• რეკლამა
  • კონტაქტი
00:58, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რახან არავინ გეუბნებათ ბ–ნო ბიძინ, მე გეტყვით, თან უფასოდ” – ნინო ჯანგირაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:22 07-17-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
16,349

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი:

რომ გავიაზროთ, რა შეზღუდული აზროვნება აქვთ კობახიძეს და მის პატრონს:

“გზა სად გაივლის, ამას წყვეტს გეოგრაფია და ამ გზას რეალურად ალტერნატივა, რეალური ალტერნატივა არა აქვს, შესაბამისად ვერავინ შეცვლის გეოგრაფიას.“– ბრძანა კობახიძემ იმედის ეთერში.

ანუ ივანიშვილ/კობახიძე თვლიან, რომ გეოგრაფია წყვეტს ყველაფერს და მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს, რომ საქართველო რუკაზე კარგ ადგილზეა, თავდავიწყებით აგინებენ ევროპას იმის იმედად – სად წავლენ, ისე ჭირდებათ ჩვენი კორიდორი, ბოლოს მაინც ჩვენთან მოვლენ, თუნდაც აქ რუსული დიქტატურა ჩავაბეტონოთო. ეს განცდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ გაუჩნდათ, როცა აღმოსავლეთ–დასავლეთის დამაკავშირებელი კომფორტული და მოსახერხებელი მარშრუტი რუსეთის გავლით გაუქმდა. ანუ ევროპამ უარი თქვა რუსეთის სატრანზიტო გზით ესარგებლა.

ანუ, ევროპამ უარი თქვა რუსულ ენერგორესურსებზეც (თვითონ კობახიძემ თქვა გუშინ უკვე მერამდენედ), გაირთულა ცხოვრება, უარი თქვა რუსეთთან სატრანზიტო კავშირებზე, ფაქტიურად ყველაფერზე და მართლა გაირთულა და გაიძვირა ცხოვრება, ოღონდ რუსეთზე არ ყოფილიყო დამოკიდებული.

და თვითონ ქოცები ამბობენ, რომ ამის შემდეგ გახდა ძალიან აქტუალური საქართველოს გავლით მარშრუტი. თან უკვირთ და ჩხუბობენ, ყველას ელაპარაკებიან ვინც ამ მარშრუტზეა ჩვენს გარდაო. თან იმედი აქვთ, ბოლოს დაგვნებდებიან და მაინც ჩვენთან მოვლენო.

ამდენ ბრენ ქოცში არავის არ გაუნათდა ამდენი ხანი გონება, რომ მიმხვდარიყო: რუსეთის გავლით მარშრუტზე იმიტომ არ უთქვამთ უარი, რომ ალტერნატიულ მარშრუტზე ფული ხარჯონ და იქაც რუსეთის ხელში აღმოჩნდნენ, ანუ მისი სატელიტის ხელში, რუსეთის ვასალების ხელში, ისევ რუსეთზე დამოკიდებულები და რუსების შანტაჟის ქვეშ.

რახან არავინ გეუბნებათ ბ–ნო ბიძინ, მე გეტყვით, თან უფასოდ: სიტყვა “გეოპოლიტიკა“ ორი კომპონენტისგან შედგება – გეოგრაფია და პოლიტიკა. გეოგრაფია ქმნის შესაძლებლობას, პოლიტიკა წყვეტს, გამოიყენებენ თუ არა ამ შესაძლებლობას. გეოგრაფია გვიჩვენებს, სად შეიძლება თეორიულად გაიაროს გზამ. პოლიტიკა წყვეტს, სად უღირთ ამ გზის გატარება და სად არა. რუსეთზე ევროპამ უარი თქვა არა იმიტომ, რომ რუსეთი რუკიდან გაქრა, არამედ იმიტომ, რომ ის არასანდო და სახიფათო პარტნიორი გახდა. თუ საქართველო იმავე პოლიტიკურ რისკს შექმნის, მხოლოდ გეოგრაფია მას შეუცვლელ დერეფნად ვერ აქცევს.

რუკაზე უმოკლესი მარშრუტი რეალურ ცხოვრებაში შეიძლება ყველაზე სახიფათო, ძვირი და არასანდო აღმოჩნდეს.

გეოპოლიტიკა არ არის Google Maps, რომ უბრალოდ უმოკლეს გზას დააჭირო. ჯერ უნდა ნახო, ვინ აკონტროლებს გზას, ვის შეუძლია მისი ჩაკეტვა და ხვალ შანტაჟის ქვეშ ხომ არ აღმოჩნდები მძევლის მდგომარეობაში.

ძაან მეზარება ამ მარტივი ჭეშმარიტებების ახსნა, მაგრამ ძალიან ტვინი წაიღეთ და თან მგონი მართლა ვერ ხვდებით სად ხართ გაჭედილები – თქვენც წვალობთ და სხვასაც აწვალებთ. ამიტომ არ დაგზარდით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved