• რეკლამა
  • კონტაქტი
19:37, ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“4 ივნისს შეკრებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციას გაგიზიარებთ” – ნიკა სიმონიშვილი

"ძალიან ბევრ ადამიანთან მიმართებით სისხლისსამართლებრივი დევნის რისკი არსებობს, იმ პირებზე, ვისაც ადმინისტრაციული პატიმრობა უკვე ჰქონდათ შეფარდებული"

ალია ავტორი - ალია
19:56 06-03-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,846
იურისტი, ნიკა სიმონიშვილი:
4 ივნისს (ხვალ) პარლამენტთან გასამართ შეკრებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციას გაგიზიარებთ:
როგორც იცით, ყოველ დღესთან დაკავშირებით შსს-ში იწერებოდა გაფრთხილება 5 დღით ადრე, როგორც წესი, წინასწარ რამდენიმე დღესთან დაკავშირებით. ბოლო ასეთი გაფრთხილება გაკეთებული იყო 3 ივნისის (დღევანდელის) ჩათვლით.
გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო, შემდგომ დღეებზე გაფრთხილება დაწერილი აღარ იყო. იმისთვის, რომ 5 დღიანი ვადის დაცვის საკითხი არ გაპრობლემებულიყო და რადგანაც არასამუშაო დღეების გამო ამ ვადის დაცვა ვერ ხერხდებოდა, 30 მაისს ელ. ფოსტით გავუგზავნე შსს-ს შეკრებაზე გაფრთხილება, 4, 5 და 6 ივნისის შეკრებებზე. ამ განცხადების ტექსტი კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით იყო დამოწმებული, რაც კანონმდებლობის მიხედვით, საჯარო უწყებებთან კომუნიკაციის სრულფასოვანი ფორმაა და სველ ხელმოწერაზე უფრო მეტად სანდოც კია.
ორშაბათს საპატრულოდან მეილი მივიღე, რომ განცხადება ფიზიკურად მიმეტანა, რადგანაც ვერ ხდებოდა ჩემი იდენტიფიცირება. კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას ჩემს მეტი ვერავინ გამოიყენებს და მას ყველა ადმინისტრაციული ორგანო ენდობა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, შსს-მ ვერ დამაიდენტიფიცირა.
მოკლედ, ორშაბათსვე წავიღე სველი ხელმოწერით განცხადება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში და ფიზიკურადაც შევატყობინე ორშაბათსვე (1 ივნისს). იქვე ისიც დავუწერე, მეილზე რომ მოგივიდათ წერილი, მართლა მე ვიყავი მეთქი და ეგენიც მივუტანე.
იმის მიუხედავად, რომ გაფრთხილება დროულად იყო გაგზავნილი, დღეს დამირეკეს და შემატყობინეს, რომ 4 ივნისის შეკრებასთან დაკავშირებით, გაფრთხილების ვადის დარღვევის გამო, უარყოფითი პასუხია თქვენს განცხადებაზეო, დასაბუტებულ პასუხს კი წერილობითაც გამოგიგზავნით მისამართზეო (რაც ჯერ არ მიმიღია). იანვარში მსგავსი განცხადება რომ გავუგზავნე, მაშინ დამირეგისტრირეს, ახლა კი თურმე ვეღარ მაიდენტიფიცირებენ.
ცხადია, რომ შსს-ს პრაქტიკა გადასულია სანებართვო სისტემაზე, რაც კონსტიტუციის და ქართული ოცნებისვე დაწერილი კანონის უხეში დარღვევაა, შეკრებაზე უარის თქმის უფლება მათ არ აქვთ.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ 5 და 6 ივნისზე ვადა დაცულად ჩათვალეს და ეს ვებზეც გამოქვეყნებულია, 4 რიცხვზე მიიჩნევენ მხოლოდ ვადას დაუცველად.
ამის შესახებ მინდოდა ყველასთვის შემეტყობინებინა, რადგანაც ძალიან ბევრ ადამიანთან მიმართებით სისხლისსამართლებრივი დევნის რისკი არსებობს იმ პირებზე, ვისაც ადმინისტრაციული პატიმრობა უკვე ჰქონდათ შეფარდებული.
პირადად ჩემს პოზიციას კი რაც შეეხება, გეტყვით, რომ არავის ნებართვა არ მჭირდება შეკრებისთვის და რამის გასაპროტესტებლად, დღესაც ვიქნები რუსთაველზე და ხვალაც აუცილებლად.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი
ახალი ამბები

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი

15:40 07-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, “ევროპის უნივერსიტეტმა” სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, “ევროპის უნივერსიტეტმა” სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლა

14:09 07-30-2026
“პაციენტი კი არ უნდა მოერგოს აპარატურას, არამედ, პირიქით, აპარატურა – პაციენტს” – ოფთალმოლოგი ნინო ტყემალაძე
ახალი ამბები

“პაციენტი კი არ უნდა მოერგოს აპარატურას, არამედ, პირიქით, აპარატურა – პაციენტს” – ოფთალმოლოგი ნინო ტყემალაძე

13:12 07-30-2026
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს

12:31 07-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved