• რეკლამა
  • კონტაქტი
20:34, შაბათი, 25 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

ეკონომიკურ ზრდას დიდწილად ექსპორტი განაპირობებს

ალია ავტორი - ალია
16:48 06-08-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
96

პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორის გამოშვება წლიურად 12.4%-ით გაიზარდა. გასული წლისგან განსხვავებით, როდესაც ზრდის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი იყო, ამჯერად ყველაზე მსხვილი კონტრიბუცია მრეწველობის სექტორზე მოდიოდა (5.1 პროცენტული პუნქტი, ანუ ჯამური ზრდის 41%), შემდგომ კი – ვაჭრობისა და ტრანსპორტირების სექტორებზე (1.7-1.7 პროცენტული პუნქტი).

უშუალოდ მრეწველობის გამოშვების ზრდამ იანვარ-მარტში წლიურად 20.7% შეადგინა. მათ შორის, ნახევარზე მეტი, 10.6 პროცენტული პუნქტი, ნავთობპროდუქტების წარმოებაზე მოდიოდა, რომელიც 2025 წლის პირველი კვარტლის 37.5 მილიონი ლარიდან 574.4 მილიონ ლარამდე გაიზარდა დანავთობპროდუქტების ექსპორტს უკავშირდება. გარდა ამისა, წლიურად 51.1%-ით გაიზარდა ძირითადი ლითონების წარმოება (ძირითადად, ფეროშენადნობები), ხოლო 62.6%-ით – ლითონის მადნების მოპოვება (ძირითადად, ოქრო და, შესაძლოა, სპილენძი). ჯამურად, ამ სამ კატეგორიაზე მრეწველობის გამოშვების ზრდის 87% მოდიოდა.

აღნიშნული, ფაქტობრივად, ადასტურებს ჩვენს წინა პუბლიკაციებში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ ეკონომიკური ზრდის მთავარ ფაქტორს, წინა წლებისგან განსხვავებით, ამჟამად სწორედ ექსპორტი წარმოადგენს. მშპ-ის კომპონენტების შესახებ მონაცემები თვის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი.

საქსტატის შეფასებით, აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ 6.2% შეადგინა (პირველ კვარტალში – საშუალოდ 9.1%), ყველაზე მაღალი აქტივობა კი მრეწველობის, ინფორმაციის და კომუნიკაციის, ტრანსპორტირებისა და ვაჭრობის სექტორებში დაფიქსირდა.

აპრილის ზრდა მცირედით უფრო დაბალია, ვიდრე ამას თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარი მოიაზრებს, რომლის მიხედვითაც 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.4%-ია. თუმცა, ამავდროულად, მაისში უახლესი მონაცემები შესამჩნევ აჩქარებაზე მიუთითებს. კერძოდ, წინა თვესთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდილია როგორც არარეზიდენტების, ასევე რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები. აღნიშნულ დინამიკასთან თანხვედრაშია მაისის მეორე ნახევრიდან თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში მომატებული ფრენებიც, რომელთა რაოდენობაც 2025 წლის მაჩვენებლებს დაუახლოვდა. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ მაისში ეკონომიკური ზრდის ტემპი აპრილთან შედარებით დაჩქარდება.

ტურიზმის გარკვეულწილად აღდგენის, ექსპორტის ზრდისა და სტაბილური ფულადი გზავნილების პარალელურად, მაისში, ისევე როგორც აპრილში, სავალუტო ბაზარზე, სავარაუდოდ, კვლავ სიჭარბე დაფიქსირდა. შემოდინებებს ხელი შეუწყო მაისში სინდიკაციის მეთოდით 400 მილიონი ლარის სახაზინო ობლიგაციის გამოშვებამაც – ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ემისიის 65% უცხოელმა ინვესტორებმა შეიძინეს, რის შედეგადაც თვის ბოლოს სახაზინო ფასიან ქაღალდებში არარეზიდენტი მფლობელების წილი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულამდე გაიზარდა და 7.1% შეადგინა, ბოლო ერთ წელიწადში საშუალოდ 2.5%-თან შედარებით.

სავალუტო შემოდინებების ფონზე, მთლიანი საერთაშორისო რეზერვები მაისში თვიურად 531 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა და 7.0 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც ჩვენს მოლოდინებთან თანხვედრაშია. ინტერვენციების შესახებ ოფიციალური მონაცემები თვის ბოლოს გამოქვეყნდება, თუმცა სავარაუდოა, რომ მაისში, ისტორიულ მონაცემებთან შედარებით, ერთ თვეში ყველაზე მსხვილი შესყიდვები დაფიქსირდა.

თავის მხრივ, ინფლაციის დინამიკას დიდწილად კვლავ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ფონზე გაძვირებული ნავთობი განაპირობებდა, ხოლო საკვებზე ფასების ზრდა გარკვეულწილად შენელდა. მაისში წლიური ინფლაცია აპრილის 5.9%-დან 5.7%-მდე შემცირდა, რაც ნაწილობრივ საბაზო ეფექტებითაა განპირობებული, ვინაიდან სეზონურად შესწორებულ თვიურ ჭრილში ფასები დამატებით 0.3%-ით გაიზარდა. თუმცა, მეორე მხრივ, აღსანიშნავია, რომ სეზონურად შესწორებული თვიური ინფლაცია აპრილთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებულია და მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოსაა.

როგორც ყოველთვიური, ასევე წლიური ინფლაციის მთავარ კომპონენტებად ბენზინი და დიზელი რჩება. შესაბამისად, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი იმპორტული ინფლაცია. მკითხველს შევახსენებთ, რომ ინფლაციური ზეწოლის გაძლიერება, განსაკუთრებით კი – იმპორტული ინფლაციის, სხვა თანაბარ პირობებში ლარის მოკლევადიან პროგნოზზე გამყარების მიმართულებით მოქმედებს. უცვლელი პროგნოზით, წლის ბოლოსთვის აშშ დოლარი/ლარის გაცვლითი კურსი დაახლოებით 2.65-ის ნიშნულზე იქნება.

ამავდროულად, მიმდინარე პერიოდში, ლარის პროგნოზზე მოქმედი ფაქტორები უფრო გამყარებისკენაა გადახრილი. მათ შორის, ეროვნული ვალუტა წონასწორულ ნიშნულთან შედარებით ჯერ კიდევ ზედმეტად გაუფასურებული რჩება. აგრეთვე, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პოტენციური გადავადება კონფლიქტის რეზოლუციის სცენარში მოსალოდნელი სავალუტო გადინებების გადავადებასაც მოიაზრებს. რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთის ესკალაციას, ლარზე წმინდა ეფექტი, ჩვენი შეფასებით, დიდწილად ნეიტრალურია, თუმცა, სასაქონლო პროდუქციაზე გლობალურად გაზრდილი ფასების შედარებით გრძელვადიანი პერიოდით შენარჩუნების შემთხვევაში, ექსპორტზე დადებითი გავლენაც, შესაძლოა, მიმდინარე მოლოდინებზე ხანგრძლივი გამოდგეს.

საპირისპიროდ, აღსანიშნავია ინტერნეტის გადასახდელი, რომელიც მაისში კიდევ ერთხელ შემცირდა და 2024 წლიდან, რამდენჯერმე კლების ფონზე, ინფლაციაზე უარყოფითი მიმართულებით მოქმედებს. წლიურად 5.4%-მდე შენელდა საკვების ინფლაცია, რაც დიდწილად კარტოფილის ფასების საბაზო ეფექტს უკავშირდება (-0.4 პროცენტული პუნქტის კონტრიბუცია წლიურ ინფლაციაში), თუმცა, ჩვენი შეფასებით, საკვებზე ფასები სეზონურად შესწორებულ თვიურ ჭრილშიც შემცირდა, 0.5%-ით.

თიბისი კაპიტალი ინფლაციის პროგნოზს წლის ბოლოსთვის უცვლელად 6%-ზე ინარჩუნებს. გასულ 24 საათში ახლო აღმოსავლეთში კვლავ ესკალაციის ფონზე, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ კონფლიქტის რეზოლუციის ვადებსა და პირობებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ორშაბათს დილის საათებში, ვაჭრობის განახლების შემდეგ, ნავთობის ფასები დამატებით 5%-ით გაიზარდა. მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე ჩვენი საბაზო სცენარი კონფლიქტის მნიშვნელოვან გამწვავებას არ მოიაზრებს. მოსალოდნელია, რომ მომდევნო თვეებში ინფლაციის დინამიკაზე ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას კვლავ სასაქონლო პროდუქციაზე – მათ შორის, ნავთობზე, სასუქებზე, მეტალებზე, საკვებზე და ა.შ. – გლობალური ფასების ცვლილება მოახდენს.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე:https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007525-macro-update-georgia

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved