რატომ არასდროს არ უნდა გადავიყვანოთ “ავტომატიკა” ბუქსირით „ნეიტრალურში“ – ის, რაც უნდა იცოდე მაშინაც თუ ბათუმში ევაკუატორი არ გჭირდება
მთავარი მიზეზი, რის გამოც ეს ქმედება კატეგორიულად დაუშვებელია, არის ტრანსმისიის შეზეთვის სისტემის სრული გათიშვა. ავტომატური გადაცემათა კოლოფის შიდა ნაზი დეტალები. ესენია სხვადასხვა კბილანები და გადაბმულობის დისკები. ისინი სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭიროებენ მუდმივ, უწყვეტ შეზეთვას და გაგრილებას სპეციალური ჰიდრავლიკური ზეთით. ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ზეთს მთელ სისტემაში მაღალი წნევით მიმოაქცევს სპეციალური შიდა ზეთის ტუმბო. ტუმბო კი პირდაპირ, მექანიკურად არის დაკავშირებული ძრავთან. ის მუშაობს მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც მანქანის ძრავი ჩართულია და ტრიალებს.
როდესაც ავტომობილი გაფუჭებულია, ძრავი – აბსოლუტურად ჩამქრალია. თუ მას ბუქსირით მიათრევ, გზის ზედაპირთან კონტაქტისას თვლები იწყებენ იძულებით ტრიალს. ეს ტრიალი გადაეცემა და მუშაობას აიძულებს გადაცემათა კოლოფის შიდა მექანიზმებს. ისინი ბრუნავენ აბსოლუტურად მშრალად, ყოველგვარი დამცავი ზეთის მიწოდების გარეშე.
ეს პროცესი წამებში იწვევს კრიტიკულ ხახუნს და ექსტრემალურ გადახურებას. ზეთის გარეშე მომუშავე ლითონის დეტალებს შორის ტემპერატურა სულ რამდენიმე წუთში აღწევს კრიტიკულ პიკს. შიდა დამცავი რგოლები მომენტალურად დნება. წამყვანი დისკები უბრალოდ იწვება და ერთმანეთს ეწებება. საავტომობილო პრაქტიკაში ძველი, მოძველებული მოდელებისთვის არსებობდა წესი: მაქსიმუმ ორმოცდაათი კილომეტრის საათში სიჩქარით და მხოლოდ ორმოცდაათ კილომეტრ მანძილზე ბუქსირება დასაშვებიაო. თუმცა. თანამედროვე, მრავალსაფეხურიანი, რობოტიზებული ან ვარიატორული კოლოფებისთვის ხუთი კილომეტრის ასე გავლაც კი კატასტროფაა. ეს ნიშნავს კოლოფის სრულ მწყობრიდან გამოსვლას. ასეთ დროს აგრეგატი აღდგენას ან შეკეთებას საერთოდ აღარ ექვემდებარება. მძღოლს კი უწევს მთლიანი გადაცემათა კოლოფის ახლით შეცვლა, რაც უზარმაზარ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ბათუმში ევაკუატორის შერჩევისას
წინა ბლოგში გიამბე, შეიძლება თუ არა ბუქსირებისას სრული ამოძრაობის ავტომობილი დაზიანდეს. დღეს მოგიყვები, რა უნდა გაითვალისწინო ევაკუატორის გამოძახებამდე. კრიტიკულ, მოულოდნელ ან საავარიო სიტუაციაში, ინტერნეტში პირველივე შემხვედრი საევაკუატორო ნომრის აკრეფა – დიდი რისკია. გამოდის სრულიად უცნობი, შემთხვევითი პირების ნდობა გიწევს. პირადი საკუთრება, ძვირადღირებული ქონება საიმედო, უსაფრთხო და პასუხისმგებლიან ხელში უნდა აღმოჩნდეს. ამისათვის კი, საევაკუატორო კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე უმნიშვნელოვანეს პროფესიონალურ კრიტერიუმს.
დაზღვევა
პირველი და უმთავრესი კრიტერიუმია ტვირთის დაზღვევა. არასოდეს ენდო კერძო, თვითდასაქმებულ პირებს, რომლებსაც არ გააჩნიათ იურიდიული სტატუსი და შესაბამისი დოკუმენტაცია. პროფესიონალურ სატრანსპორტო კომპანიას აუცილებლად უნდა ჰქონდეს გადაზიდვის სპეციალური დაზღვევის პოლისი. ეს არის ერთადერთი გარანტია, რომ თუ პლატფორმაზე აყვანის პროცესში, ან გზაში ტრანსპორტირებისას მანქანა რაიმე მიზეზით დამატებით დაზიანდა (მაგალითად, გაწყდა ჯალამბარის ლითონის ტროსი, დაზიანდა ბამპერი ან მანქანა ჩამოვარდა), მიყენებულ სრულ მატერიალურ ზარალს უპრობლემოდ დაფარავს სადაზღვევო კომპანია და არ მოგიწევს ხელოსნების თუ ნაწილების ხარჯების საკუთარი ჯიბიდან გადახდა. თუ სტუმრად ხარ და ამ დროს დაგჭირდა ევაკუატორი ბათუმში, მით უფრო ფრთხილად, რადგან ეჭვი მაქვს, არც კარგი ხელოსნის მისამართი იცი უცხო ქალაქში.
ხელმისაწვდომობა
მეორე უმნიშვნელოვანესი ფაქტორია უწყვეტი ხელმისაწვდომობა და სწრაფი რეაგირების დრო. ავარია, საბურავის დაზიანება, ძრავის გადახურება ან ელექტროობის გაუმართავობა არ ირჩევს საათებს, კალენდარს და ამინდს. საიმედო საევაკუატორო სერვისი უნდა მუშაობდეს ოცდაოთხი საათის განმავლობაში. კვირაში შვიდი დღე, ყოველგვარი უქმეებისა და საზეიმო დღესასწაულების გარეშე. კომპანიას უნდა ჰყავდეს საკმარისი რაოდენობის მორიგე ეკიპაჟი ქალაქის სხვადასხვა წერტილში. შემთხვევის ადგილზე მისვლა უნდა შეძლოს გამოძახებიდან მაქსიმუმ ოც ან ოცდაათ წუთში. გზაზე ლოდინი ყოველთვის საფრთხის შემცველია – ეს პროფესიონალს გააზრებული აქვს.
ავტოპარკი
მესამე კრიტერიუმი გახლავთ ავტოპარკის მრავალფეროვნება და გამართულობა. სერიოზულ ორგანიზაციას ბაზაში უნდა ჰყავდეს არა მხოლოდ ერთი ტიპის ძველი მექანიკური ბუქსირი, არამედ თანამედროვე–ჰიდრავლიკური პლატფორმები, ამწე-მანიპულატორები და მძიმე ტექნიკა. მან უსაფრთხოდ უნდა შეძლოს როგორც ძალიან დაბალი სპორტული მანქანების, ისე დიდი ჯიპებისა თუ მრავალტონიანი მიკროავტობუსების უსაფრთხო ტრანსპორტირება.
ფასები
მეოთხე ფაქტორი არის ფასების აბსოლუტური გამჭვირვალობა. პროფესიონალი ოპერატორი სატელეფონო ზარის დროს, ზუსტი მდებარეობისა და მანქანის დაზიანების მოსმენისთანავე, წინასწარ გეუბნება ფიქსირებულ, საბოლოო ტარიფს. კატეგორიულად მოერიდე ისეთ პირებს, რომლებიც გეუბნებიან, რომ ადგილზე მივლენ და ფასზე მორიგდებით. ეს თითქმის ყოველთვის ნიშნავს, რომ თქვენი გამოუვალი მდგომარეობით ისარგებლებენ და საგრძნობლად გაბერილ თანხას მოგთხოვენ.
ოღონდ, აქ არის ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი გადათვალისწინებელი. იმისთვის, რომ ოპერატორმა ზუსტად გითხრას ფასი, მაქსიმალურად სწორად უნდა შეძლოს ადგილმდებარეობის მონიშვნა. ზუსტად დაუსახელე გადაზიდვის საბოლოო წერტილიც. რაც მთავარია, სწორად და დეტალურად აღწერე მანქანის მდგომარეობა და ის გარემო პირობები რომელშიც იმყოფები. სხვა შემთხვევაში, ან ფასს ვერ დათვლის წინასწარ, ან არასწორად დათვლის. ამან შეიძლება გამოიწვიოს ევაკუატორის ტიპის არასწორად დაგეგმვა.
განსაკუთრებულად ზუსტად აღწერე, თუ ევაკუატორი ბათუმში, კერძოდ კი, აჭარის სოფლებში დაგჭირდა. გზა არც ისე კარგია და ორჯერ რომ მოუწიოს მოსვლა, დიდ დროს წაიღებს.
ავარიული ევაკუაციის საკონტროლო სია
რა ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ ოპერატორს
ევაკუატორი ბათუმში გჭირდება, თუ სხვაგან, ეს წესები ყველას ეხება. საევაკუატორო სამსახურში, ოპერატორისთვის სწორი, მკაფიო და მაქსიმალურად დეტალური ინფორმაციის მიწოდება უმნიშვნელოვანესია. ეს განსაზღვრას რამდენად სწრაფად მოგაგნებენ და კონკრეტულად რა ტიპის სპეციალური ტექნიკა მოვა დასახმარებლად.
ზარის განხორციელებამდე აუცილებლად მშვიდად მოამზადე ეს მონაცემები:
- ზუსტი გეოგრაფიული ლოკაცია: მიუთითე არა მხოლოდ ქუჩის ან გზატკეცილის ზოგადი დასახელება, არამედ ზუსტი ციფრული კოორდინატები მობილური ტელეფონიდან. გამოიყენე თვალსაჩინო ორიენტირები (მაგალითად, კონკრეტული ბენზინგასამართი სადგური, ხიდი, რესტორანი, სავაჭრო ცენტრი ან კილომეტრის აღმნიშვნელი ბოძი მაგისტრალზე).
- ავტომობილის დეტალური ტექნიკური მონაცემები: აუცილებლად დაასახელე მანქანის მარკა, კონკრეტული მოდელი, გამოშვების წელი. რაც ყველაზე მთავარია, უთხარი ამძრაობის ტიპი — წინაა ის, უკანა თუ ოთხივე თვლის სრული ამძრაობის სისტემა. ეს მონაცემები ოპერატორს სჭირდება იმის მისახვედრად, თუ რომელი ზომისა და სიმძლავრის ევაკუატორი გამოგზავნოს.
- პრობლემის ზუსტი ხასიათი და სიმძიმე: მკაფიოდ აუხსენი ოპერატორს, თუ რა მდგომარეობაშია მანქანის სავალი ნაწილი და თვლები.
მაგალითად:
- „მანქანა არ იქოქება, მაგრამ თვლები თავისუფლად გორავს“;
- „საჭის მექანიზმი სრულად გაჭედილია და არ ტრიალებს“;
- „ძლიერი ავარიის გამო წინა ხიდი ან თვალი მთლიანად მოგლეჯილია“;
- ან „მანქანა გზიდან გადავარდა ღრმა ხრამში და ამოთრევა სჭირდება“.
- ასევე, თუ საჭე დაბლოკილია ან საბურავია მოგლეჯილი, ჩვეულებრივი პლატფორმა ვერაფერს გახდება. კომპანიამ აუცილებლად უნდა გამოგზავნოს სპეციალური ამწე-მანიპულატორი, რომელსაც მანქანის ჰაერში აწევა შეუძლია.
- უსაფრთხოების მიმდინარე მდგომარეობა და საბოლოო დანიშნულების პუნქტი: შეატყობინე ოპერატორს, თუ იმყოფები საშიშ მონაკვეთში. მაგალითად, დახურულ, ბრმა მოსახვევში, სადაც სხვა მანქანებისთვის ხილვადობა მკვეთრად შეზღუდულია. ეკიპაჟმა, ამ დროს, დამატებითი უსაფრთხოების ზომები უნდა მიიღოს. ასევე, წინასწარ დაუსახელე საბოლოო ზუსტი მისამართი, სადაც გსურს მანქანის ევაკუატორით გადაყვანა. მანძილის მიხედვით ზუსტად და სამართლიანად დაითვლიან მომსახურების სრულ საფასურს.
ევაკუატორი საქართველოს ნებისმიერ რაიონში და ქალაქში შეიძლება დაგჭირდეს, თუმცა, არავისთვისაა საიდუმლო, რომ ყველაზე ხშირად პრობლემა ზაფხულში ბათუმშია. ფორუმებზე, თუ სოც ქსელებში, ყველაზე ხშირად სწორედ ზაფხულში მხვდება: – “მირჩიეთ, ევაკუატორი ბათუმი”. ან, პირდაპირ ლათინური ასოებითვე წერენ – Evakuatori Batumi – რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე კატასტროფულად ეჩქარებათ. იმდენად, რომ ტექსტის ქართულად ან სრულად დასაწერი დროც კი დაზოგეს. ამიტომაც დაგიტოვე საიტი, სადაც დაგხვდება უკვე დატესტილი, შემოწმებული მომსახურება – ევაკუატორი ბათუმი, თუ როგორც დაწერდი – Evakuatori Batumi. შენგან მხოლოდ ისაა საჭირო, სწორად და თანმიმდევრულად შეასრულოს ინსტრუქციები, რომლებიც გაგაცანი, რათა ფასი სწორად დაითვალონ და მომსახურება სწრაფად მიიღო.
















კომენტარები