• რეკლამა
  • კონტაქტი
18:47, შაბათი, 25 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება

ალია ავტორი - ალია
14:30 06-10-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
185

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, ისნის რაიონში, თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსის –
„აპექს ჰოლბრუკის“ მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება
68 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც თიბისის დაფინანსება 45 მილიონი ლარია.
„აპექს ჰოლბრუკი“ 22-სართულიანი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც
აერთიანებს საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებს, სამდონიან საპარკინგე
ინფრასტრუქტურას, 1 200 კვადრატული მეტრის გამწვანებულ ეზოს და 24-საათიან დაცვის
სისტემას.
კომპლექსის პანორამული ხედები იშლება მტკვარსა და ძველ თბილისზე, რაც „აპექს ჰოლბრუკს“
გამორჩეულ საცხოვრებელ პროექტად აქცევს. მშენებლობა 2025 წლის ბოლოს დაიწყო და
დასრულება 2028 წელს არის დაგეგმილი.
„მოხარული ვართ, რომ „აპექს დეველოპმენტთან” თანამშრომლობა სწორედ ამ პროექტით იწყება.
გვჯერა, რომ ეს პარტნიორობა წარმატებული იქნება და მომავალში კიდევ არაერთ მნიშვნელოვან
პროექტს განვახორციელებთ ერთად. თიბისი აქტიურად უჭერს მხარს უძრავი ქონების სექტორის
განვითარებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც
თანამედროვე, ხარისხიან და მდგრად საცხოვრებელ გარემოს ქმნის. ამ მიდგომის
გათვალისწინებით, 44%-იანი საბაზრო წილით ლიდერები ვართ სექტორის დაფინანსებაში, ჩვენი
პორტფელი კი 2.2 მილიარდ ლარს აღწევს“, – ლაშა ცინცაძე, თიბისის უფროსი ვიცე პრეზიდენტი
საცხოვრებელი უძრავი ქონების დეველოპმენტის მიმართულებით.
„მოხარულები ვართ, რომ თიბისისთან პარტნიორობით ვახორციელებთ პროექტს. ჩვენი მიზანია,
შევქმნათ ძლიერი და სტაბილური გარემო, სადაც მთავარი იქნება ხარისხი, ნდობა და
გრძელვადიანი ურთიერთობები. აღსანიშნავია, რომ პროექტი ჩვენი სოციალური
პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა – ტერიტორიაზე, სადაც წლების
განმავლობაში 86 ოჯახი მეოთხე კატეგორიის ავარიულ საცხოვრებლებში ცხოვრობდა, ვაშენებთ
თანამედროვე საცხოვრებელ კომპლექსს და უზრუნველვყოფთ მათთვის საცხოვრებელი
პირობების არსებით გაუმჯობესებას. ჩვენთვის განვითარება მხოლოდ ახალი შენობების შექმნას
არ ნიშნავს – ეს ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და უკეთესი მომავლის
შექმნასაც გულისხმობს“, – ვლადიმერ რობაქიძე, „აპექს დეველოპმენტის“ გენერალური
დირექტორი.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved