• რეკლამა
  • კონტაქტი
04:50, პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მადლობა ივანიშვილს, რომ მომაკვდავ მამუკას დაეხმარა, მაგრამ ამ ოპერაციის გამო “ბარტერით”ქვეყანა უნდა გამეცვალა?!” – თაკო ჩარკვიანი

ალია ავტორი - ალია
21:44 06-09-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
19,887

ყოფილი პარლამენტარი, თაკო ჩარკვიანი:

,,12 წელია ერთი და იგივე კითხვა მესმის ანგაჟირებული მავანისგან :” მამუკას ოპერაცია ხომ დაუფინანსა ოცნებამ ,პრემიერმა, ივანიშვილმა”? ჰოდა მადლობელი ხომ უნდა იყოთ?! თავადვე სცემენ კითხვას პასუხს, კითხვის “დამსმელნი”.
და მე კვლავაც ვპასუხობ: დიახ, მომაკვდავ მამუკა ჩარკვიანს დახმარება გაუწია მაშინდელი პრემიერის ფონდმა . დიახ მადლობა ვთქვით ხმამაღლა ოჯახმა ბევრჯერ.
მაგრამ რა კავშირშია ეს ,ჩემი ქვეყნის კურსის ცვლასთან მაინტერესებს ??? ამ ოპერაციის გამო “ბარტერით”ქვეყანა უნდა გამეცვალა, ქვეყნის კურსი უნდა გამეცვალა, ან მე ,ან მამუკას ამაზე მამუკამ სიცოცხლეშივე გასცა ძალიან კეთილსინდისიერი და ვაჟკაცური ?? !!
ანუ ეს ქველმოქმედება ანგარებით იყო?? არ შემთანხმებია არავინ ,საპირწონედ ქვეყანა და ღირებულებები უნდა დათმოო!!
ვნახე რომ ქვეყანამ მკვეთრად იცვალა კურსი , არ მიდიოდა დასავლური კურსით!
ისე , ამ ცხოვრებას რა ვუთხრა ჯანსუღს და მამუკა ჩარკვიანებს ოპერაციის ფული რომ არ ექნებათ!!! იმდენი კი იღვაწა ჯანსუღმა თავისი ადამიანობით და დიდი შემოქმედებით, რომელსაც მთელი საქართველო მღერის, იმდენი კი დატოვა მამუკამ თავისი სიმღერებით , რომ ოპერაციის ფული ჰქონოდა,ან ერთს, ან მეორეს ( ეჰ რას იზამ საქართველოში მკვდარი შემოქმედი უფრო უყვართ, თუმცა ხალხისგან მათ სიყვარული არ აკლდათ)
ახლა მეორე, ასევე ხშირად დასმულ კითხვაზე პასუხი, ისევ ანგაჟირებულ “მავანთათვის”: შენმა მეუღლემ რატომ არ დააფინანსაო ვინც იკითხა?!
არ კი არა ,არამედ ვერ !!!!!მრავალი წელი ჩემი მეუღლე ,არა მხოლოდ ოჯახის წევრებს ,არამედ სხვა უცხო ოჯახებს აფინანსებდა და სახლებს ყიდულობდა უცხო ადამიანებისთვის……. ისე, ცოტა ტვინი უნდა გაანძრიოს ბევრმა და მარტივად მიხვდებიან რატომ ვერ დააფინანსა, მაგრამ არ აქვს ტვინი და არც ნამუსი კითხვის დამსმელს და რას იზამ?!
ჯონი გიგანი და თამარ ჩარკვიანი არ არის გარიგებული ოპოზიცია ,არ არიან გარიგებულები ,არ “თამაშობენ” ოპოზიციონერობას ხალხის ხარჯზე და ამიტომ “ბელგიაში” სასახლეებს არ და ვერ ვყიდულობთ, ასეა ,არ ხდება, თან ნაღდი, გულწრფელი ოპოზიციონერობა და თან ჩუმი გარიგება და მერე “სიაფანდზე” ყვირილი ხელისუფლება მავიწროვებსო, ტყუილია და სიბინძურეა ასე ცხოვრება.
ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია საქართველოს ვექტორალური მარცხი, მე და ჩვენი დიდი ოჯახი ამით ვცოცხლობთ და ვსუნთქავთ, ასე ცოცხლობდა მამაჩემი თავისუფლების ჰიმნის ავტორი ჯანსუღ ჩარკვიანი 1972 წელს გარეთ ფოთოლი რომ არ შრიალებდა თავისუფლების და რომ დაწერა “ტყვია მიზანში მოსახვედრია,თავისუფლება ისე არ მოდის თაბისუფლება ლომთა ხვედრიაო” ასე იყო მამუკაც, თორემ მოგვიანებით ამ ლექსზე სიმღერას არ შექმნიდა.
ეს არის ჩემი პასუხი ,(ალბათ მეასედ უკვე)
ეჰ რა იზამ, ასეა ,როცა:
“იმას ვმღერივარ, რასაც ვმღეროდი , იგივე არზა და მისამართი საქართველოთი, საქართველოთი, იწყება ჩემი ღია ბარათი” (ჯ.ჩ)“

თეგები: ბიძინა ივანიშვილითაკო ჩარკვიანიმამუკა ჩარკვიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

15:03 09-10-2026
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

14:39 09-10-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved