პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს:
„ისე წარმოაჩენენ, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ერევა იმაში, რაშიც არ უნდა ერეოდეს. და კიდევ ერთხელ, მათ შორის ირაკლი კობახიძემაც განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი გახლავთ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე. ამ კონფიგურაციით, თუ ვინ არის პარტიის საპატიო თავმდჯომარე, ვინ არის თავმჯდომარე, ვინ რა პოზიციაზე უნდა ყოფილიყო, ამ კოფიგურაციით გავედით არჩევნებში. საქართველოს მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის როგორია პოლიტიკური კონფიგურაცია “ქართულ ოცნებაში”. რა თქმა უნდა, მნიშნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღება გუნდში, რომლის ნაწილიც არის საპარლამენტო უმრავლესობას და მთავრობა, ეს არის ერთი პოლიტიკური გუნდი. მათ შორის პოლტსაბჭოში წარმოადგენილები არიან როგორც მთავრობის, ასევე პარლამენტის წევრები და რომელსაც თავმჯდომარეობს ირაკლი კობახიძე, ხოლო საპატიო თავმჯდომარე გახლავთ ბიძინა ივანიშვილი და იქ მიიღება გადაწყვეტილებები. თქვენი აზრით, პარტიის პოლიტიკური საბჭო აბა, რატომ იკრიბება ხოლმე? რა გგონიათ, თქვენ, ამინდზე ხომ არ ვმსჯელობთ? აქ არა მხოლოდ თანამდებობრივ იერარქიებს და პოზიციებს აქვს მნიშვნელობა, არამედ პარტიულ პოზიციებს და იერარქიებს აქვს მნიშვნელობა. გადახედეთ ნებისმიერ ქვეყანას ევროკავშირის“
















კომენტარები