• რეკლამა
  • კონტაქტი
23:41, კვირა, 7 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ასეთი შხამით სავსე გულით როგორ უნდა იცხოვროს?! ეს მონსტრი შექმენით თქვენ, ვინც მის ამ ჭუჭყიან ჟონგლიორობას ყალბად უკრავდით და უკრავთ ტაშს” – ლევან ლორთქიფანიძე

"მადლობა გოტას ამ საცოდაოების გაშიშვლებისთვის."

ალია ავტორი - ალია
21:02 06-07-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
698

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

გუშინ შედგა დებატები გოტასა და თეა წულუკიანს შორის. ამ დისკუსიაზე მინდოდა რამდენიმე სიტყვის თქმა.
🔴 მეცოდება თეა წულუკიანი.
ბევრი მიზეზის გამო მიმაჩნია ის საწყალ, ბეჩავ ადამიანად, მაგრამ მხოლოდ რამდენიმეს დავასახელებ.
მას ჰგონია, რომ უზრდელობა, თავხედობა, თავდასხმა, შეურაცხყოფის მიყენება არის ძლევამოსილება; დაცინვა ბრძოლის პატიოსან იარაღად მიაჩნია; ტყუილის თქმა არ ეთაკილება; ბატონთან ფარისევლობისთვის იყენებს ნებისმიერ მომენტს; იაფფასიანი, მდაბიო, უგემოვნო იქედნობა გონებამახვილობად ესახება. ასეთი დანაწევრებული, დეგრადირებული სულით, შხამით სავსე გულით როგორ უნდა იცხოვროს?! ეს მონსტრი შექმენით თქვენ, ვინც მის ამ ჭუჭყიან ჟონგლიორობას ყალბად უკრავდით და უკრავთ ტაშს.
რამდენიმე დეტალზე გავამახვილოთ ყურადღება:
🔴 როგორი იყო მისი დამოკიდებულება გოტას მიმართ?
1. ჯერ ვითომ გოტას სახელი ვერ წარმოთქვა ზუსტად, ვითომ შეეშალა… შემდეგ თავი დადო, თითქოს ყველაფერი იცის გოტას განვლილი ბრძოლების, მისი მიტინგებზე ყოფნა-არყოფნის შესახებ. ბოლოს კი განაცხადა, რომ მხოლოდ წამოსვლის წინ დაუგუგლავს გოტას შესახებ ცნობები. შესაშური დემაგოგია და უხარისხო ზიგზაგები.
2. გოტას წარმოუდგენელი რამ დააბრალა – თითქოს იგი ეთერში თავისი ჯარიმების შესახებ საწუწუნოდ მივიდა.
ჯერ იმ ქვეყანას რა ვუთხარი, მიტინგზე დგომისთვის ერთ მოქალაქეს ჯარიმად ნახევარი მილიონი ლარი რომ დაუგროვდება… სრული ფსიქოდელია და დემოკრატიული ცნობიერების მოშლა!
მეორეც, ყველამ ვიცით, რომ გოტას არასდროს არავისთან არ დაუწუწუნია ამ ჯარიმების შესახებ, ვაჟკაცურად შეხვდა ყველა იმ უბედურებას, რაც ფინანსურ ბლოკადას ახლავს თან… მე ქვეყანაში ძალიან ცოტა ადამიანი მეგულება, ვისაც დღეს მის მსგავსად აქვს თავი გადადებული.
3. ერთი დაგუგვლისა და ათწუთიანი დისკუსიის საფუძველზე ქალს, რომელიც ათწლეულზე მეტ ხანს იჯდა მინისტრთა კაბინეტში, შეუძლია კვალიფიციური პედაგოგი, მკვლევარი, თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი განათლების სისტემიდან გასაძევებელ პერსონად მონიშნოს. ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ქართული ოცნების მარგოტ ჰონეკერი პრაქტიკულად პირდაპირ მოუწოდებს ყველა სკოლას, რომ გოტას პროფესია ჩამოართვან და არსად მისცენ მუშაობის საშუალება. ამაზე დიდი სიბნელე და ქვის ხანა ძნელად არის წარმოსადგენი.
თან როგორ თქვა ბოლოს?!! პედაგოგადაც კი არ ხართ გასაშევები, არათუ ხელისუფლებაში მოსაყვანიო. ჰგონიათ, რომ ავადმყოფი პარლამენტის უსაქმური წევრი, თავისი 15 000-იანი ხელფასით, უფრო მეტ საქმეს აკეთებს, ვიდრე პედაგოგი, რომელსაც გულით დააქვს ცეცხლი სხვის გულებში ცეცხლის ასანთებად.
4. სრულიად ამაზრზენი იყო გოტას ოჯახზე თავდასხმა. ჩვენს ქალაქში გოტას დიდ ოჯახს ყველა იცნობს, ლეგენდარული ჯუმბერ ლეჟავადან დაწყებული, გოტას უფროსი ვაჟით დასრულებული (უმცროსებს ჯერ არ ვიცნობთ, ღმერთმა ჯანმრთელობა და სიხარული მისცეს მათ) … ისინი ბევრ ჩვენგანს აძლევენ თავდადების, მაღალი კულტურისა და ზრდილობის, ხარისხიანი იუმორის, პროფესიონალიზმის მაგალითს.
ყოველთვის მზარავდა, როდესაც ერთეულები თეა წულუკინის ოჯახში იჭრებოდნენ, მის გარეგნობას ამასხარავებდნენ. შესანიშნავად აუთვისებია დაღუპულ სულს ოპონენტების ყველაზე გულისამრევი მეთოდები.
5. გოტა რამდენიმე თვის განმავლობაში იყო ენმ-ის თავდასხმის ობიექტი, თითიდან გამოწოვილი მიზეზით… ახლა თეა წულუკიანი აკერებს მას იარლიყს არგუმენტის გარეშე, თურმე ენმ უგზავნის გოტას ვიდეოებს და ამეცადინებს მას აზრის გიგანტთან შერკინების წინ… ძალიან დაბალი დონეა, ფსკერი გაიხვრიტა, დედამიწის ქერქს გავცდით, მანტია გამოჩნდა.
ნუ იმაზე აღარაფერს ვამბობ, 50 წლის სუბიექტი 35 წლის ადამიანს ყოველ მეორე სიტყვაში ახალგაზრდულ ასაკზე რომ მიუთითებს. ასე იქცევიან ამჩატებისას.
🔴 დამატებით შეიძლება ითქვას:
1. რა საკვირველია, წულუკიანი კბილებით იცავდა პერსონა ნონ გრატას, რომელმაც ლოყის აწითლების გამო რამდენიმე წლით გამოამწყვდია ციხეში პატიოსანი ქალი; რომელსაც ბორკილებდადებული ქალისთვის შეფურთხება, მისთვის წყლის წართმევა და ტუალეტში არგაშვება კაცობა და რაინდობა ჰგონია. ის საბოლოო ანგარიშით კბილებით იცავდა მურუსიძეს, როგორც მოსამართლეს… ქ-ნო ჰონეკერ, ფრთხილად იყავით, გეშინოდეთ ირინა ენუქიძესთან შეხვედრის ! (ასი წლის მერე)
2. “ბიძინა ივანიშვილი ვერ წავა და გოტა ვერ მოვა, თეა ვერ წავა და გოტა ვერ მოვა” – როგორი სასაცილო გულმოდგინებით ბრძანა ეს სიტყვები ქ-ნმა მარგოტმა… მცირე მოძრაობა, რომელიც უმცირესი ნაბიჯებით, აგურ-აგურ აშენებს სახლს სოციალური სამართლიანობისთვის მებრძოლი ყველა ადამიანისთვის, უკვე ძალაუფლებრივ საფრთხედ აღიქმება თურმე! იმდენად ეჩხირებათ თვალში, რომ მზად არიან რამდენჯერმე, შედარების გზით მიანიშნონ თავიანთ სწორუპოვრობაზე. ვაიმეე, ვაიმეეე. რა გეშველებათ!
3. შემიძლია ჩამოვთვალო ჩვენი მოძრაობის ათობით წევრი, რომელსაც ყველა ქოც პარლამენტარზე ასჯერ მეტი აქვს გაკეთებული წინა ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ. ამ ადამიანებს გამოარჩევთ ის, რომ ვარდისფერ დესპოტიასაც ებრძოდნენ და ლურჯ დესპოტიასაც უპირისპირდებიან. მხდალები არ არიან ფრაუ ჰონეკერის თანაგუნდელთა მსგავსად.
მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის • Movement for Social Democracy ❤️
მადლობა გოტას ამ საცოდაოების გაშიშვლებისთვის.
P.S. ვისაც ეზოში ბურთი არ უთამაშია, შტაბი არ აუშენებია, ექსკურსიაზე მშობლის გარეშე არ წასულა, მას შეიძლება ძალიან გაუკვირდეს როგორ შეიძლება იქცეს “გოგიტა” “გოტად” და მერე მთელი თავისი წყალ-წყალა გესლი ამაზე ანთხიოს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა

14:17 06-05-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა

13:30 06-04-2026
პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე
ახალი ამბები

პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე

12:55 06-04-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved