• რეკლამა
  • კონტაქტი
11:02, შაბათი, 6 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვიზალიბერალიზაციის შეჩერება იქნება მცდარი ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან” – დავით ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
00:00 06-06-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
107

პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი:

მინდა ვთქვა, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება საქართველოსთვის იქნება არსებითად მცდარი ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან.

თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამით ხელისუფლება შეწუხდება, ხოლო ხალხი ხელისუფლებაზე აღშფოთდება, ძალიან ცდება.

პირიქით, ხელისუფლება ამ შემთხვევაში ამოქოქავს პროპაგანდას, რომ ბრიუსელი (იგივე დიფსთეითი, გლობალური ომის პარტია, მასონები, 25 ოლიგარქიული ოჯახი და ა. შ.) საქართველოს სჯის იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა არ დადის ევრობიუროკრატების ჭკუაზე და ხელმძღვანელობს საკუთარი ინტერესებით და ეს პროპაგანდა საკმაოდ დამაჯერებელიც იქნება არა მარტო მათი მომხრეებისთვის, არამედ ბევრი ჩამოუყალიბებელი და მოყოყმანე ქართველისთვისაც, იმ უბრალოს მიზეზის გამო, რომ წმინდა პოლიტიკურის, ანუ ხელისუფლების ანტიევროპული პოლიტიკის გარდა სხვა არანაირი მიზეზი არ არსებობს უვიზო რეჟუმის შეჩერების. ხოლო სახელისუფლო პროპაგანდის სიმძლავრეებს თუ გავითვალისწინებთ, მათ არ გაუჭირდებათ ანტიევროპული რიტორიკა სუვერენიტეტის დაცვად გაასაღონ და ამ კონკრეტულ შემთხვევაში არცთუ წარუმატებლად.

მეორეს მხრივ ეს გადაწყვეტილება საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში ჩააყენებს აქაურ ოპოზიციასაც. მათ მოუწევთ ან ევროკავშირის გადაწყვეტილების დაგმობა, რაც იქნება არაპირდაპირი დასტური იმისა, რომ ხელისუფლება ევრობიუროკრატიასთან მართალია, ან მოუწევთ “გააპრავონ” არაპოპულარული და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელი და მტკივნეული გადაწყვეტილება, აქედან გამომდინარე შედეგებით.

აღარაფერს ვამბობ იმ ადვილად პროგნოზირებად ფაქტზე, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერება მტკივნეულად დაარტყამს საქართველოს ათიათასობით და შეიძლება ასიათასობით მოქალაქეს, ხოლო ოცნების ჩინოვნიკებს ოდნავ დისკომფორტსაც არ შეუქმნის.

დიახ, ქართველი ხალხი, რომელიც ბოლო წლების უპრეცედენტო ანტიევროპული პროპაგანდის მიუხედავად, მაინც ინარჩუნებს ევროინტეგრაციის მიმართ დადებით დამოკიდებულებას, აპროტესტებს ხელისუფლების პოლიტიკას და ყველა სოციოლოგიურ გამოკითხვაში ადასტურებს, რომ ქვეყნის ევროპული არჩევანის ერთგულია, იმსახურებს იმას, რომ ხელისუფლების უგვანი პოლიტიკის მიუხედავად, მას ჰქონდეს ევროპაში თავისუფლად მიმოსვლის საშუალება. უფრო მეტიც: სანამ უვიზო რეჟიმი არსებობს, ოცნების ანტიევროპული რიტორიკა ვერასდროს ვერ იქნება ისეთი ქმედითი, როგორც ბიძინა ივანიშვილს და მის მომსახურე პერსონალს უნდა.

და ბოლოს: ყველაფერი, რაც ზემოთ ვთქვი, არის სრულიად ელემენტარული ამბავი და თუ ევროკავშირის ქვეყნები ზედაპირულად მაინც აზრზე არიან აქაური ვითარების, უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი არც კი უნდა დაისვას სერიოზულად და თუ აქამდე რომელიმე ოპოზიციონერი ან აქტივისტი არწმუნებდა ევროპელებს, უვიზოს შეჩერება ხალხის რისხვას მოიწევს ოცნების თავზე და ლამის ჩამოაქცევს ბიძინასი… აქ უნდა ეწეროს ძალიან ცუდი სიტყვები მათი მისამართით, მაგრამ თავს შევიკავებ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა

14:17 06-05-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა

13:30 06-04-2026
პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე
ახალი ამბები

პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე

12:55 06-04-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved