• რეკლამა
  • კონტაქტი
12:17, შაბათი, 12 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები

ალია ავტორი - ალია
13:17 06-10-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
101

ტექნოლოგიები დღეს პროგრესის მთავარი მამოძრავებელი ძალაა და სწორედ განათლება ქმნის შესაძლებლობას თავად გახდე ამ პროგრესის ნაწილი. ამიტომ, თიბისი, როგორც მოწინავე კომპანია ტექნოლოგიების მიმართულებით, აგრძელებს საგანმანათლებლო ინიციატივების შექმნას – როგორ ბრენდის შიგნით, თანამშრომლებისათვის, ასევე საქართველოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრები AI ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის.

თიბისისთვის AI მხოლოდ ტექნოლოგიური ინოვაცია არ არის. ეს არის მომავლის ორგანიზაციის საფუძველი, სადაც ხელოვნური ინტელექტი ადამიანების შემოქმედებით მხარეს,  პროდუქტიულობას და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს აძლიერებს.

სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა თიბისის  და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) პარტნიორობა, რომელიც ქმნიან AI განათლების ეკოსისტემას საქართველოში და ტექნოლოგიურ განათლებას ხელმისაწვდომს ხდის – სკოლის მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის. პარტნიორობა ეფუძნება საერთო რწმენას, რომ ხელოვნური ინტელექტის ცოდნა არ უნდა იყოს მხოლოდ ვიწრო წრის პრივილეგია; ის უნდა იქცეს საბაზისო უნარად, რომელიც ადამიანებს თანამედროვე შრომის ბაზართან და მომავლის მოთხოვნებთან ადაპტირებაში დაეხმარება.

თიბისის და GAIA-ს პარტნიორობის ფარგლებში უკვე განხორციელდა და მომავალშიც იგეგმება მრავალსაფეხურიანი საგანმანათლებლო ინიციატივები, რომლებიც თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას აერთიანებს. ესენია: საოლიმპიადო კურსი, AI ოლიმპიადა, AI სტუდენტური კლუბი, AI და …, GAIA Meetups Horizons და Tech, AI კონფერენცია, ეროვნული AI ჰაკათონი და სხვა პროგრამის მეშვეობით AI განათლება უკვე 1000-ზე მეტმა სკოლის მოსწავლემ, სტუდენტმა და ახალგაზრდა პროფესიონალმა მიიღო.

აღსანიშნავია, რომ თიბისი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს AI განათლებას გუნდებს შორის. ბრენდის მიზანია ხელოვნური ინტელექტის ყოველდღიურ სამუშაო პროცესებში ინტეგრირება ისე, რომ AI ადამიანების შესაძლებლობების გამაძლიერებელ ინსტრუმენტად და საიმედო პარტნიორად იქცეს. ამ ხედვით თიბისი AI-ის მიდგომის დანერგვის ახალ ეტაპზე გადავიდა და 2025 წელს დაწყებული AI Literacy პროექტი დღეს მასშტაბურ ტრანსფორმაციულ პროგრამად იქცა და 4,000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

თიბისიმ, საკუთარი ტექნოლოგიური ექსპერტიზისა და GAIA-სთან პარტნიორობით, მიზნად დაისახა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ხარისხიანი განათლება საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს. AI განათლების პროგრამები მონაწილეებს სრულიად უფასოდ აძლევს შესაძლებლობას, შეისწავლონ თანამედროვე ტექნოლოგიები, განივითარონ მოთხოვნადი კომპეტენციები და გაიფართოონ კარიერული თუ აკადემიური პერსპექტივები, რაც მათ საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების მიღწევაშიც ეხმარება.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

14:23 09-11-2026
თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება

13:52 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved