პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი:
ყველანაირი პოლიტიკური პრეფერენციებისა და სიმპატია ანტიპატიების გარეშე, სრულიად ელემენტარული, შეიძლება ითქვას საბაზისო სინდის-ნამუსი მაინც თუ გაქვს ადამიანს, უნდა ხვდებოდე, რომ ელენე ხოშტარიას პატიმრობაში ყოფნა, მას შემდეგ, რაც გასაჯაროვდა ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, კატეგორიულად დაუშვებელია. ის უნდა გათავისუფლდეს, მიუხედავად იმისა, თუ რაში ედება ბრალი.ეს წაყენებული ბრალი რომ უსამართლოა, ეგ კიდევ ცალკე თემაა, მაგრამ ამ შემთხვევაში ამას არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ხელისუფლება უბრალოდ ვალდებულია ის გაათავისუფლოს.
ასეა ეს და არ უნდა ამას ბევრი ლაი ლაი. ხოლო ვინც ამ თემაზე ნიშნის მოგებით მახვილსიტყვაობს და ღლიცინებს (ასეთებიც შემხვდნენ აქა-იქ), ის თვითონაა სერიოზულად დაავადებული ზემოაღნიშნული საბაზისო სინდისის მწვავე ან სრული დეფიციტით.














კომენტარები