• რეკლამა
  • კონტაქტი
16:16, სამშაბათი, 9 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმეისტერი” – კობახიძემ ბრიფინგი ბიძინა ივანიშვილის ქებას მიუძღვნა

ალია ავტორი - ალია
12:58 06-09-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული ბრიფინგი ბიძინა ივანიშვილის ქებას მიუძღვნა.

9 წუთის განმავლობაში ირაკლი კობახიძე ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის “როლის მნიშვნელობაზე” საუბრობდა, რომელიც ირაკლი კობახიძის, “განსაკუთრებული და ფასდაუდებელია”.

მან ბიძინა ივანიშვილს “პოლიტიკის გროსმეისტერიც” უწოდა:

“ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის გარე მტრების და მათი ადგილობრივი აგენტურის აგრესიისა და პოლიტიკური თავდასხმის მთავარი ობიექტი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. მათი მტკიცებით, ქვეყანა არა დემოკრატიული წესებით, არამედ ერთპიროვნულად, ბიძინა ივანიშვილის მიერ იმართება. გარდა ამისა, ისინი დემოკრატიული წესით არჩეულ ხელისუფლებას „ივანიშვილის რეჟიმად” მოიხსენიებენ, რითაც ცდილობენ 2012 წლიდან დამკვიდრებული დემოკრატია ავტოკრატიად წარმოაჩინონ. ამგვარი გზავნილები მოვისმინეთ შაბათის და გუშინ გამართულ სატელევიზიო დებატებზეც, რის შემდეგაც გადავწყვიტე, ამ საკითხზე ქართული საზოგადოების წინაშე ჩემი პოზიცია გამომეხატა.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განმტკიცებაში ბიძინა ივანიშვილის როლი სრულიად განსაკუთრებულია. რამდენჯერმე ვთქვი და ერთხელ კიდევ მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმეისტერი და მას უყვარს საკუთარი ხალხი და ქვეყანა. მისი პოლიტიკური წონა სწორედ ამ ორ ძირითად ფაქტორს ეფუძნება: გამორჩეულ ინტელექტს და უანგარო პატრიოტიზმს.

სწორედ ამ ორმა თვისებამ შეაძლებინა მას 2012 წელს ის, რაც ყველას შეუძლებელი ეგონა: გროსმეისტერულად ჩამოეშორებინა ძალაუფლებას უცხოური აგენტურა, რომელსაც ქვეყნის გარედან ყოველგვარ ძალადობაზე მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული. იმ დროს, როდესაც არ ჩანდა არავითარი ძალა, რომელიც უცხოური აგენტურის სისხლიან რეჟიმს კუთვნილ ადგილს მიუჩენდა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თეთრი ხელთათმანებით, ყოველგვარი ძალადობისა და შეურაცხყოფის გარეშე, რეჟიმი ძალაუფლებას ჩამოაშორა და ქვეყანაში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული დემოკრატიული მმართველობა დაამკვიდრა”.

ამავე ბრიფინგზე პარტიაში გავლენაზე საუბრისას ირაკლი კობახიძემ საკუთარ თავს ქართულ ოცნებაში მეორე პირი უწოდა და თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი სამთავრობო გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც “მის როლს შეესაბამებბა”.

“ბიძინა ივანიშვილი სამთავრობო გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის როლს შეესაბამება. ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი, არსებითად, არ ერევა სამთავრობო მენეჯმენტში და საკადრო გადაწყვეტილებებში. ამავდროულად, მე, როგორც მთავრობის მეთაური და მმართველ პარტიაში მეორე პირი, ხშირად ვსარგებლობ მისი რჩევით, როდესაც საქმე ქვეყნისთვის საკვანძო მნიშვნელობის საკითხებს ეხება. მისი რჩევები ყოველთვის ფასდაუდებელია და ამ შესაძლებლობაზე უარის თქმა, პირველ რიგში სწორედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არასწორი იქნებოდა.

ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, პერიოდულად იმართება გუნდის ლიდერების შეკრება, სადაც პოლიტიკის საკვანძო საკითხები განიხილება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბიძინა ივანიშვილი განსხვავებულ აზრს განსაკუთრებულ პატივს სცემს. შესაბამისად, გუნდში ყველა აზრი ღია, სიღრმისეული და საფუძვლიანი მსჯელობის საფუძველზე ყალიბდება. იმასაც ღიად გეტყვით, რომ ამგვარი ღია, სიღრმისეული და საფუძვლიანი მსჯელობისას ყველაზე ხშირად ბიძინა ივანიშვილის აზრი იმარჯვებს, რაც ისევ და ისევ მისი განსაკუთრებული კომპეტენციის დამსახურებაა”.

ამავე ბრიფინგზე ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს ჰკითხა, იყო თუ არა დღევანდელი ბრიფინგი ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული, რაზეც ქართული ოცნების პრემიერმა თქვა, რომ ეს საკუთარი ინიციატივით და გადაწყვეტილებით ჩაატარა.

“ეს ბრიფინგი ჩემი ინიციატივით და გადაწყვეტილებით ჩავატარე. ბატონი ბიძინა ივანიშვილი მოისმენს ბრიფინგს, რომელიც დღეს ჩავატარე. ეს იყო ჩემი ინიციატივა, როგორც მთავრობის მეთაურმა, ჩავი თავთვალე ვალდებულად, განმემარტა მმართველობის მოდელი, რომელიც მოქმედებს დღეს ჩვენს ქვეყანაში და საზოგადოებას განვუმარტე მკაფიოდ ის, რომ საქართველოში პროცესები იმართება კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად, ასევე, საზოგადოებას განვუმარტე ბიძინა ივანიშვილის როლი, რომელიც არის მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე და პოლიტიკური საბჭოს წევრი, რომლის რჩევებსაც აქვს მთელი გუნდისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა. მან ამ წლებით აჩვენა გუნდსაც და ქვეყანას, რომ მის რჩევას აქვს განსაკუთრებული ფასი და სწორედ მისი პირადი კომპეტენციის შედეგია ის, რაც საქართველოს აქვს დღეს – ეს არის 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა, ის რომ დემოკრატიაა ქვეყანაში და ადამიანის უფლებები არის დაცული, ესეც არის პირადად მისი დამსახურება. სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ესეც არის მისი დამსახურება, მისი განსაკუთრებული კომპეტენციის დამსახურება”.

თეგები: ირაკლი კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების 5 პრინციპი

15:20 06-09-2026
მაისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
ახალი ამბები

მაისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის

14:11 06-09-2026
ღვინისა და ხორბლის უძველესი ამბავი
ახალი ამბები

ღვინისა და ხორბლის უძველესი ამბავი

13:21 06-09-2026
სილქნეტმა პედაგოგები დააჯილდოვა
ახალი ამბები

სილქნეტმა კონკურს „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“-ის გამორჩეული პედაგოგები დააჯილდოვა

11:27 06-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved