• რეკლამა
  • კონტაქტი
14:55, სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ასეთი ლანძღვა-გინება, ჭიდაობა და ფურთხება ამერიკის, კატასტროფამდე მიგვიყვანს” – დავით თარხან–მოურავი

"საქართველოც ამერიკული ქვეყანაა, გავიგოთ ეს ჩვენ, რომ რუსეთი დამარცხდა, ანუ ამერიკა ამარცხებს მას. დაამარცხა ვენესუელაში, ლიბიაში, სირიაში, ირანში, სომხეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში და გამოჩნდა კვლავ, რომ ამერიკა არის ყველაზე ძლიერი სახელმწიფო მსოფლიოში."

ალია ავტორი - ალია
19:43 06-11-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
დავით თარხან–მოურავი
Facebook-ზე გაზიარება
779

“პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა, თქვა:

არსებობს კავშირი რუსეთი-ბელორუსი-ყაზახეთი-სომხეთი. ამ კავშირს აქვს ფულადი ბრუნვა და ამ მთელი ფულადი ბრუნვის 0.18% საჩუქრად მიდის სომხეთთან. ეს უზარმაზარი თანხაა, დღესაც სომხეთი ამ ფულით ცხოვრობს. სომეხი ბიზნესმენების 90%-ის ბიზნესი რუსეთს უკავშირდება. დღეში 5, 6, 7 რეისია ყოველდღე თვითმფრინავის მარტო ერევანი-მოსკოვი, აი, რომ დააკვირდეთ, როგორი ინტენსივობაა.

[სომხები] მთლიანად რუსეთზე არიან [დამოკიდებული] თავისი ბიზნესითაც და ყველაფრით. და აი, ამ პირობებში ბუნებრივია, რომ პრორუსული განწყობები აბსოლუტური უმრავლესობაა სომხეთში და ამ დროს ეს განწყობები მარცხდება და პროამერიკული ფაშინიანი იმარჯვებს, ვითომ იმარჯვებს. რაზე მეტყველებს ეს? იმაზე, რომ ამერიკა ართმევს რუსეთს სომხეთს, აი, ამაზე. იმაზე, რომ რუსეთი ამერიკამ და დასავლეთმა ყველა მხრიდან შეავიწროვა. გინდა ირანი, სადაც გავლენა აქვს დიდი რუსეთს, ირანი დამარცხებულია… გინდა სომხეთი, რომელსაც ახლა ართმევს.

საქართველოც ამერიკული ქვეყანაა, გავიგოთ ეს ჩვენ, რომ რუსეთი დამარცხდა, ანუ ამერიკა ამარცხებს მას. დაამარცხა ვენესუელაში, ლიბიაში, სირიაში, ირანში, სომხეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში და გამოჩნდა კვლავ, რომ ამერიკა არის ყველაზე ძლიერი სახელმწიფო მსოფლიოში. ეკონომიკის ერთი მესამედი მსოფლიოსი ამერიკაა, ამერიკას და ევროპას ეკონომიკის 56% მაინც ეკუთვნის მთელი მსოფლიოსი და ამერიკას მარტო ძალუძს, აი, ამდენი რამ გააკეთოს.

ეს უნდა დავინახოთ ჩვენ და რატომაა მნიშვნელოვანი ეს ანალიზი: რომ გონივრულობა უნდა გამოვიჩინოთ. ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან, ჩვენი ურთიერთობა ამერიკასთან, ევროპასთან, თურქეთთან, ირანთან თუ ჩინეთთან, უნდა ავაგოთ ამის გათვალისწინებით, რომ ჩვენ არ დავმარცხდეთ. რომ ჩვენი ინტერესი დავიცვათ ყველგან. ამიტომ, აი, ასეთი ლანძღვა-გინება, ჭიდაობა და ფურთხება ამერიკის, არაფერს არ იძლევა, ეს კატასტროფამდე მიგვიყვანს ჩვენ. ეს უნდა გავაანალიზოთ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved