დიპლომატი, მამუკა გამყრელიძე:
ხშირად ადარებენ საზოგადოების დღევანდელ გახლეჩვას ზვიადის პერიოდს. არ არის ასე !
ზვიადის დროს საზოგადოება მართლაც გაიყო, რადგან ის ორი მხარე განსხვავდებოდა საქართველოს მომავლის სხვადასხვა ხედვით. საქართველოსთვის სიკეთე ორივეს უნდოდა, მაგრამ სხვადასხვაგვარად. შეიძლება ერთ ერთი მხარე ცდებოდა, მაგრამ ეს პოლიტიკური გამოუცდელობის ბრალი იყო. ვიცი ზუსტად, რადგან ორივე მხარეს უამრავი მეგობარი მყავდა.
დღეს სხვაგვარად არის საქმე. არის ერთი მხარე, რომელსაც საქართველოს სახელმწიფოს სიძლიერე უნდა, მეორეს კი სულ ფეხებზე ჰკიდია საქართველოც და ქართველებიც, ოღონდაც თავად იყოს კარგად.
რანაირად მოხდა, რომ ერის ერთი, საკმაოდ დიდი ნაწილი, ასე წახდა და დაეცა ? დღეს ვეღარავინ დააბრალებს პოლიტიკურ უვიცობას თავის უნამუსობას. ამ უბედურებას მართლა ერის გახლეჩვა ჰქვია.











კომენტარები