• რეკლამა
  • კონტაქტი
22:03, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსეთმა ამოწურა სომეხი ხალხის მოტყუების რესურსი. გაუმარჯოს სომხეთს! Կենացդ Հայաստան!” – ირაკლი მელაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:42 06-07-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
ირაკლი მელაშვილი
Facebook-ზე გაზიარება
1,976

ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:

ორ საათზე ნაკლები დარჩა სომხეთში საპარლამენტო არჩევნების დასრულებამდე. როგორც პირველი პროფესიით ისტორიკოსს, ყოველთვის მიმაჩნდა, რომ უძველესი ისტორიის და კულტურის მქონე ამ ორ ერს, რომლებიც ათასწლეულებია ერთმანეთის გვერდით ცხოვრობენ, ისტორიულად ერთმანეთზე ახლობელი არავინ ჰყავთ.
გულწრფელად ვწერ ამას, რომ გადავხედოთ მსოფლიო ისტორიას, ცოტა თუ მოიძებნება ორი ერი, რომლებიც ასე ყოფილიყვნენ ერთმანეთზე გადაჯაჭვული თავიანთი ბედუკუღმართობითა თუ წარმატებებით, რომლებსაც ასე მშვიდობიანად და მეგობრულად ეცხოვრათ ერთმანეთის გვერდი-გვერდ, ქალაქებში, სოფლებში, ერთ სახელწმიფოში, ერთი მეფეების თუ ერთი დამპყრობლების ქვეშ. ბოლო საუკუნეებია, იმპერიული პროპაგანდა ინტენსიურად ცდილობდა ჩვენი ერთმანეთთან დაპირისპირებას და ამისთვის ბევრი რამ გამოიყენებოდა, დაწყებული ისტორიული მითების გავრცელებიდან, დამთავრებული ორივე ერში ნაციონალიზმის ღია წაქეზებით.
საბედნიეროდ ყველა ეს მცდელობა ჩაიშალა, “დაყავი და იბატონეს” იმპერიულ იდოელოგია სომხეთსა და საქართველოშიც დამარცხდა. იმპერიის იდეოლოგებს და მათ ადგილობრივ უტვინო მიმდევრებს არაფერი გამოუვიდათ, დარწმუნებული ვარ რომ მომავალშიც არაფერი გამოუვათ. მე მჯერა, რომ დღეს ჩვენ მეზობლები და მეგობრები გააკეთებენ სწორ არჩევანს.
აქ მე არ ვსაუბრობ, ვის მოწონს პოლიტიკოსი პაშიანიანი და ვის არა. ჩემი აზრით, სომეხ ერს მართლა ისტორიული დღეები უდგას. ეს არჩევნები გაცილებით მეტია, ვიდრე ვინმეს სიმპატია-ანტიპათია პაშინიანის, კარაპეტიანის ან ქოჩარიანის მიმართ. მე დარწმუნებული ვარ, რომ სომხები გადადგამენ დიდ ნაბიჯს სუვერენული სახელმწიფოს, მშვიდობის, რეგიონული თანამშრომლობის, პროგრესის და განვითარების სასარგებლოდ!
ჩვენმა მეზობლებმა და მეგობრებმა ძალიან მძიმე გზა გაიარეს ამ იდეამდე მოსვლამდე, უამრავი სისხლი გაიღეს, ძალიან დიდი დანაკარგებით, ძალიან უნდა დიდ ჩრდილოელს მუდმივად მეზობლების თავდასხმის შიშსა და კომპლექსებში აცხოვროს უძველესი კავაკსიური ცივილიზაციის შემქმნელი ერი და ასე იბატონოს მასზე. როცა მოეპრიანება მაშინ გაყიდოს, ისე როგორ გაყიდეს და შეატოვეს მეოცე საუკუნის დასაწყისში, თან მერე ათწლეულები უტუფრად გადარჩენას ამადლიდნენ, ისევე როგორც მიატოვეს ამ რამდენიმე წლის წინათაც. მაგრამ ვფიქრობ, რუსეთმა ამოწურა სომეხი ხალხის გადამრჩენად წარმოჩენის და მათი მოტყუების რესურსი. წარმატებები დღეს ჩვენს მეზობლებს ! დარწმუნებული, ვარ რომ მომავალში კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობით, ერთად, ბევრად მეტს მივაღწევთ, როგორც ჩვენი სახელწმიფოების სუვერენიტეტის განმტკიცების, ისე ჩვენი ხალხების განვითარების, ეკონომიკური თუ კულტურული ძლიერების საქმეში!
გაუმარჯოს სომხეთს! Կենացդ Հայաստան!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს
ახალი ამბები

Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს

12:41 09-17-2026
გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:28 09-17-2026
ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved