• რეკლამა
  • კონტაქტი
18:27, ორშაბათი, 29 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ადამიანი, რომელსაც 20 წელია არც ერთ ბრძოლაში არ გამოჩენილა და 55 წლისამ გადაწყვიტა სხვებს აჩვენოს როგორ კეთდება პოლიტიკა” – ანა დოლიძე ვიქტორ ყიფიანზე

ალია ავტორი - ალია
15:15 06-29-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
325

პოლიტიკოსი ანა დოლიძე ივანიშვილის ყოფილი ადვოკატის, ვიქტორ ყიფიანის მიერ პარტიის შექმნას ეხმაურება:

,,ივანიშვილის ადვოკატის მიერ პარტიის დაარსებაზე, ანუ პოლიტიკური ლიდერობის ამბიციაზე:

საარჩევნო კამპანიის დროს 2024 წელს, როდესაც მამუკა ხაზარაძემ გადაწყვიტა კოალიციის სახელით მემორანდუმი გაეფორმებინა მის ნათესავთან, ივანიშვილის ადვოკატთან და მის ორგანიზაციასთან, მე ვიყავი წინააღმდეგი და ეს შეხვედრაზე ვთქვი.

არ მჯეროდა იმ ადამიანის პოლიტიკური კომპეტენციის, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველა საფრთხისა და საბრძოლი ვითარების დროს, და ასეთი იყო მრავალი, ჩუმად იყო და მურუსიძე-ჩინჩალაძის წინაშე უბრალოდ ფულს აკეთებდა. ასეთ პირს ვერ დავუდასტურებდი პოლიტიკურ კომპეტენციას. მემორანდუმის გაფორმება მაინც გადაწყვტეს, მე შესაბამის დოკუმენტს არ მოვაწერე ხელი და მედია ცერემონიასაც არ დავესწარი. იგივე პოზიცია ჰქონდა შეხვედრაზე კოალიციიდან ლევან ცუცქირიძესაც და არც ის ესწრებოდა.

ახლაც ასე ვფიქრობ. მთავარი მახასიათებელი, რომელიც უნდა ჰქონდეს ქართველ პოლიტიკოსს არის გამბედაობა. მას უწევს ისეთ საკითხებთან შერკინება, რომელსაც დიდი გამბედაობა ჭირდება. იმპერიების გზაგასაყარზე მდგარ ქვეყანას არ აქვს საშუალება სხვანაირი ლიდერები ჰყავდეს, ის უბრალოდ გაქრება. გაიხსენეთ ჩვენი ყველა აღიარებული ლიდერი, ყველა, ყველა ყმაწვილობიდან არის ჩართული პატრიოტულ- საჯარო საქმეში იმიტომ
რომ სხვანაირად შეუძლებელია.

ადამიანი, რომელსაც 20 წელია არც ერთ ბრძოლაში არ გამოჩენილა და 55 წლისამ გადაწყვიტა სხვებს აჩვენოს როგორ კეთდება პოლიტიკა, ამ მახასიათებელს ვერ აკმაყოფილებს. ხალხს რო იჭერდნენ, ცემდნენ, დასდევნენ, უთვალთვალებდნენ, მურუსიძე-ჩუნჩალაძის კლანს აშენებდნენ, აგვისტოს ომი მოხდა, ივანიშვილის ავტოკრატია შენდებოდა პარლამენტში და იუსტიციის საბჭოში, გავრილოვი მოხდა, აგენტების პირველი და მეორე კანონი, რუსებითვის საზღვრები გაიხსნა, უკრაინის ომი დაიწყო და საქართველოს მთავრობა უკრაინას დაუპირისპირდა და აშ. ამ სირთულეებში ადამიანი არც ერთხელ არ გამოჩენილა…

ამ სამსახურს, პოლიტიკურ ლიდერობას, აქვს ასეთი კრიტერიუმები, თორემ შვეიცარიის სასამართლო დარბაზში, სადაც ივანიშვილს მილიარდებს იცავდა, რომლითაც წლებია დაშანტაჟებულები ვართ, ბუნებრივია არავინ უვარდება. ორი მილიარდი, ორი მილიარდი, ვითომ რის გამოც გაეთიშა ივანიშვილი დასავლეთს, ახლაც ჩამესმის ყურებში და აქეთ კი ხალხს ტიტუშკები გვხვდება სახლებთან, დათვის ტყვიებს გვესვრიან.

ივანიშვილის ადვოკატის ფინანსური რესურსი კარგად ჩანს. ყველა სააგენტოში დადებული ხელშეკრულებები, ეთერები, მაღალი ხელფასებით შემოკრებილი პროფესიონალები, ღონისძიებები. ამ რესურსებით მოზიდული ინტერესი იმ სფეროში, სადაც ეს რესურსი ახლა ჭირს. თავად ივანიშვილი დაპირდა ხალხს, 2024 გადამაგორებინეთ და მე შეგიქმნით ახალ
პარტიებსო, რომელსაც ხმას მისცემთო.

თუმცა ეს რესურსი თავისთავად ვერაფერს აკეთებს, ვერც საქართველოში და ვერც მსოფლიოში. თავად რესურსი პოლიტიკაში, მხოლოდ სუნელია, რომელიც კერძს აკეთილშობილებს და რომელსაც ცალკე არავინ მიირთმევს; ხოლო კერძი არის ცეცხლი, რომელსაც პოლიტიკოსი პატრიოტიზმითა და გამბედაობით ასხივებს.

ნორმალურ პირობებში, დაძალების გარეშე, ტაქსის მძღოლმა, ბაღის მასწავლებელმა, მემანქანემ გუშინ გამოჩენილი “ივანიშვილის ადვოკატი” როგორ უნდა შემოხაზოს, არ ვიცი. ანეგდოტია.“

თეგები: ანა დოლიძევიქტორ ყიფიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
ახალი ამბები

პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება

13:50 06-29-2026
ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე
ახალი ამბები

ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე

13:47 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved