “ვხუმრობ. მთავარია, არაფერი მიამატო…”

ჩამოსულზე დავწერე ეს ამბები ვრცლად, ვისაც გახსოვთ, იყო ასეთი სააგენტო PRIME NEWS, დემნა ჩაგელიშვილი და co.

სიტყვასიტყვით წაიღეს მაშინდელმა გაზეთებმა და მეც ერთი ეგზემპლარი “ახალი თაობა” გავატანე ზუგდიდიდან ეცერში, როგორც შევთანხმდით.
“კარგად დაუწერია” – ასეთი იყო შეფასება.

სტატიაში ევგენის ცნობილ თუ უცნობ ცხოვრებისეულ ეპიზოდებთან ერთად ეწერა, რომ პრაიმ ტაიმის ჟურნალისტმა საკუთარი თვალით ნახა ის შეიარაღება, რომელიც ევგენი აფრასიძეს სახლში ჰქონდა:

კალაშნიკოვის სისტემის ავტომატები, ყუმბარმტყორცნები, ხელყუმბარები, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარები და, რაც მთავარია, “მიწა-მიწა” და “მიწა-ჰაერი” ტიპის რაკეტები
(სხვათა შორის, სპეცოპერაციის დაწყებისას სწორედ ‘მიწა-ჰაერი” რაკეტა ესროლეს აფრასიძის სახლიდან სპეცრაზმელებით სავსე ვერტმფრენს, რომელიც დაზიანდა და მფრინავმა რაღაც სასწაულით მოახერხა მისი დასმა მინდორზე ისე, რომ ტრაგედია არ მოხდა).

როცა ამ ყველაფერს მათვალირებინებდა, თავად ევგენი აფრასიძეს სამხედრო ტანსაცმელი ეცვა, მხარზე კი დრაგუნოვის სნაიპერული შაშხანა ჰქონდა გადაკიდებული. სანამ ვსაუბრობდით, შემოგვაღამდა და ბოდიში მომიხადა, სახლში უნდა დაგაბრუნო, მე კი შემოვლაზე წავალო. როცა დავინტერესდი, რა შემოვლა იყო, ამიხსნა, რომ ღამის ხედვის მოწყობილობას აიღებდა და “გარემოს დაზვერავდა”.

მახსოვს, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება (დამთრგუნველი) ე.წ.-მა “რაციის ოთახმა” მოახდინა.
“აქედან პოლიციას ვაკონტროლებთ”, – მოკლედ ამიხსნა ევგენი აფრასიძემ და ოთახში შემიყვანა, სადაც რამდენიმე რადიო, ახლანდელი WI-FI-ს მსგავსი მოწყობილობები იდგა და ვიღაც უკვე იჯდა. ჩვენს შესვლაზე ადგა და გავიდა ისე, რომ სახე არ დამენახა. საოცარი შეგრძნება იყო, უსუსურობის, თითქოს მთელი სახელმწიფო განაიარეღესო:

რადიოებიდან პოლიციელების მოკლე-მოკლე შეტყობინებები ისმოდა, ერთმანეთს რასაც ეუბნებოდნენ, თავისუფლად გაარჩევდი.

“აქედან მესტიას ვუსმენთ, იმ მეორეთი ზუგდიდს”, – მითხრა ევგენი აფრასიძემ. მანამდე პოლიციელებისგან ვიცოდი, რომ რამდენჯერაც სპეცოპერაცია დაგეგმეს აფრასიძეების წინააღმდეგ, იმდენჯერ მან წინასწარ გაიგო სპეცოპერაციის თარიღი და მომზადებული დახვდა, მოულოდნელი ცეცხლი გაუხსნა სოფლის დასაწყისში, გორაკიდან პოლიციელებს და ისინი იძულებულნი გახდნენ, უკან დაეხიათ.

წარმოგიდგენიათ, ხომ? კრიმინალთა ჯგუფმა სვანეთში იცოდა პოლიციელების, სპეცრაზმის გადაადგილების მარშრუტი, წინასწარ იცოდა სად რა სპეცოპერაცია ტარდებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთში და ევგენი აფრასიძე სიამაყით მიყვებოდა, მასზე გადაკიდებული გვარის წარმომადგენლები როგორ გააფრთხილებინა, როცა გაიგო, რომ მათ სოფელში ოპერაციას გეგმავდნენ: “კაცი გავგზავნე და გავაფრთხილე, პოლიცია მოდის-მეთქი. იმიტომ გავაფრთხილე, რომ მე უნდა გავსწორებოდი კაცურად და არა პოლიცია”, – ასე ახსნა თავისი საქციელი.

მოკლედ, ასე იყო. აი, ასე აკონტროლებდა ერთი ოჯახი სამეგრელო-ზემო სვანეთის სრულიად ძალოვნებს. იმ პერიოდში მესტიის პოლიციის შენობა 27-ჯერაა დამწვარი – ვერავის იჭერდნენ და თუ დაიჭერდნენ, შენობას გადაწვავდნენ და დაკავებულს გარეთ უშვებდნენ.

1990-იანი წლების ბოლოა ეს. პირველი და უკანაკნელი შეხვედრა იყო. იმ დღეს ევგენი აფრასიძე ბაბუა გახდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved