• რეკლამა
  • კონტაქტი
21:28, შაბათი, 25 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა

ალია ავტორი - ალია
13:30 06-04-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
99

M25 თანამედროვე სტანდარტების პრემიუმ საოფისე კომპლექსია, რომელიც თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, მთაწმინდაზე ამოქმედდა. პროექტი 4,500 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს. ბიზნესცენტრში განხორციელებული ინვესტიცია 8.5 მილიონი ევროა, საიდანაც 1.3 მილიონი ევრო თიბისის დაფინანსებაა.

M25 ქართულ ბაზარზე სრულიად ახალ კონცეფციას ამკვიდრებს. ბიზნესცენტრის მიზანია, შექმნას სამუშაო გარემოს ახალი სტანდარტი, სადაც პროფესიონალებს შეეძლებათ, შენობიდან გასვლის გარეშე ისარგებლონ გამაჯანსაღებელი და გასართობი აქტივობებით. შედეგად, პროექტი აერთიანებს საოფისე და საერთო სამუშაო სივრცეებს, საკონფერენციო ინფრასტრუქტურას, ფიტნეს დარბაზს, საუნას, სპა-პროცედურების ოთახსა და იოგას სტუდიას.

სულ მალე კომპლექსის ბოლო სართულზე მაღალი კლასის რესტორანი განთავსდება ქალაქის პანორამული ხედებით, რომელიც მოემსახურება როგორც ბიზნესცენტრის მომხმარებლებს, ასევე სტუმრებს და შესაძლებელი იქნება საქმიანი შეხვედრებისა და ღონისძიებების გამართვა. პირველ სართულზე კი მომხმარებლებს “ანტრეს” კაფეტერიების ქსელი მოემსახურება.

ბიზნესცენტრში უკვე წარმოდგენილია არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია, მათ შორის: “შატო მუხრანი”, Georgian Wines and Spirits, სასტუმრო ibis Tbilisi Airport-ის დეველოპერი და მმართველი კომპანია – Fujin Silk Properties, Ferring Pharmaceuticals-ის წარმომადგენლობა საქართველოში, მონაკოს საკონსულო და სხვა. ამ ეტაპზე სამსართულიან ბიზნესცენტრში მხოლოდ 1 500 კვ.მ ფართობია გასაქირავებელი.

თიბისისთან პარტნიორობით, M25 პრემიუმ საოფისე უძრავი ქონების ბაზრის განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს ქმნის. მსგავსი პროექტების მხარდაჭერით, თიბისი ხელს უწყობს ბაზარზე თანამედროვე და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სტანდარტების დამკვიდრებას, სადაც ბიზნესის, სერვისისა და ცხოვრების სტილის კომპონენტები ერთ სივრცეში ერთიანდება.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved