• რეკლამა
  • კონტაქტი
23:23, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, მერე რაღას იზამს, როცა ისევ ხელისუფლებაში მოვა? მერე ჟურნალისტობასაც ხომ არ აუკრძალავს ამ “ნაგავს”? – ლაშა ბუღაძე

ალია ავტორი - ალია
13:57 07-15-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,435

მწერალი ლაშა ბუღაძე:

,,თითქოს ეს დეტალია და იქნებ არც უნდა მიეცეს ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა, მაგრამ სინამდვილეში უდიდესი პრობლემაა. ვხედავ, როგორ უწოდებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი “ნაგავს” რეჟიმის კრიტიკოს ჟურნალისტს და ვცდილობ, არ შევიმჩნიო, რადგან მერე მე აღმოვჩნდები სამიზნე და ამის თავი კი არ მაქვს, არც დრო… არადა, რა არის ეს? ეს რა უბედურებაა! რატომ გახდა ეს ნორმა? შეიძლება ეს ჩემი პრობლემაც კია, მაგრამ ყველაზე ამაზრზენი ქოცისთვისაც კი არ მიწოდებია “ნაგავი”, რადგან ენობრივი ძალადობაც სწორედ ქოცებმა აქციეს ნორმად და აგერ ეს პოლიტიკოსიც (თუ რაც არის) ამ ჟანრშია ტრადიციულად. არა, აქ ეთიკაზე არ ვწერ, არამედ იმ ჩიხზე და მარაზმზე, რაშიც ვართ და არა და არ ვაღიარებთ: რომ ეს ვერ იქნება ალტერნატივა და ეს პრობლემაა! მე, ან სხვებმა უნდა ვარწმუნოთ ხალხი, რომ ქოცი შეცვალოს ამათნაირთა სასარგებლოდ და სინამდვილეში კი მე თვითონ საგონებელში ვიყო ამათ შემხედვარე: მე ხომ მინახავს ესენი ხელისუფლებაში, მე ხომ მახსოვს, რა არაადეკვატურებიც იყვნენ ხშირად და რამდენი უბედურება მოვიწიეთ მათ შორის ამათი ლაყე ეგოცენტრულობის და უგრძნობლობის გამოც, და აი, ახლაც – ოპოზიციაში მყოფი რომ ასე ჯეგავს, ქოცურად სწორედ (!) და ერჩის ამ შემთხვევაში თუნდაც ჟურნალისტს, მერე რაღას იზამს, როცა ისევ ხელისუფლებაში მოვა? მერე ჟურნალისტობასაც ხომ არ აუკრძალავს ამ “ნაგავს”? იქნებ დააჭერინოს კიდეც? რატომაც არა?! და – გინდა ქუჩაში, გინდა სოფელში, ან სადაც გნებავთ – უცნობი ადამიანის შეკითხვაზე: “ვინ? ვის გავყვე?” – ამ ადამიანის შეკითხვაზევე უნდა გავბრაზდე, თავიც მოვიტყუო და ვიქადაგო, რომ მთავარი დემოკრატიის გადარჩენაა და “ვინ” კი მეორე ხარისხოვანია, მთავარია, ქოცი წავიდეს… არადა არაა ასე! “ვინ” არის მნიშვნელოვანი… სუბიექტი!.. ვისით ანაცვლებ!.. და ამაზე პასუხი არ მაქვს… მხოლოდ ინტელექტუალური აბსტრაქცია პასუხის მაგიერ საქართველოს გადარჩენის შესახებ… რეალურად კი არ მინდა ის ხალხი ხელისუფლებაში, ვინც ჟურნალისტს უსინდისოდ, ქოცების სასარგებლოდ უწოდებს “ნაგავს” (სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ), და ვინც გვინახავს, რა იყო ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც!.. გვინახავს, ჰო!.. ამიტომ არის ქოცური სტატუს-კვოც ამდენი წელია და ამიტომ ხდება ხალხის დიდი ნაწილიც ინერტული და ხელჩაქნეული, რომ პასუხზე “ვინ”, იღებს ეგომანიაკთა მთელ კოლექციას, რომელთა მიმართ აქვს შიში და უნდობლობა… არ უნდათ ესენი ხელისუფლებაში! არც ქოცი უნდათ, მაგრამ არც ასეთები!.. აი, ესაა რეალობა და, მოდი, ვეჩხუბოთ ახლა რეალობას! სუბიექტი არ გყვავს, და ვინც გვყავს – აი, ასეთებიცაა… ამიტომაც დგას-თქო ქოციც, რადგან სწორედაც ნაგავს ვერ შეცვლი ნაგვით! ნაგავი ნაგვით არ იცვლება.“

თეგები: ლაშა ბუღაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?
ახალი ამბები

ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?

13:28 08-31-2026
YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი
ახალი ამბები

YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი

13:24 08-31-2026
სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

13:14 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved