• რეკლამა
  • კონტაქტი
09:38, ოთხშაბათი, 11 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისიმ, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, 200 მილიონი ლარის რესურსი მოიზიდა

ალია ავტორი - ალია
17:57 06-09-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
147

აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვაჭრობისდაფინანსების პროგრამის ფარგლებში, თიბისიმ J.P. Morgan-ისა და ევროპული კომერციული ბანკებისგან დაახლოებით 200 მილიონი ლარის ეკვივალენტის ფინანსური რესურსი მოიზიდა უცხოურ ვალუტაში. თანხაადგილობრივი კომპანიებისთვის ვაჭრობის დაფინანსების ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება და მათ საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციების გამყარებაში ეხმარება; ამასთან, ექსპორტ-იმპორტზე ორიენტირებულ ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, გაამარტივონ სავაჭრო ოპერაციები და ბიზნესის გაფართოება დამატებითი რისკების გარეშე შეძლონ.

“ფინანსური რესურსის მოზიდვა მსოფლიოში წამყვანი ფინანსური ინსტიტუტებისგან თიბისის მიმართ ნდობის დადასტურებაა. ამასთან ეს პარტნიორობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ ბიზნესების წვდომა ფინანსურ რესურსებზე და ხელი შევუწყოთ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის განვითარებას. ეს პარტნიორობა გვაძლევს საშუალებას, კერძო სექტორს შევთავაზოთ უფრო მოქნილი და ფართომასშტაბიანი სავაჭრო დაფინანსების ინსტრუმენტები, გავაუმჯობესოთ არსებული სერვისები და მომხმარებლებს მათს საჭიროებებზე მორგებული, თანამედროვე ფინანსური გადაწყვეტები შევთავაზოთ. სწორედ ეს მიდგომა განაპირობებს, რომ 45%-იანი წილით ბაზრის ლიდერები ვართ და 1000-ზე მეტ კომპანიას ვეხმარებით ვაჭრობის დაფინანსებაში, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ”, – თამარ ხიზანიშვილი, თიბისის ვაჭრობის ფინანსირებისა და ფაქტორინგის დეპარტამენტის დირექტორი.

„აზიის განვითარების ბანკისა და თიბისის გრძელვადიანი პარტნიორობა კარგად აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ვაჭრობის დაფინანსებას ეფექტურად მოახდინოს ლიკვიდობის მობილიზება რეალური ეკონომიკის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. გლობალურ და რეგიონულ ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, ჩვენ ვცდილობთ გავაძლიეროთ სავაჭრო ნაკადები, გავაფართოოთ მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსებზე წვდომა და გავზარდოთ მიწოდების ჯაჭვების მდგრადობა განვითარებად ბაზრებზე”, – ჯანსუტკენი, აზიის განვითარების ბანკის ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამის განყოფილების უფროსი.

თიბისისა და აზიის განვითარების ბანკის პარტნიორობა 2011 წლიდან იწყება და მოიცავს როგორც ვაჭრობის დაფინანსების პროგრამას, ისე სხვადასხვა ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას, რომელიც საქართველოში ფინანსური სექტორისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

აზიის განვითარების ბანკის ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამა, 200-ზე მეტი პარტნიორი ბანკის მეშვეობით უზრუნველყოფს გარანტიებსა და სესხებს. შედეგად, ხელს უწყობს ვაჭრობის განვითარებას და ბიზნესებისთვის ექსპორტ-იმპორტის შესაძლებლობების შექმნას. პროგრამა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ვაჭრობის დივერსიფიკაციის ხელშეწყობაში როგორც საერთაშორისო, ისე აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში, შიდარეგიონულ დონეზე. 2009 წლიდან პროგრამის ფარგლებში 74 მილიარდ დოლარზე მეტის სავაჭრო დაფინანსება განხორციელდა, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმ სექტორებზე, რომლებიც ხელს უწყობს მდგრად ზრდასა და რეგიონულ ინტეგრაციას.

აზიის განვითარების ბანკი წამყვანი საერთაშორისო განვითარების ბანკია, რომელიც მხარს უჭერს მდგრად და ინკლუზიურ ზრდას აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში. ADB იყენებს ინოვაციურ ფინანსურ ინსტრუმენტებსა და სტრატეგიულ პარტნიორობებს, რათა გააუმჯობესოს ადამიანების ცხოვრება, განავითაროს ხარისხიანი ინფრასტრუქტურა და დაიცვას გარემო.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება
ახალი ამბები

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება

16:26 11-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება

15:04 11-10-2026
თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved