მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ოპერაცია ოფთალმოლიგიაში ბლეფაროპლასტიკაა. ბლეფარო ბერძნული.სიტყვაა და ქართულად ქუთუთოს ნიშნავს. წლების წინ ბლეფაროპლასტიკა ფუფუნება იყო და ბევრი თვლიდა, რომ ეს მხოლოდ პლასტიკაა, არადა, ის მხედველობის გაჯანსაღებასაც უწყობს ხელს.
ორი რამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ოპერაციის დროს, ესაა პროფესიონალი გუნდი და უახლესი თაობის ულტრათანამედროვე ტექნიკა.
რა შემთხვევებში ტარდება და როდის – არა, როგორია რეაბილიტაცია და კონკრეტულად რა გზით უმჯობესდება მხედველობა? – ამ და სხვა თემებზე “ალიას” ესაუბრება ოფთალმოქირურგი, 14-წლიანი პროფესიული გამოცდილებით, პ. შოთაძის სახელობის სამედიცინო აკადემიის ასოცირებული პროფესორი, ელისო ბრეგვაძე. იგი 13 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორია. ელისო საქართველოს ოკულოპლასტიკის, რეკონსტრუქციული ქირურგიისა და სტრაბიზმოლოგიის ასოციაციის თავჯდომარე და ევროპის ოკულოპლასტიკისა და რეკონსტრუქციული ქირურგიის ასოცირებული წევრია.
– რა არის ბლეფაროპლასტიკა და რა სიმპტომებისას უნდა მიმართოს პაციენტმა სპეციალისტს?
– ბლეფაროპლასტიკა არის ქირურგიული ოპერაცია, რომლის მიზანიც არის ზედა ან ქვედა ქუთუთოების კორექცია. ოფთალმოლოგთან, ძირითადად ოკულოპლასტთან, პაციენტები მიდიან იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნავენ ზედა ქუთუთოებზე ჭარბ კანს და ასევე ქვედა ქუთუთოებზე ცხიმოვან ბალიშებს. ეს მათ უქმნით დისკომფორტს, როგორც ესთეტიური თვალსაზრისით, ასევე ფუნქციური მნიშვნელობით, რადგან დაშვებული კანი მხედველობის პრობლემას წარმოქმნის.
– არსებობს გამონაკლისი შემთხვევები ვისთვისაც არ შეიძლება?
– არსებობს ბლეფაროპლასტიკის გარკვეული უკუჩვენებები, როდესაც პაციენტს აღენიშნება ზოგადი გაუარესებული მდგომარეობა, მაგალითად ისეთი, როგორიც არის არაკონტროლირებადი შაქრიანი დიაბეტი, ასევე გულ-სისხლძარღვთა მძიმე დაავადებების შემთხვევაში, სისხლის შედედების დარღვევებისას და აქტიური ინფექციური პროცესების დროს.
– ესთეტიკა, ჯანმრთელობა, თუ ორივე ერთად? – რომელია ბლეფაროპლასტიკის მიზანი ამათგან და რას უნდა ელოდოს მხედველობის კუთხით პაციენტი პროცედურის შემდგომ?
– ბლეფაროპლასტიკა შეიძლება იყოს როგორც ესთეტიკური, ისე ფუნქციური ოპერაცია. თუ ზედა ქუთუთოზე არის დაშვებული კანი, ოპერაცია კეთდება ფუნქციური მნიშვნელობით, მხედველობის სიმახვილის გასაუმჯობესებლად. რადგან დაშვებული კანი ზღუდავს მხედველობის ველს. ასეთ შემთხვევაში პაციენტი ხშირად აღნიშნავს, რომ ოპერაციის შემდეგ უკეთ ხედავს, განსაკუთრებით გვერდითი მხედველობის მიმართულებით.
– საჭიროებს თუ არა წინასწარ მომზადებას და როგორია რეაბილიტაცია?
– ოპერაციამდე ტარდება კონსულტაცია პაციენტის ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად და შემდეგ უკვე იგეგმება ოპერაცია. როგორც წესი, ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით, ასევე შეიძლება გაკეთდეს ზოგადი ანესთეზიის ქვეშაც. ოპერაცია გრძელდება 1 საათიდან 2 საათამდე, ოპერაციის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კანის და სამუშაო მასალის მოცულობაზე. განაკვეთი ზედა ქუთუთოზე კეთდება ბუნებრივ ნაოჭში, ხოლო ქვედა ქუთუთოს შემთხვევაში შეიძლება გაკეთდეს როგორც წამწამების ხაზთან, ასევე ქუთუთოს შიდა მხრიდან. რაც შეეხება რეაბილიტაციის პერიოდს, პირველ დღეებში მოსალოდნელი არის შეშუპება და მცირედ გამოხატული სისხლჩაქცევები, საჭიროა ფიზიკური დატვირთვის დროებითი შეზღუდვა და ასევე მზისგან დაცვა.
ოპერაციის შემდგომ აუცილებელია:
- ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების და რეკომენდაციის დაცვა და პაციენტები ჩვეულ რეჟიმს უბრუნდებიან 7-10 დღეში.
– რამდენ ხანს გრძელდება ბლეფაროპლასტიკის შედეგი?
- ბლეფაროპლასტიკის შედეგი ხანგრძლივია. ზოგჯერ შეიძლება გაგრძელდეს 15 წელს ან მეტ ხანსაც, ქვედა ქუთუთოს ბლეფაროპლასტიკის შედეგი ხშირად პრაქტიკულად მუდმივად ითვლება, თუმცა, ორგანიზმი ბუნებრივი დაბერების პროცესს მაინც აგრძელებს.
– ყველა პროფესიაზე მოისმენთ სხვადასხვა მითებს, რომელია ბლეფაროპლასტიკაზე ყველაზე გავრცელებული მითი?
- ყველაზე გავრცელებული მითი არის, რომ ეს მხოლოდ ქალებისთვისაა, რეალურად ბლეფაროპლასტიკა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროცედურაა მამაკაცებშიც. ასევე მითია, რომ ამ ოპერაციის შემდგომ პაციენტი კარგავს მხედველობას, სინამდვილეში მსგავსი გართულება უკიდურესად იშვიათია და გამოცდილი სპეციალისტის პირობებში რისკი მინიმალურია.
– და ბოლოს, რატომ უნდა გავიკეთო პაციენტმა ეს პროცედურა თქვენს კლინიკაში – რა უპირატესობები გაქვთ?
- რატომ ნიუ ჰოსპიტალსი? იმიტომ, რომ ჩვენს კლინიკაში ბლეფაროპლასტიკა ტარდება ოკულოპლასტის მიერ.
პაციენტისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ოპერაცია, არამედ სრული უსაფრთხოება, ზუსტი დიაგნოსტიკა და ინდივიდუალური მიდგომა. ნიუ ჰოსპიტალსში ბლეფაროპლასტიკა ტარდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, თითოეული პაციენტი ინდივიდუალურად ფასდება, ოპერაციის დაგეგმვიდან – რეაბილიტაციამდე. ჩვენი მიზანია მივიღოთ ბუნებრივი და ხანგრძლივი შედეგი, რომელიც აერთიანებს როგორც ესთეტიკურ, ისე ფუნქციურ სარგებელს.
(R)













კომენტარები