• რეკლამა
  • კონტაქტი
00:57, ორშაბათი, 22 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, მე ჩემს თავზე გამოვცადე ზუსტად ის, რასაც ახლა ელენე განიცდის” – სააკაშვილი ხოშტარიაზე

ალია ავტორი - ალია
21:05 06-21-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
71

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:

,,ქოცნების “ნულოვანმა თანამგრძნობებმა” ატრიალეს ჩემი სახელი ელენესთან დაკავშირებით. აი სააკაშვილი სიმულიანტობს, სიმულიანტობსო. მინდა შეგახსენოთ თუ რა ხდებოდა ჩემს გარშემო პატიმრობის პირველივე დღეებიდან.

დაპატიმრების შემდეგ გამოვაცხადე შიმშილობა, რომელიც გაგრძელდა 50 დღე. შიმშილობის 44-ე დღეს მოტყუებით (მითხრეს რომ სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადავყავდი) მიმიყვანეს, ჩემთვის სახელდახელოდ სასწრაფოდ მოწყობილ გლდანის ციხის “სამკურნალო ბლოკში.” სადაც გამატარეს კრიმინალების მწკრივში, მათრიეს ასფალტზე, მირტყეს და გონება დამაკარგვინეს და იქვე მოვკვდებოდი სტრასბურგის სასამართლო რომ არ ჩარეულიყო და პარალელურად მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები არ გამართულიყო.

სწორედ ამ დროს ელენე ხოშტარიამ გამოაცხადა შიმშილობა ჩემი საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით და ძალიან დაიზარალა ჯანმრთელობა. ბოლოს, მას შემდეგ რაც გონება დავკარგე გლდანში, გადამიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში. საიდანაც ზუსტად ახალი წლის წინ, ისე რომ მკურნალ ექიმს, ნინო გოგორიშვილს ხელი არ ჰქონდა მოწერილი “ფორმა 100-ზე”, რაც ჩემს ადვოკატ ნ. გვარამიას წერილობით დაუდასტურა, დამტაცეს ხელი და მძიმე მდგომარეობაში გადამიყვანეს რუსთავის ციხეში. რუსთავში, ორი თვის შემდეგ, მდგომარეობა დამისტაბილურდა და რამდენიმე “სასამართლო” სხდომაზე გამოსვლა შევძელი.

ამასობაში დაიწყო უკრაინის ომი და როგორც ჩანს ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ამ ომის ხმაურის საფარქვეშ, ადვილად მოსაშორებელი ვიყავი, რის შემდეგაც რუსთავის ციხეში შეწყვიტეს ექიმების საღამოს მორიგეობა და აქედან რამდენიმე დღეში, საღამოს მკვეთრად ცუდად ვიგრძენი თავი. სიცხე ამივიდა 41-ზე, დამეწყო ღებინება, კრუნჩხვები, საშინელი ტკივილი, მთელ ტანზე გამომაყარა. საიდანღაც მოყვანილი ექთნები სრულ პანიკაში ჩავარდნენ, მახსოვს ორივეს ხელები უკანკალებდა, ეს მდგომარეობა გაგრძელდა რამდენიმე დღე.

შემდეგ დაიწყო წონის მკვეთრი კლება. საერთო ჯამში დავკარგე წონის თითქმის 40%, ვეღარ დავდიოდი, დამეწყო მეხსიერების კატასტროფული ჩავარდნები. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ, იძულებული გახდნენ “ვივამედში” გადავეყვანეთ, მაგრამ ციხეშიც და “ვივამედშიც” კატეგორიულ უარს მეუბნებოდნენ მძიმე მეტალებზე ტესტის აღებაზე. არადა სწორედ მძიმე მეტალებით მოწამვლაზე მიიტანა თავიდანვე ეჭვი ჩემმა მეგობარმა და ძალიან მაგარმა ექიმმა, ნიკა ყიფშიძემ.

“ვივამედის” ხელმძღვანელობა მუდმივად იტყუებოდა ჩემს მდგომარეობაზე, ამცირებდა საფრთხეებს, აწარმოებდნენ სიმპტომურ მკურნალობას მუდმივი პლაზმის გადასხმით და ტკივილგამაყუჩებელი წამლებით. ბოლოს საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ დაუშვეს ამერიკელი და ევროპელი ექიმები, რომელთაც უტყუარად დაადასტურეს ჩემი მოწამვლის ფაქტი. მე კი კრიტიკული მდგომარეობიდან გამოსასვლელად 1,5 წელზე მეტი დამჭირდა, თუმცა მოწამვლამ დამიტოვა ქრონიკული ნეიროპათია, მეხსიერების პრობლემები, სახსრების ანთება.

მოკლედ მე ჩემს თავზე გამოვცადე ზუსტად ის, რასაც ახლა ელენე განიცდის და ისევ დიქტატორის ტყუილები და პროპაგანდის სიბინძურე, ეს არის სადისტების ჯგუფი, რომელიც უდიდეს სიამოვნებას განიცდის სხვა ადამიანების წამებით და თუ არ დავასრულეთ ესენი, დიდ საშინელებებს ჩაიდენენ.“

თეგები: ელენე ხოშტარიამიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved