• რეკლამა
  • კონტაქტი
21:28, შაბათი, 25 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,მე არ ვაპირებ ხალხს თვალში ნაცარი შევაყარო და „სიცრუეში ვაცხოვრო“ – სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:14 06-04-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,476

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:

,,დღევანდელი ქოცური ნარატივი გლობალურ პროცესებზე არის შემდეგი: 1) სამყარო არეულია, 2) ჩვენ უნდა ვიყოთ ჩუმად, უკიდურესად პასიურად („დიპლომატიას“ რასაც ეძახიან), დაახლოებით ისე, ზოგიერთი ცხოველი საფრთხის დანახვისას თავს რომ მოიმკვდარუნებს ხოლმე, რამენაირად გავძვრებით – ვერ გავძვრებით!

სინამდვილეში მომკვდარუნებამ გამოიწვია ყველა მეგობრის დაკარგვა და საქართველოს უკიდურესი დასუსტება, რაც პირდაპირ ეპატიჟება აგრესიას და ოკუპაციას, რისი საფრთხეც ყოველთვის იარსებებს, სანამ არსებობს რუსეთი და ამ უკანასკნელის დაშლის (რისი დიდი იმედიც მაქვს მე) შემდეგაც, ჩვენ მეზობლად გვეყოლება აგრესიული ჩრდილო კავკასია. ჩვენ დაგვჭირდება ძალიან აქტიური საგარეო პოლიტიკა და ჯარის მაქსიმალური გაძლიერება.

რამ გადაარჩინა 2008 წელს საქართველო – დაწყებული 1 აგვისტოს ჩვენზე პირველი თავდასხმებიდან 12 აგვისტომდე ჩვენი ჯარის ძლიერმა წინააღმდეგობამ და შემდეგ საქმეში უკვე ჩვენი მრავალრიცხოვანი მეგობრების ჩართვამ, რომელთა შორის ყველაზე ძლიერმა – ამერიკამ გამოაგზავნა ფლოტი, რამაც საბოლოოდ გამოიწვია რუსების გაჩერება.

ესაა მოდელი მომავლისთვისაც, ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა უნდა გაძლონ მანამდე, სანამ საქმეში არ ჩაერთვება ჩვენი რომელიმე ძლიერი მოკავშირე, რაც შეიძლება იყვნენ უკრაინა, თურქეთი, აზერბაიჯანი. სამივესთან დაგვჭირდება თავდაცვითი პაქტი, იმის მსგავსი, რაც არსებობს აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის. გარდა ამისა – ევროკავშირიც მალე გარდაიქმნება სამხედრო ბლოკად და ჩვენ ევროკავშირის წევრი უნდა გავხდეთ.

ჩვენ მუდმივად უნდა ვემზადებოდეთ თავდასხმის მოსაგერიებლად და ამისთვის პარკეტის ჯარი, რომელსაც ეუბნებიან, რომ ომზე არ უნდა იფიქროს სრულიად გამოუყენებელია. აბა სხვა რაზე უნდა იფიქროს ჯარმა თუ არა ომზე, ბატონო ოფიცრებო და ჯარისკაცებო???

მე ნულიდან შევქმენი საქართველოს შეიარაღებული ძალები, გავზარდე რა მათი ყოველწლიური ბიუჯეტი, რეალურად 20 მილიონი დოლარიდან – მინიმუმ 1 მილიარდ დოლარამდე. თუ ადრე ჯარისკაცები მინდორში დაჭერილი გველებით იკვებებოდნენ (ამის კადრები არსებობს), ჩვენ შევქმენით თანამედროვე ინფრასტრუქტურა, თანამედროვე სამხედრო წარმოება, ადეკვატური თავდაცვის რკალი თბილისისთვის.

მომავალში ყველა ახალგაზრდა ქართველმა მამაკაცმა უნდა გაიაროს 6 თვიანი აუცილებელი სამხედრო სამსახური, სადაც მას ასწავლიან თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიებს, ჩვენი რეგულარული ჯარი უნდა იყოს 55-60 ათასი ადამიანი (ნაცვლად დღევანდელი 25 ათასისა) პლუს კიდევ 10-15 ათასი დაქირავებული უცხოელი სამხედრო, როგორც დავით აღმაშენებლის დროს და ჩვენ გვჭირდება სრული ინტეგრაცია, იმედია იმ დროისთვის უკვე გამარჯვებული უკრაინის სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსში.

რუსეთმა და მისმა შემცვლელებმა ყველა შემთხვევაში უნდა იცოდნენ, რომ აქ ხელახლა დინგის შემოყოფა არცერთ შემთხვევაში არ იქნება ადგილი გასეირნება და რომ ჩვენ უკან დგანან მძლავრი მეგობრები, რომლებიც რაღაც ეტაპზე, აუცილებლად ჩაერთვებიან აგრესიის მოგერიებაში.

ახლა ვიღაც „კეთილისმოსურნეები“ დაიწყებენ შეპასუხებას, რომ ომისთვის მზადებაზე საუბარი არ არის პოლიტიკურად მომგებიანი და მომავალში ყველა ქართველის გაწვევის გეგმა ჰიპოთეტიურ არჩევნებში ხმას დაგვაკარგვინებს, მაგრამ მე არ ვაპირებ ხალხს თვალში ნაცარი შევაყარო და „სიცრუეში ვაცხოვრო“.

ჩვენს გარშემო რეალობა არის ძალიან საშიში და ჩვენ პოლიტიკური ანესთეზიის ნაცვლად ყველას სიმართლე უნდა ვუთხრათ და ასევე გარდა ყველაფრისა უნდა გვახსოვდეს (მე ეს სულ მახსოვს და ვფიქრობ ამაზე) აფხაზეთი გვაქვს გასათავისუფლებელი. ყველაფერი ეს საქართველოს მილიტარიზაციას გარდაუვალს ხდის. გვინდა გადავრჩეთ? – შევიარაღდეთ, ხელახლა შევქმნათ ჯარი.

ქოცური ნარატივი – რუსულ დათვს თუ დავუწვებით არ დაგვგლეჯს – სრულიად აცდენილია რეალობას და ჩვენს უახლოეს ისტორიულ მახსოვრობას. საქართველო არის სასიკვდილო საფრთხეში და მოქმედებაა საჭირო. ამ მოქმედების პირველი ნაბიჯია დიქტატურის სასწრაფოდ მოშორება და შემდეგ ეგრევე ის ნაბიჯები რაც ზემოთ აღვწერე.“

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved