• რეკლამა
  • კონტაქტი
18:35, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ზუგდიდში ერთმანეთს გახარია და რულოვსი შეერკინებიან?

ალია ავტორი - ალია
13:40 07-01-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანომ საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო და  გაფორმდა 120/30-ზე სისტემა ( 120 პროპორციული სიით გასული დეპუტატი, 30 მაჟორიტარი), მალე დაიწყება მმართველი გუნდის სამაჟორიტარო კანდიდატების საზოგადოებისთვის გაცნობა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების დღის სინათლეზე გამოტანა.

“2020NEWS”-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი იმ პოლიტიკური კონფიგურაციების შესახებ, რომელსაც როგორც მმართველი გუნდი, ისე ოპოზიცია სამეგრელოს გულში გეგმავს.

როგორც სააგენტოს  „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირი უყვება, მმართველ პარტიაში ყველაზე დიდი მსჯელობა სწორედ ზუგდიდზე, როგორც ერთ-ერთ საკვანძო სამაჟორიტარო ოლქზე მიმდინარეობს! 

„ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ ყველაზე რეალური კანდიდატი, რომელსაც ზუგდიდის ურთულესი ოლქში დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვების მაღალი  შანსები და საჭირო  გავლენები აქვს,  მმართველი პარტიის საარჩევნო სიის სავარაუდო პირველი ნომერი – პრემიერი გიორგი გახარიაა. 

ინფორმირებული წყაროების თქმით, რეგიონში გახარიას დასახვედრად ერთგვარი სამზადისი უკვე დაიწყო.  გახარიას, როგორც „ოცნების“ „საოცნებო ლიდერს“, ამომრჩეველთა დიდ ელექტორატს უწინასწარმეტყველებენ. 

სკანდალური პრემიერის  მთავარ „კოზირად“ არა მხოლოდ მის მეგრულ წარმომავლობას, არამედ წინა არჩევნებში, სწორედ ზუგდიდში და თანაც რულოვსის წინააღმდეგ ბრძოლისას შეძენილ-გამობრძმედილ  კავშირებსა და გავლენებს ასახელებენ.

როგორც აღმოჩნდა ოპოზიციაში კერძოდ კი,  „ნაციონალურ მოძრაობაშიც“  ზუგდიდისთვის განსაკუთრებული მზადება მიმდინარეობს. აქ საბრძოლველად პოლიტიკურ რიგნზე, სავარაუდოდ,  უკვე მეორედ ყოფილ პირველ ლედის,  სანდრა რულოვსს გაუშვებენ.

სანდო წყაროს ცნობით,  როგორც თავად „ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიაში, ასევე მთელს ოპოზიციური ფლანგზე სწორედ ზუგდიდისთვის მებრძოლი  სამაჟორიტარო კანდიდატების სერიოზული დეფიციტია. ჩვენი ინფორმაციით, ზუგდიდზე უარი უკვე თქვა პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ  და „ნაცმოძრაობამ“ ამიტომ  დაასახელა ის თბილისში, გლდანის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად. 

დღევანდელი მონაცემებით, ოპოზიციის  სხვა ფლანგების  წარმომადგენლებსაც უჭირს ისეთი კანდიდატების მოძებნა, რომელიც ურთულეს საარჩევნო ქალაქში – ზუგდიდში –  პირველივე ტურში გამარჯვების მოპოვებას კი არა, საქმის მეორე ტურამდე მიყვანას მაინც მოახერხებს..

ოპოზიციაში იციან, რომ არც სანდრა რულოვსია ძლიერი კანდიდატი ზუგდიდისთვის, რადგან მან 2019 წლის ზუგდიდის მერის შუალედურ არჩევნებში საკუთარი ძალები უკვე გამოსცადა, თუმცა მმართველი პარტიის წარმომადგენელთან, გეგა შენგელიასთან სწორედ ახლანდელი პრემიერისა და მაშინდელი შს მინისტრის,  გიორგი გახარიას წყალობით დამარცხდა.

„ის ხალხი წავა სახლში, ზუგდიდელები კი დაქრჩებიან ახალ მერთან“, – ეს განცხადება  ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მეუღლის, სანდრა რულოვსის მისამართით სწორედ პრემიერ გიორგი გახარიას ეკუთვნის.

რულოვსმა კი, მიუხედავად მარცხისა, ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელება მაშინვე დააანონსა.

„კიდევ ერთხელ შევედი ამ ომში, რადგან ბრძოლას აქვს აზრი და მე ახლა ბევრად უფრო ძლიერად ვგრძნობ თავს, რადგან ვხედავ, რომ ქვეყანა ძალიან მალე საერთოდ აღარ იარსებებს ან შეიძლება, რომელიმე დღეს ოლგარქის მიერ გადაეცეს რუსეთს ან გაიყიდოს. როგორც ჩანს, ივანიშვილი არჩევნების გზით არსად მიდის. შევდივარ ბრძოლაში, თუ დღესვე ან ხვალვე იტყვიან, რომ გეგა შენგელია გახდება ზუგდიდის მერი, მაშინ გამოვალ ასეთი ინიციატივით, რომ აქ უკვე ქვეყნის გადარჩენაზეა საუბარი. არჩევნების რწმენა არავის აღარ აქვს, მაშინ სხვა ბრძოლაში აღარ უნდა შევიდეთ. ეს ნიშნავს, რომ მზად ვარ, ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ავიღო იარაღი ხელში და ეს არის ხალხის ძალა, ამ იარაღს აუცილებლად გავაძლიერებ“

ასეა თუ ისე, ზუგდიდისთვის ბრძოლის სხვა რეალური კანდიდატები ამ ეტაპზე არც მმართველ ძალაში ჩანან და არც ოპოზიციაში. ვისზე შეაჩერებს მისი უდიდებულესობა ქართველი ამომრჩეველი პოლიტიკურ არჩევანს, 4 თვეში გამოჩნდება და გახარია-რულოვსიც  „წიწილებს შემოდგომაზე“ დაითვლიან

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved