• რეკლამა
  • კონტაქტი
13:42, სამშაბათი, 20 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, შევძლებთ ამას?” – ირინა სარიშვილი

ალია ავტორი - ალია
16:42 06-24-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,020

პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი:

“მოიცადეთ მოიცადეთ! გააუქმეთ შეთანხმება! არაფერს არ ვაღიარებ! წავედი აქედან! ივანიშვილის დედასაც …” – ეს დაიყვირა სასამართლო სხდომის დასრულებამდე 4 ოქტომბრის არარსებულ დანაშაულზე დაპატიმრებულმა გიორგი კირვალიძემ, რომელმაც მანამდე საპროცესო შეთანხმება გააფორმა, მაგრამ ბოლოს ვერ გაუძლო გულმა…

ეს რეჟიმი ადამიანის მხოლოდ ფიზიკურად არა, მორალურად განადგურებას ცდილობს და ყველაზე მძიმე და რთული სწორედ ამ ბრძოლასთან დაპირისპირებაა, როცა შენს სხეულთან ერთად შენს სულს ებრძვიან. რთულია, რადგან არ იცი სად გადის შენი პირადი ზღვარი ფიზიკური გადარჩენისთვის გაღებულ დასაშვებ მორალურ კომპრომისსა და უპრინციპობას შორის. ეს მარტო უდანაშაულო პატიმრებს არ ეხებათ. გავიხსენოთ დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების ამბავი, როცა საზოგადოების ზეწოლის შედეგად რეჟიმი იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო, მაგრამ ამის სანაცვლოდ შვილების სიცოცხლის გადასარჩენად მშობლებმა მადლიერების ადრესატი შეცვალეს. კიდევ ბევრი ასეთი რამ მოხდა ამ წლებში და სწორედ აქ ბეწვის ხიდზე ვართ გასავლელი – ერთის მხრივ ამათ თავი არ უნდა ამოვაწყვეტინოთ და მეორეს მხრივ, არ უნდა გადავგვარდეთ იმიტომ რომ გადავრჩეთ. ადამიანმა პირველ რიგში საკუთარი თავისთვის და მერე სხვებისთვის უნდა იპოვოს ეს ზღვარი, წითელ ხაზებს რომ ვეძახით, რომლის გადაკვეთაც არ შეიძლება. ერთის მხრივ უნდა შევძლოთ წითელ ხაზამდე დასაშვებ კომპრომისებზე (არარსებული დანაშაულის აღიარება; მადლიერების არასწორი მიმართულებით გამოხატვა და სხვ.) თვალის დახუჭვა მაგრამ არავითარ შემთხვევაში ამის ნორმად ქცევა; მეორეს მხრივ, ეს თვალის დახუჭვა არ უნდა ვრცელდებოდეს თავის გადარჩენის მიზნით სხვისთვის ზიანის მიყენებაზე – ჩაშვებაზე, ცილისწამებაზე, ცრუმოწმეობაზე; ვისი მადლიერიც უნდა იყო იმის დაგმობასა და გაწირვაზე; ტყუილზე, რომელსაც ყველასთვის ზიანი მოაქვს.
და რაც მთავარია, ვისაც შეუძლია ამ მძიმე ბრძოლის თუნდაც დასაშვები კომპრომისების გარეშე გავლა საკუთარი სიცოცხლის ფასად, თუ ვერ დავაფასებთ, არ დავადანაშაულოთ მაინც იმაში რომ ჩვენზე მაგრები არიან!
შევძლებთ ამას? არ ვიცი.
თუ შევძლებთ, გადავრჩებით გადაგვარების გარეშე.“

თეგები: ირინა სარიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:37 10-20-2026
„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა – ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი უკვე 5 წელია კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია
ახალი ამბები

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა – ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი უკვე 5 წელია კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია

17:19 10-19-2026
თიბისი ემიგრანტებისთვის –
ახალი ამბები

თიბისი ემიგრანტებისთვის –

14:03 10-19-2026
თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

20:25 10-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved