მუსიკოსი, ნიკოლოზ რაჭველი:
ლვოვიდან (ლიზა ბათიაშვილთან ერთად ტრიუმფალური კონცერტის შემდეგ) ჩამოვედი კიევში… ამ ქვეყნიდან რა სხვანაირად მოსჩანს საქართველოც და დანარჩენი სამყაროც… სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა!.. სიკეთემ უნდა გაიმარჯვოს და გაიმარჯვებს კიდევაც! არათუ მჯერა ამის, არამედ დარწმუნებული ვარ!!!
P.S. და ჩემი უკრაინელი კოლეგებისგან, მეგობრებისგან, ორკესტრების წევრებისგან და მათი მენეჯმენტის წარმომადგენლებისგან ისეთ განუზომელ სიყვარულს ვგრძნობ, რომ არ ვიცი როგორ დავუბრუნო მათ ის მადლიერება, რაც მაცოცხლებს და მასულდგმულებს…
საოცარ ხალხში აღმოვჩნდი…
ღმერთო მათ გამარჯვებას მომასწარი და მათ ბედნიერებას მაყურებინე მუდამ!
















კომენტარები