• რეკლამა
  • კონტაქტი
09:44, პარასკევი, 30 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, თქვენსავე შემოქმედს ბიძინა ივანიშვილსაც ასე ზედაპირულად ატყუებთ?“ – არჩილ გამზარდია

ალია ავტორი - ალია
00:38 06-11-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,118

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია:

,,რა მაგის პასუხია და საქართველოს ხელისუფლების “მაღალიერარქები” რომ ჩამოდგებიან და ბიძინა ივანიშვილის წვლილსა და დამსახურებებზე ლაპარაკობენ, რაც მათი საქმე საერთოდ არაა და ეს არაგულწრფელი დიდება ხომ ზედმეტად ღიად და მარტივად მოჩანს.

თუ ხელისუფლება რომელიმე მოქალაქის წვლილს განსაკუთრებულად აფასებს, მას შეუძლია გადასცეს ჯილდო, ორდენი და ა.შ.

ამგვარ სახელისუფლებო რიტორიკაში მეტად უცნაურად მოჩანს ის, რომ 14 წლიანი მმართველობის დროს, ივანიშვილის “დამსახურებების” დაჯილდოვება შესაბამისი ორდენებით არც ერთხელ საჭიროდ არ ჩაუთვლიათ, მათ შორის არც ამჟამინდელ პრემიერ კობახიძეს.

რაც მე ინფორმაცია მოვიძიე, 2012 წლიდან დღემდე, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებშიც, ხელისუფლების მხრიდან ივანიშვილის ორდენით დაჯილდოების ოფიციალური აქტი არ გამოცემულა.

​ივანიშვილს მიღებული აქვს რამდენიმე სხვა ტიპის ჯილდო:

​მაგალითად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჯილდო: კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ ბიძინა ივანიშვილი დაჯილდოებულია ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი – წმინდა გიორგის ოქროს ორდენით (მრავალწლიანი ქველმოქმედებისა და ტაძრების მშენებლობა-რესტავრაციაში შეტანილი წვლილისთვის).

​საერთაშორისო სახელმწიფო ჯილდო: 2021 წელს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განკარგულებით მას მიენიჭა საფრანგეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო – საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტული (საქველმოქმედო საქმიანობისა და კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის).

​არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ჯილდოები: 2013 წელს „იურისტთა მსოფლიო ასოციაციამ“ (World Jurist Association) ივანიშვილი დააჯილდოვა სამართლიანობის უმაღლესი ორდენით.

ივანიშვილს ასევე, მიღებული აქვს დინასტიური და საგვარეულო ორდენები (მაგ. ბაგრატიონთა სამეფო სახლისგან).

ჰოდა, “ქართული ოცნებისგან” კი არაფერი. ახლა არ თქვათ, ბიძინას მოკრძალების გამოო, ვინც კი მისი დაჯილდოვება გადაწყვიტა, ივანიშვილმა ყველა მიიღო. ხელისუფლებისგან თუ ჯილდო არ სურს, ივანიშვილს შეუძლია უარი თქვას მხოლოდ მას შემდეგ, რაც განკარგულება გამოიცემა მისი რაიმე ორდენით დაჯილდოვების თემაზე.

ჰოდა, ხელისუფლებავ, აქაც რომ მკვეთრად წაუყალბებთ თქვენსავე რიტორიკაში, თუ ხვდებით? ივანიშვილმა თუ ქვეყანა გადაგირჩინათ, ყველა სიკეთე მისგან ჩნდება და ამხელა დამსახურებები აქვს, რატომ არც ერთი ორდენი არ გადაეცით ბიძინა ივანიშვილს?

სად და ვის გვატყუებთ? – ჩვენ? კი, ეგ ვიცით და თქვენსავე შემოქმედს ბიძინა ივანიშვილსაც ასე ზედაპირულად ატყუებთ?“

თეგები: არჩილ გამზარდიაბიძინა ივანიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია – GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია – GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა

18:25 10-29-2026
კახეთის სასტუმროები
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები – სად დავრჩეთ რეგიონის უკეთ გასაცნობად?

17:17 10-29-2026
Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია
ახალი ამბები

Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია

16:33 10-29-2026
პეპტიდები
ახალი ამბები

ორგანიზმის აღდგენა და გაახალგაზრდავება – რა უნდა იცოდეთ პეპტიდების შესახებ?

16:22 10-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved