• რეკლამა
  • კონტაქტი
22:55, პარასკევი, 19 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გავაგებინოთ მაკას!” – “ლელოს” ახალი კამპანია

ალია ავტორი - ალია
17:37 06-19-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
83

“ლელო- ძლიერ საქართველოში” ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარის ანგარიშს ეხმაურებიან, სადაც პირდაპირ არის მოთხოვნა, რომ “ოცნებამ” გააუქმოს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონი.

გრიგოლ გეგელია ამბობს:

კიდევ ერთი საკონტროლო დარტყმა საქართველოს უტიფარ საგარეო სამინისტროს პოზიციაზე დღეს გაკეთდა როდესაც ევროსაბჭოს  ადამიანის უფლებათა კომისარმა ბატონლა ოფლაერტიმ სრულიად მკაფიოდ, ქოცისთვისაც კი მარტივად გასაგებად, თქვა, რომ ეს უცხოური გავლენის კანონები შეუსაბამოა დემოკრატიულ სტანდარტებთან, ზღუდავს ყველა თავისუფლებას და უნდა იქნას გაუქმებული.

აშკარაა, რომ ივანიშვილის საგარეო მინისტრს წაკითხულისა და ნათქვამიდან შინაარსის გამოტანის პრობლემა აქვს. ბოჭორიშვილი აცხადებს რომ თურმე მას ევროკავშირისგან არცერთხელ არ მოუსმენია კონკრეტულად რა ნაწილში იყო აცდენილი ე.წ გამჭვირვალეობის კანონი და გრანტების კანონი ევროკავშირის სტანდარტებთან და კანონმდებლობასთან.

საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, რომ რუსულ ქოცური კანონების წინააღმდეგ დადგა სრულიად ცივილიზებილი მსოფლიო და ასობით ათასი ქართველის ერთიანი პროტესტი! შესაძლოა ბოჭორიშვილი ზეციურ ხმას მოელოდა, ან უბრალოდ მახსოვრობისა და კეთილსინდისიერების მძიმე პრობლემა აქვს. ვიწყებ კამპანიას: “გავაგებინოთ მაკას!”

ქალბატონო მაკა, ვენეციის კომისიამ გითხრათ, რომ კანონი ვერ აკმაყოფილებდა კანონიერების, ლეგიტიმური მიზნის, აუცილებლობისა და პროპორციულობის აუცილებელ კრიტერიუმებს!

ქალბატონო ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრო – ეუთო/ოდირი 2024 წლის 30 მაისს გეუბნებოდათ [ვციტირებ]: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შეუთავსებელია დემოკრატიულ სტანდარტებთან და ადამიანის უფლებათა კანონთან

ქალბატონო მაკავ, ევროპარლამენტის 2024 წლის 25 აპრილის რეზოლუცია გეუბნებოდათ [ვციტირებ]: “უცხოური აგენტების” კანონპროექტი ევროკავშირის ღირებულებებსა და დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება, საქართველოს ევროკავშირში წევრობის ამბიციებს ეწინააღმდეგება, აზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.”

ასევე, [კიდევ ვციტირებ] „ვენეციის კომისია მკაცრად რეკომენდაციას უწევს კანონის მოქმედი ფორმით გაუქმებას, რადგან მისი ფუნდამენტური ხარვეზები მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს გამოიწვევს გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლებისთვის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისთვის, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლებისთვის და დისკრიმინაციის აკრძალვისთვის

და თუ ესეც ვერ გაიგეთ, კიდევ ერთი, ქალბატონო მაკა: “კანონის მიერ დაწესებული შეზღუდვები შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მკაცრ სტანდარტთან.“
რუსული  კანონი სრულიად შეუთავსებელია ევროპულ კანონმდებლობასთან:

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (ECHR) 8-ე, 10-ე და 11-ე მუხლებით;
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის (ICCPR) 17-ე, 19-ე და 22-ე მუხლებით.

იგი ვერ აკმაყოფილებდა ვერც კანონიერების, ვერც ლეგიტიმური მიზნის, ვერც აუცილებლობის და ვერც პროპორციულობის აუცილებელ კრიტერიუმებს. მარტივად თუ ვიტყვით, კანონი ვერ აკმაყოფილებდა პრატიკულად ვერცერთ კრიტერიუმს, რაც ნორმალურ კანონს უნდა გააჩნდეს

შესაბამისად, ცივილიზებული მსოფლიოს შეფასებით ეს კანონები პრობლემებს უქმნის:

* გაერთიანების და შეკავშირების თავისუფლებას,
* გამოხატვის თავისუფლებას,
* საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებას”, – განაცხადა გეგელიამ. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved