• რეკლამა
  • კონტაქტი
15:51, ოთხშაბათი, 11 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

2025 წელს კორუფციულ დანაშაულებში მხილებული პირებიდან, 13 ბრალდებული მაღალი თანამდებობის პირი იყო – გენპროკურორი

ალია ავტორი - ალია
20:30 06-04-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
995

2025 წელს, წინა წელთან შედარებით, გაიზარდა კორუფციულ დანაშაულებში მხილებულ პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი – ამბობს გენერალური პროკურორი, გიორგი გვარაკიძე.

2025 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 82 პირის მიმართ, რომლებიც კორუფციული დანაშაულის ჩადენის მომენტში დასაქმებულნი იყვნენ საჯარო სამსახურში, მათ შორის, 13 ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას მაღალი თანამდებობის პირი იყო. შედარებისთვის აღსანიშნავია, რომ 2024 წელს, კორუფციული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დევნა დაწყებული იყო საჯარო სექტორში დასაქმებული 61 პირის მიმართ, მათ შორის, მხოლოდ 2 იყო მაღალი თანამდებობის პირი, – განაცხადა გიორგი გვარაკიძემ

როგორც გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, გაიზარდა კორუფციულ დანაშაულებში მხილებულ პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი და დევნა დაიწყო 125 პირის მიმართ, რაც 42 ბრალდებულით აღემატება წინა წლის შედეგს.

მისი თქმით, კორუფციულ დანაშაულზე გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ეფექტიანობის გასაზრდელად 2025 წელს სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში, კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს ბაზაზე შეიქმნა კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტი.

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2025 წელს საჯარო სექტორში ჩადენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო 230 სისხლის სამართლის საქმეზე, რაც წინა 3 წელთან შედარებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2025 წელს ყველაზე ხშირად, 72-ჯერ გამოძიება დაიწყო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, 66 შემთხვევაში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, 59 შემთხვევაში მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე, 26 შემთხვევაში სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე, 18 ქრთამის აღების და 8 – ქრთამის მიცემის შემთხვევებზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების 7 და სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის 4 ფაქტზე“ – აღნიშნა გიორგი გვარაკიძემ.

თეგები: გიორგი გვარაკიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად
ახალი ამბები

ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად

14:26 11-11-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”

14:04 11-11-2026
ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება
ახალი ამბები

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება

16:26 11-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება

15:04 11-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved