• რეკლამა
  • კონტაქტი
03:53, ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გეგმა რაა, გეგმა? – თქვენ თქვით და მე გამოგყვებით, თან ისე, რომ სიტყვასაც არ დავძრავ და ნიშანსაც კი არ მოგიგებთ” – ნიკა გვარამია

ალია ავტორი - ალია
15:25 06-19-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
ნიკა გვარამია
Facebook-ზე გაზიარება
723
ოპოზიციური ალიანსის ერთ–ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია:
დღევანდელი არაადამიანური განაჩენის შემდეგ, მინდა გულწრფელად ვიკითხო, სად არიან და რას აპირებენ ისინი, მათ შორის, ჩემი მეგობარი პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, მწერლები, სოციალური ქსელების ე.წ. ინფლუენსერები და სხვები, რომლებმაც არა მხოლოდ სრული კარტბლანში გამოუცხადეს 4 ოქტომბრის დაუფიქრებელ და წარუმატებლობისთვის იმთავითვე განწირულ ავანტიურას, არამედ ყველას გადაგვიარეს (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით), ვინც ვცდილობდით პირდაპირ ან მინიშნებით მაინც სიცხადე და რაციონალურობა შეგვეტანა საყოველთაო ფსიქოზში და გონების დაბინდვაში, რაც პატრიოტული და დემოკრატიული სპექტრის ძალიან მნიშვნელოვან და გონიერ ნაწილს დაემართა?
ჩემი გამოცდილება 4 ოქტომბერზე არაერთხელ მომიყოლია საჯაროდ: ასეთი რთული დრო ციხეში მე არასდროს მქონია, არც ერთი პატიმრობისას. ჩემთვის ძალიან სანდო, გონიერმა და ჩემთვის საყვარელმა ადამიანებმაც კი ისეთი ობსტრუქცია მოუწყვეს ჩემი პოზიციის გამო ჩემს ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ოჯახს, რომ ციხიდან გამოსვლა კი არა, სიცოცხლის სურვილი დამაკარგვინეს და პირველად დამაწყებინეს ფიქრი საქართველოდან წასვლაზე. ბევრი მათგანი შემოთველბით იყო ციხეში და ოჯახში, ბევრი პირდაპირ ტელევიზიიდან მელაპარაკებოდა სახელ-გვარის დაკონკრეტების გარეშე, ბევრი სოციალურ ქსელებში წერდა და მახსენებდა კიდეც. გამაოგნებელი შეტევები იყო ჩემს პარტიაზე და პოლიტიკურ მოკავშირეებზეც. ელენე ხოშტარია პირდაპირ უმოწყალო რეპრესიებში გაატარა ზემოხსენებულმა ხალხმა, ისეთში, რომ დღეს რომ ციხეშია და უმძიმეს ჯანმრთელობის მდგომარეობაში, მგონი ისეთი სიმძიმით არც ეგ გადაუტანია. კი, ციხეში რომ მტერი დაგამწყვდევს, იმაზე მძიმე ისაა, მეგობრები და პატივსაცემი ადამიანები რომ უსამართლოდ ბიძინას მოკავშირედ, გაყიდულად, მშიშარად და ათას სისაძაგლედ გამოგაცხადებენ.
მე, მით უმეტეს, ელენე (რომელიც მაშინ გარეთ იყო) და კიდევ თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები მშიშრები კი არა, მაშინ ალბათ ყველაზე გამბედავები, სწორები და ფხიზლები ვიყავით და ვცდილობდით საზოგადოების გონზე მოყვანას. მიუხედავად ამისა, მაინც ვერ ვპატიობ ჩემ თავს, რომ ციხიდან უფრო მეტი არ ვილაპარაკე, უფრო მწვავედ არ ვაკრიტიკე, და უფრო ღიად არ ვამხილე. უფრო მეტად არ დავანამუსე მაინც იმის გამო, თუ როგორ იყენებდნენ საზოგადოების გადაღლილობას, მძმიმე მდგომარეობაში მყოფი მედიის კეთილგანწყობას, ქართული ტემპერამენტით განპირობებულ სულსწრაფობას და მოუთმენლობას, პოლიტპატიმრების მშობლების ტრაგიკულ განცდებს. კი, დავნებდი. დავნებდი არა საკუთარი თავის გამო, არამედ იმ მდგომარეობის გამო, რაშიც ჩემი ცოლი, ჩემი პარტიული მეგობრები და პოლიტიკური მოკავშირეები ჩააგდეს. დავნებდი, რაც ზოგადად არ მჩვევია. დავნებდი, რასაც გამართლება არ აქვს.
და, კი, მათ შორის ჩემი დანებების გამო პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმათ მიმართ, ვინც დღეს ციხეში გამოკეტეს. მეტიც, იმათ წინაშეც ვგრძნობ პასუხისმგებლობას, ვინც ორგანიზატორებში იყვნენ და ისე დაიბრმავეს და დაიყრუეს თავი, რომ დაიჯერეს სასურველის რეალურობა. დაიჯერეს და უზარმაზარი ზიანი მიიყენეს თავადაც და მიაყენეს პროტესტსაც, რომელმაც როგორ გადაირჩინა თავი, დღემდე კარგად არ მესმის. რა ღონიერება აღმოაჩნდა ასეთი და რა უსაზღვრო ერთგულება სამშობლოსი. კი, ორგანიზატორთა დიდი ნაწილი თავადაც მსხვერპლია, მათ შორის, ჩემი დანებების და დუმილის მსხვერპლი. მაგრამ დღევანდელი მათი დუმილი არა სწორია და გაუმართლებელი. მე ასე ვფიქრობ, თუმცა ციხეში მყოფების განქიქება და გასამართლება ღირსებას მოკლებულია, ჩემი აზრით.
კი, მე ამ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და შუძლებელსაც ვიზამ, რომ ეს ხალხი ისევე გამოვიდეს გარეთ, როგორც ყველა დანარჩენი პოლიტპატიმარი. მაგრამ, დასაწყისში ნათქვამს რომ დავუბრუნდეთ: თქვენ სადა ხართ, მეგობრებო და არც თუ მეგობრებო, ვინც იწყებდით და ამთავრებდით 4–ში 4–ზე 4 საათში და ვინც წარბი მაინც აწია გაკვირვების გამო, ისინიც კი მოღალატეებად, მშიშრებად და გაყიდულებად გამოაცხადეთ? ან იქნებ გგონიათ, რომ არ გვახსოვხართ? არა, გვახსოვხართ, მაგრამ თქვენსავით შეუბრალებლები არ ვართ და კუდით ქვას არ გასროლინებთ, რასაც ნამდვილად იმსახურებთ. თქვენს პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე მოგვიანებით ვისაუბროთ, ახლა სხვა რამ უფრო მნიშვნელოვანია: ამ პატიმრების გათავისუფლებისთვის რას, როდის და როგორ აპირებთ? თქვენ თქვით და მე გამოგყვებით, თან ისე, რომ სიტყვასაც არ დავძრავ და ნიშანსაც კი არ მოგიგებთ არც ზოგიერთის სულსწრაფობის და დაუფიქრებლობის, არც ზოგიერთის უსინდისობის, არც ზოგიერთის უადგილოდ აღმოცენებული კარიერიზმის და მსგავსი მიზეზების გამო.
გელოდებით არა ბოდიშებით და აღიარებებით, გელოდებით გამბედავი და რეალისტური გეგმებით. როგორც გითხარით, თქვენ თქვით, მე გამოგყვებით. ოღონდ 4–ში 4–ზე 4 საათში არ მიიღება.
როგორც იტყვიან, “გეგმა რაა, გეგმა?”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved