• რეკლამა
  • კონტაქტი
23:10, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რატომაა ასეთი მნიშვნელოვანი 7 ივნისის არჩევნები სომხეთში?” – ბატიაშვილი

ალია ავტორი - ალია
05:07 06-06-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
ზურაბ ბატიაშვილი
Facebook-ზე გაზიარება
340

პოლიტოლოგი  ზურაბ ბატიაშვილი:

✅ რატომაა ასეთი მნიშვნელოვანი 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნები სომხეთში?

✅ რეალურად ეს არჩევნები გეოპოლიტიკური რეფერენდუმია სომხეთის მომავალთან დაკავშირებით. ერთ მხარეს არის ფაშინიანის პროდასავლური პარტია და მეორე მხარეს – 3 პრორუსული პარტია;

✅ ყველა გამოკითხვებით (მათ შორის, ოპოზიციის მონაცემებითაც), ფაშინიანის პარტია პირველ ადგილზე გადის. მთავარი კითხვაა, რა სხვაობით გაიმარჯვებს ფაშინიანი 3 პრორუსულ პარტიაზე ანუ შეძლებს თუ არა ის დამოუკიდებლად მთავრობის ჩამოყალიბებას;

✅ ბუნებრივია, პუტინი ყველა სახის ზეწოლას (სომხური წარმოშობის ოლიგარქები თავისი თანხებით, ეკონომიკური ზეწოლა და მუქარები, სომხური ნაწარმის რუსეთში შეტანის აკრძალვა და ა.შ.) იყენებს ფაშინიანის დასამარცხებლად. მაგრამ ეს ამბავი რუსეთის სასარგებლოდ არ მუშაობს. ზეწოლის შედეგად, პირიქით, იზრდება ფაშინიანის რეიტინგი;

✅ ცხადია, დასავლეთი (აშშ, ევროპა) ღიად უჭერენ მხარს ფაშინიანს და მის პოლიტიკურ პარტიას, რომელთა მთავარი მიზანია შეუქცევადი გახდეს სომხეთის დასავლური განვითარების გზა. თურქეთისა და აზერბაიჯანისთვისაც ფაშინიანია მისაღები;

✅ არჩევნების შედეგები მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც. ჩვენ, რა თქმა უნდა, პროდასავლურ სომხეთს ვგულშემატკივრობთ. გვინდა, რომ მეზობლად დემოკრატიული სომხეთი გვყავდეს და არა რუსეთის სატელიტი. თან სომხეთი ცალკე აღებული ევროპული კუნძული ვერ იქნება რეგიონში. დასავლეთისთვის სომხეთთან ფიზიკურად დასაკავშირებლად გაიზრდება დემოკრატიული საქართველოს მნიშვნელობა;

✅ ცხადია, პუტინი არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში შეეცდება სხვადასხვა სახის პრობლემების (ოპოზიციის ქუჩაში გამოსვლა, არეულობები, ძალადობა და ა.შ.) შექმნას ფაშინიანისთის. მაგრამ ასეთი სცენარისთვის ერევანი მზადაა და ადვილად არ ჩააბარებენ ქვეყანას რუსებს;

✅ გამარჯვება ვუსურვოთ სომეხ ხალხს ამ გადამწყვეტ არჩევნებში! რუსეთი უნდა დამარცხდეს სომხეთშიც და მჯერა, ასეც იქნება!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს
ახალი ამბები

Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს

12:41 09-17-2026
გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:28 09-17-2026
ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved