ბოლო ოთხ თვეში საქართველო ისეთ პოლიტიკურ რიტმში ცხოვრობს, რომელსაც, ალბათ, წლების შემდეგაც გავიხსენებთ. 2022 წლის 24 თებერვალს, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა , ქართველ ერს კიდევ მეტად გაუმწვავდა ის ტრამვა რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დარჩა. მეორე დღესვეთბილისის რუსთაველის გამზირზე, სხვადასხვა შეფასებით, ოცდაათ ათასამდე ადამიანი შეიკრიბაჯერ უკრაინის სოლიდარობის მიზნით, შემდეგ კი იმ იმედგაცრუებით, რომელიც საკუთარი ხელისუფლების პოზიციამ გამოიწვია.
ეს იმედგაცრუება შემთხვევითი არ ყოფილა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 25 თებერვალს განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დასავლურ სანქციებს არ შეუერთდებოდა. 28 თებერვალს ხელისუფლებამ არ დაუშვა უკრაინული თვითმფრინავი, რომელსაც ქართველი მოხალისეები უნდა წაეყვანა კიევში. შედეგად, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ელჩი გაიწვია თბილისიდან. პროუკრაინული აქციები 25-ში, 28 თებერვალს, 1 მარტს და მერეც სწრაფად გადაიზარდა მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტში.
ამის ფონზე, 3 მარტს, საქართველომ ოფიციალურად მოითხოვა ევროკავშირში გაწევრება უკრაინისა და მოლდოვის კვალდაკვალ. ეს ნაბიჭი ხალხის უმრავლესობის სურვილს ეთანხმებოდა: ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-ის გამოკითხვებით, ქართველთა დაახლოებით 80 პროცენტი მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრებას, ხოლო ევროპული მისწრაფება ქვეყნის კონსტიტუციაშია ჩაწერილი. სამი ქვეყანასაქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ერთ რიგში მიდიოდა ევროპისკენ.
რიგი 17 ივნისს დაირღვა. ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, რომ უკრაინასა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინათ, საქართველოსთვის კი მხოლოდ „ევროპული პერსპექტივა“ და თორმეტპუნქტიანი პირობების ნუსხა, რომელიც ჯერ უნდა შესრულდეს. 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ ეს გადაწყვეტილება დაამტკიცა. ორი ქვეყანა ერთი საფეხურით წინ წავიდა, საქართველო კი უკან დარჩა და ეს, წყაროების შეფასებით, უპირველესად დემოკრატიული უკუსვლისა და ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკის გამო მოხდა.
სწორედ ამ გადაწყვეტილებამ აიძულა ხალხი ქუჩაში გამოსულიყვნენ. 20 ივნისს ნიშანდობლივად, 2019 წლის „გავრილოვის ღამის“ დარბევის მესამე წლისთავზე სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიამ“ და სხვა ორგანიზაციებმა მასშტაბური აქცია „შინ ევროპისკენ“ გამართეს. პარლამენტიდან ევროპის მოედნამდე გასვლილ მსვლელობას, უცხოური მედიის შეფასებით, სამოცი ათასამდე ადამიანი დაესწრო. 24 ივნისს კიდევ ერთი მრავალათასიანი აქცია გაიმართა, რომელზეც ორგანიზატორებმა მთავარი მოთხოვნა დააყენეს: ერთი კვირის ვადაში გადამდგარიყო პრემიერ-მინისტრი და შექმნილიყო „ეროვნული თანხმობის მთავრობა“, რომელიც ევროკავშირის თორმეტ პირობას შეასრულებდა
3 ივლისს კიდევ ერთი დიდი აქცია იგეგმება პარლამენტის წინ. ამ დღემდე ქვეყნის მასშტაბით ასობით აქტივისტი დადის რეგიონებში, ხვდება მოსახლეობას და ცდილობს ხალხს აუხსნას, რა დევსდღესდღეობით სასწორზე. ერთ-ერთი მათგანია 22 წლის ცოტნე გვასალია , რომელიც ბოლო თვეების თითქმის ყველა მნიშვნელოვან გამოსვლაზე იყო და რომელმაც, საკუთარი თქმით, ამ აქტიურობის ფასი არაერთხელ გადაიხადა. ჩვენ მას საშუალება მივეცით, რომ თავად მოეთხრო, რატომ გამოდის ქუჩაში და რას ელის 3 ივლისს.
ცოტნე გვასალია:
,,მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ , არც პოლიტიკოსი, არც პარტიის წევრი. ბავშვობიდან მახსოვს ის შეგრძნება, რომ ჩემი ქვეყანა წინ უნდა მიიწევდეს,მაგრამ რაღაც გამუდმებით უკან ექაჩება. დიდხანს ვცდილობდი გამეგო, რა იყო ეს „რაღაც“. დღეს კი უკვე ვიცი პასუხი ეს არის შიში. შიში იმისა, რომ თუ თავისუფალ ქვეყანაში იცხოვრებ, თუ ევროპის ნაწილი გახდები, მაშინ ვიღაცას ის ბერკეტი დაეკარგება, რომლითაც ამდენი წელია გვმართავს.
ეს ბოლო თვეები ჩემთვის ერთ გრძელ, უძილო დღედ იქცა. 24 თებერვალს, როცა გავიგე, რომ რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, პირველი, რაც ვიფიქრე, იყო: ეს ჩვენი ისტორიაა, უბრალოდ სხვა წელს. ჩვენ ეს უკვე გადავიტანეთ 2008 წელს. ვიცი, რას ნიშნავს, როცა მეზობელი ქვეყანა „ძმობასა“ და „ერთმორწმუნეობაზე“ გესაუბრება და იმავ დროს შენს მიწაზე ჯარით შემოდის და შენს თანამოძმეებს ჟლიტავს. ამიტომ, როცა თბილისში ხალხი უკრაინის მხარდასაჭერად გამოვიდა, მეც იქ ვიყავიმეგობრებთან ერთად. ვიდექი რუსთაველზე, ათიათასობით ადამიანთან ერთად, ხელში უკრაინისა და საქართველოს დროშებით, და ვამაყობდი ყველა იმ თანამოქალაქით ვინც იმ მომენტში გვერდით ემდგა.
მაგრამ ხელისუფლებამ ჩვენ არ მოგვისმინდა. პრემიერმა თქვა, რომ საქართველო სანქციებში არ ჩაერთვებოდა თითქოს ჩვენი ინტერესი აგრესორის დაზოგვა იყო. შემდეგ არ დაუშვეს თვითმფრინავი, რომელსაც ქართველი მოხალისეები მიჰყავდა, რათა უკრაინელების გვერდში დადგომოდნენ. ჩვენი ისტორიული მეგობარი ქვეყანა იძულებული გახდა, ელჩი გაეწვია და ის დღეები სირცხვილის დღეები იყო. გამოვედი 25 თებერვალს, 28-ში, შემდეგ მარტში, აპრილში სადაც კი აქცია იყო, მეც იქ ვიყავი. უკვე მხოლოდ უკრაინისთვის კი არა, არამედ იმისთვისაც, ვიბრძოდით რომ ჩვენი მთავრობისთვის გვეთქვა: თქვენ ჩვენი სახელით ლაპარაკობთ, მაგრამ ჩვენ თქვენ არ ვართ !
და მაინც, ჯერ კიდევ იყო იმედი. 3 მარტს, როცა საქართველომ ევროკავშირში გაწევრების განაცხადი შეიტანა, ბევრმა ამოისუნთქა , გვეგონა, ეგებ ეს ის წერტილი იყო სადაც იმედი მოგვეცა თუმცა 23 ივნისს გავიგეთ, რომ უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი მიიღეს, ჩვენ კი მხოლოდ „პერსპექტივა“ და თორმეტი დავალება, რომელიც ჯერ უნდა შევასრულოთ. ყველაზე მძიმე ის იყო, რომ ეს ჩვენი ბრალი იყო, უფრო ზუსტად, იმ ადამიანების ბრალი, რომლებიც ხელისუფლებაში ისხდნენ და თვეების განმავლობაში აკეთებდნენ ყველაფერს, რომ ეს ასემომხდარიყო: ცინიკურად ლანძღავდნენ ევროპელ დიპლომატებს, ანტიდასავლურ ენაზე საუბრობდნენ, რეფორმებზე კი ხელი არ გაუნძრევიათ.
ძალიან დავსევდიანდი, იმიტომ, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკა არ არის. ჩემთვის ეს ის საკითხია, თუ რა ქვეყანაში გავაგრძელებ ცხოვრებას: ისეთში, სადაც კანონი ადამიანს იცავს, თუ ისეთში, სადაც კანონი მხოლოდ ძლიერისთვისაა და სადაც, თუ ხმას აიმაღლებ, პირიქით მიწასთან გაგასწორებენ. მე ვიცი, რას ნიშნავს მეორე ვარიანტი. ამიტომ ვირჩევ პირველს.
და აქ მინდა გულახდილი ვიყო, მე ვიცნობ მეორე ვარიანტსაც. იმდენად დიდი დაიზანება მიმიღია აქციაზე რომ საავადმყოფოშიც კი მოვხვედრილვარ და ქალა-ტვინის ტრავმაც კი მქონია. ეს არ მომხდარა იმიტომ, რომ შემთხვევით მოვყევი არეულობაში მე სამიზნე ვიყავი იმიტომ, რომ აქტიური ვიყავი, რომ ხმა მქონდა და რომ ხელისუფლებას ღიად ვაკრიტიკებდი. ყველაზე მძიმე კი ის იყო, რომ მუქარა ხშირად არა უცნობი ქუჩის აგრესორებისგან მოდიოდა, არამედ ისეთი ადამიანებისგან, რომელთაც ფორმა აცვიათ და რომელთა მოვალეობაც, პირიქით, ჩემი დაცვა უნდა ყოფილიყო. სენაკში, ჩემს მშობლიურ ქალაქში, იყო პერიოდი, როცა ქუჩაში გასვლის მეშინოდა ვიცოდი, რომ მითვალთვალებდნენ.
ვცადე, კანონს დავყრდნობოდი. დავწერე საჩივარიც და საქმე ისე დაიხურა, თითქოს არაფერი მომხდარა„მტკიცებულებების არარსებობის გამო“. თითქოს ჩემი დაზიანებები, ჩემი საავადმყოფოს ამონაწერები სიცარიელე იყო. და სწორედ აქ არის საქმის არსი. პრობლემა ერთი ცუდი პოლიციელი ან ერთი უსამართლო გადაწყვეტილება არ არის პრობლემა ის არის, რომ მთელი სამართლებრივი სისტემა დანგრეულია. პოლიცია, რომელმაც ხალხი უნდა დაიცვას, ან გვერდზე დგება და უმოქმედოდ უყურებს, როცა მშვიდობიან მოქალაქეებს თავს ესხმიან, ან თავადვე გირტყამს ხელკეტებს. პროკურატურა და სასამართლო კი, რომელსაც დამნაშავე უნდა დასაჯოს, საქმეებს „მტკიცებულებების არარსებობის“ მოტივით ხურავს მაშინაც კი, როცა მტკიცებულება სახეზეა. როცა ის, ვინც გცემს, და ის, ვინც შენ უნდა დაგიცვას, ფაქტობრივად ერთსა და იმავე მხარეს დგას ეს უკვე ცალკეული უსამართლობა აღარ არის, ეს სისტემაა.
და ასეთი სისტემა შემთხვევით არ ჩნდება. ის ზემოდან იგება. სანამ ხელისუფლების სათავეში დღევანდელი გუნდი დგას სანამ რეალურ გადაწყვეტილებებს ერთი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი, კულისებიდან იღებს არც პოლიცია შეიცვლება, არც სასამართლო და არც ის შიში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ამიტომ, როცა ქუჩაში გავდივართ, ჩვენ მხოლოდ ევროპული პერსპექტივის დაბრუნებას არ ვითხოვთ. ჩვენ ვითხოვთ ხელისუფლების შეცვლას მთავრობისა, რომელმაც ქვეყანა ამ დღემდე მიიყვანა, და იმ კაცის გავლენიდან გათავისუფლებას, რომელიც ფარდის უკან ყველაფერს განაგებს. სანამ ეს არ მოხდება, თორმეტი პირობის შესრულებაც ფურცელზე დარჩება, კანონი კი ისევ ისეთად დარჩება, როგორიც ჩემთვის აღმოჩნდა მხოლოდ ძლიერის იარაღად.
ვინმემ შეიძლება მკითხოს: მაშინ რატომ აგრძელებ? რატომ გამოდიხარ ისევ ქუჩაში, თუ იცი, რა შეიძლება დაგემართოს? პასუხი მარტივია. იმიტომ, რომ თუ შიშის გამო სახლში დავრჩები, მაშინ სწორედ იმას მიიღებს ჩვენი ხელისუფლება ,,ქართული ოცნება’’ რაც მათ უნდათ. მათ უნდათ, რომ სახლებში ჩავიკეტოთ, გავჩუმდეთ და გვეგონოს, რომ მარტონი ვართ. მაგრამ ჩვენ მარტო არ ვართ. ამის დანახვა 20 ივნისს ნებისმიერს შეეძლო რადგან სამოცი ათასი ადამიანი მარტო არ არის.
ჩვენ უბრალოდ ხალხი ვართ სტუდენტები, მასწავლებლები, ექიმები, ფერმერები, ხელოსნებივისაც გვინდა, რომ ჩვენი შვილები საქართველოში დარჩნენ და აქედან არ წავიდნენ. ბოლო კვირაა, რეგიონებში ვართ გასული. მე და ჩემი ორი მეგობარი სენაკში ჩავედით, ჩემს მშობლიურ ქალაქში. დავდიოდით სოფლებში გეჯეთში, ნოსირში, ძველ სენაკში ვხვდებოდით ხალხს, ვუხსნიდით, რას ნიშნავს ევროკავშირში გაწევრება მათთვის, მათი ბავშვებისთვის, მათი მომავლისთვის. ვუხსნიდით, რომ ეს არ არის შორეული პოლიტიკა თბილისიდან, არამედ ისაა, იქნება თუ არა მათ სოფელში გზა, საავადმყოფო, სამართლიანი სასამართლო. ბევრი ჩუმად გვისმენდა , ბევრს ეშინია მყარად დადგეს, რადგან პატარა ქალაქში ყველაფერი ჩანს და ყველაფერს იმახსოვრებენ. მე ეს მესმის, რადგან ეს ყველაფერი თვითონ გადავიტანე.
ამიტომ მაქვს ერთი მოწოდება ყველას, ვინც ამ სტრიქონებს კითხულობს. 3 ივლისს ისევ გავდივართ პარლამენტის წინ. ეს არ არის რომელიმე პარტიის აქცია, არც „რადიკალების“ აქცია, როგორც ხელისუფლება ცდილობს რომ წარმოგვაჩინოს. ეს იმ ადამიანების აქციაა, ვისაც უბრალოდ საკუთარ ქვეყანაში ღირსეულად ცხოვრება უნდა. გამოდით. ჩამოდით რეგიონებიდან. წამოიყვანეთ თქვენი მეზობელი, მეგობარი, მშობელი. იმიტომ, რომ ეს ის იშვიათი მომენტია, როცა ისტორია ჯერ კიდევ დასაწერია, ჯერ კიდევ გვაქვს დრო, რომ ავირჩიოთ, რომელ მხარეს ვიქნებით. შემდეგ შეიძლება ეს დრო აღარ დადგეს, ამიტომ ახლა უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე.
მე მინდა, რომ იმ დღეს, როცა ჩემს შვილს ამ წლებზე ვუამბობ, შემეძლოს ვუთხრა: მე იქ ვიყავი და არ გავჩუმებულვარ, ჩვენ ყველამ ეს ერთად გავაკეთეთ და საქართველოს მომავალი შევცვალეთ.”
დასასრულს:
ცოტნე გვასალია იმ ათასობით უსახელო ადამიანთაგან ერთ-ერთია, რომელთა გარეშეც ვერც ერთი ის აქცია შედგებოდა, რომელიც ბოლო თვეებში თბილისში ვიხილეთ. ისინი არ ჩანან ტრიბუნებზე, არ უჭირავთ მიკროფონი, არ ეძებენ კამერებს მაგრამ სწორედ ისინი ავსებენ რუსთაველს, ისინი დადიან რეგიონებში, ისინი ყხსნიან მეზობელ სოფელში მცხოვრებ ადამიანს, თუ რატომ ეხება ევროპული არჩევანი მის ყოველდღიურ ცხოვრებას. და სწორედ ისინი იხდიან ფასს, როცა ფასის გადახდა ხდება საჭირო.
ცოტნეს თხრობაში ორი რამ თანაარსებობს, რაც ერთი შეხედვით ძნელად შესათავსებელია: ერთი მხრივ, ღია, იმედი იმ მომავლისა , რომელშიც კანონი ადამიანს დაიცავს. მეორე მხრივ კი პირადი გამოცდილება იმისა, რომ დღევანდელ საქართველოში ეს კანონი ხშირად სწორედ მის წინააღმდეგ მუშაობს. დაზიანებები, საავადმყოფო, მუქარის ზარები, საჩივრები, რომლებიც „მტკიცებულებების არარსებობის გამო“ იხურება , ეს არ არის ერთი ადამიანის ბედის შემთხვევითობა. ეს იმ სისტემის ნიშნებია, რომელშიც სახელმწიფო კრიტიკოს მოქალაქეს დასაცავ პირად კი არ აღიქვამს, არამედ მოსაშორებელ პრობლემად.
სწორედ ამიტომ, 23 ივნისის ევროპული გადაწყვეტილება როცა საქართველო ცალკე დარჩა უკრაინისა და მოლდოვისგან მხოლოდ დიპლომატიური წარუმატებლობა არ ყოფილა. ის ერთგვარი დიაგნოზი იყო: ქვეყანას, რომლის მოსახლეობის დაახლოებით 80 პროცენტი ევროპას ირჩევს და რომლის კონსტიტუციაშიც ეს არჩევანი წერია, ხელისუფლების ქმედებების გამო კარი ნახევრად მიეხურა. და თუ ამ კარის გასაღები კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებშია, მაშინ ცოტნეს მსგავსი ადამიანების ისტორიები მხოლოდ ცალკეული ბიოგრაფიები კი არა, თავად ამ დიაგნოზის ნაწილია.
3 ივლისს, როცა ეს სტატია უკვე დაბეჭდილი იქნება, ცოტნე და მისი მსგავსი ათასობით ადამიანი ისევ პარლამენტის წინ შეიკრიბება. რა მოჰყვება ამ დღესეს უკვე ხვალინდელი ისტორიაა, რომელსაც ერთად ვიხილავთ. დღეს მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხალხი, რომელსაც პარტია ,,ქართული ოცნება’’ ცდილობს რომ დააშინოს , ცემით, მუქარით, დახურული საქმეებით , ჯერ კიდევ არ შეშინებულა. და სანამ ასეა, ამ ქვეყნის ისტორია ბოლომდე დაწერილი არ არის.











კომენტარები