• რეკლამა
  • კონტაქტი
14:28, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვფიქრობ, არ დათანხმდება და გაეცლება ამ საგიჟეთს” – გია ხუხაშვილი ნანუკა ჟორჟოლიანზე

ალია ავტორი - ალია
19:29 06-18-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
გია ხუხაშვილი
Facebook-ზე გაზიარება
1,497

პოლიტიკის ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილ, მიხეილ სააკაშვილის მიერ, ენმ–ის თავმჯდომარეობის კანდიდატად ნანუკა ჟორჟოლიანის დასახელებაზე საუბრისას, “კვირის პალიტრასთან”, ამბობს:

პარტიაში ასე არ უნდა ხდებოდეს გადაწყვეტილებების მიღება. წარმოუდგენელია, არაფორმალურმა ლიდერმა, თანაც ციხიდან, ვიღაც სადღაც დანიშნოს და რაღაც რეორგანიზაცია გამოაცხადოს.

ასე არ ხდება, რადგან პარტიას აქვს თავისი მმართველი ორგანო, რომლის მეშვეობითაც უნდა ხდებოდეს ამ ტიპის გადაწყვეტილებების მიღება. თუმცა ვხედავთ, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” დამყარებულია ავტორიტარული, პარტიული მმართველობა.პრინციპში, ეს არ გვიკვირს, ისევე, როგორც არ გვიკვირს იგივე პროცესები “ქართულ ოცნებაში” – ანუ, ერთი მხრივ, ბიძინა და მიშა კი დაპირისპირებული არიან, მაგრამ მათი მმართველობის სტილი აბსოლუტურად ანალოგიურია. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ავტორიტარიზმი მიშას, გასაგები მიზეზების გამო, მხოლოდ პარტიაში აქვს დამკვიდრებული, ბიძინას კი – პარტიაშიც და მთელ სახელმწიფოშიც, თორემ ისე, მენტალობით, ისინი სიამის ტყუპივით ჰგვანან ერთმანეთს.

პირდაპირ რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მაღალი აზრის ვარ ნანუკა ჟორჟოლიანის მენეჯერულ-ორგანიზაციულ თვისებებზე და ის, როგორც ჩანს, კარგი ორგანიზატორია, რეალურად ამ ინიციატივას დიდი პერსპექტივა არა აქვს. არა მგონია, მას რამე გამოუვიდეს, რომც დათანხმდეს. მეტსაც გეტყვით, ვფიქრობ, ცოტა ღრმად რომ ჩაიხედავს პროცესებში, არ დათანხმდება და გაეცლება ამ საგიჟეთს.

იმიტომ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ამ წლების განმავლობაში მუდმივად განიცდიდა ელექტორალურ შეკუმშვას. მას ჯერ კიდევ აქვს სერიოზული ბაზა და მრავალრიცხოვანი მხარდამჭერიც ჰყავს, მაგრამ ეს ძალა არ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებები დაიწყოს. ამასთანავე, პარტიას ელექტორატის ზრდის პოტენციალი აღარ გააჩნია.

ამ პრობლემას ბევრი მიზეზი აქვს, თუმცა მთავარ, ფუნდამენტურ ფაქტორს დაგისახელებთ – ადამიანები საქართველოში არჩევანს აკეთებენ მომავალზე. მომავლის არჩევანია მნიშვნელოვანი – როდესაც შენ მხარს უჭერ ვიღაცას, გინდა მომავალში უკეთესობა იყოს, ამ დროს კი ამომრჩევლის ცნობიერებაში “ნაციონალური მოძრაობა” უფრო წარსულს უკავშირდება, ვიდრე მომავალს, ხოლო “ქართული ოცნება” – აწმყოს. შესაბამისად, ადამიანს შეიძლება არ მოსწონს აწმყო, მაგრამ არც იმაზეა თანახმა, რომ წარსულში დაბრუნდეს, რა ტიპის რეორგანიზაციებიც არ უნდა ჩაატარონ პარტიაში. საზოგადოებას სჭირდება მომავლის არჩევანი, ეს არჩევანი კი სრულიად ახალ ლიდერებს უკავშირდება. ისინი ჯერ არ ჩანან, თუმცა მოთხოვნა მათზე ძალიან მაღალი და დეფიციტურია. ბუნებრივია, ეს ახალი ძალა ვერ იქნება “ნაციონალური მოძრაობა”, მიუხედავად იმისა, რომ მას სტაბილური მხარდაჭერა აქვს, რომელიც საგრძნობლად შემცირებულია იმასთან შედარებით, რაც იყო თუნდაც ერთი ან ორი წლის წინ – ჩვენ მუდმივად კლების ტენდენციას ვაკვირდებით. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ წინა არჩევნებზე ამ პარტიის მხარდამჭერები ორად გაიყვნენ და სერიოზული ნაწილის მიგრაცია მოხდა ოთხ ნომერში, ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიასთან. დღეს ერთადერთი, რაც ამ პარტიამ შეიძლება გააკეთოს, რომ როგორმე შეაჩეროს დეგრადაცია და შეინარჩუნოს ის, რაც ჯერ კიდევ აქვს, ხოლო იმის იმედი, რომ საკუთარ შესაძლებლობებს გაზრდიან, რა რეორგანიზაციებიც არ უნდა ჩაატარონ, მე ნამდვილად არა მაქვს.

რა თქმა უნდა, ორივეს ჰყავს თავისი მხარდამჭერები და მეტსაც გეტყვით, მიშას ნატურალური მხარდამჭერი იმაზე მეტიც ჰყავს, ვიდრე ბიძინას. ბიძინას ირგვლივ ძირითადად მაინც მედროვეების დაჯგუფებებია შემოკრებილი – ანუ ნატურალური მხარდამჭერი ბიძინას პრაქტიკულად არავინ არ ჰყავს, მაშინ როდესაც მიშას ჰყავს ფანატიკური მომხრეები და ასე შემდეგ. ასე რომ, ამ თვალსაზრისით მიშა ნამდვილად სჯობნის ბიძინას. თუმცა ეს საარჩევნო რაოდენობა მაინც არ არის გადამწყვეტი და კრიტიკული. მართალია, ეს ადამიანები ძალიან აქტიურები არიან, მაგრამ ის მაინც არ არის ის კრიტიკული მასა, რომელსაც საარჩევნოდ რაღაცის შეცვლა დამოუკიდებლად შეუძლია. რაც შეეხება “ქართულ ოცნებას”, მას, კი ბატონო, ცხადია, ეხმარება ადმინისტრაციული, ფინანსური და ორგანიზაციული რესურსები და ამაში უპირატესობა აშკარად მმართველი გუნდის მხარესაა, რაც ბუნებრივიცაა. ამ ყველაფრის და უალტერნატივობის გამო სისტემა სტაბილურობას ინარჩუნებს. “ქართული ოცნება” დღეს ხომ ფაქტობრივად სწორედ უალტერნატივობაზე დგას? თავად ბიძინაც დიდი ხანია აღარ ამბობს, რომ თვითონ არის კარგი ბიჭი. ბიძინა პირდაპირ ამბობს – მე შეიძლება ცუდი ბიჭი ვარ, მაგრამ ესენი საერთოდ ვინ არიანო. სამწუხაროდ, აი, ეს სკეპტიკური, ნიჰილისტური დამოკიდებულება მყარად არის დანერგილი საზოგადოებაში და ამას დიდწილად თავად ოპოზიციაც უწყობს ხელს. დღეს ბიძინას ძალაუფლება სწორედ ოპოზიციის სისუსტეზე დგას და სხვა ფაქტორი არ არსებობს, რაც არსებულ სისტემას სტაბილურობას შეუნარჩუნებდა.

სრულად

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს
ახალი ამბები

Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს

12:41 09-17-2026
გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:28 09-17-2026
ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved