• რეკლამა
  • კონტაქტი
18:39, ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ველოდებით ტრამპისგან ივანიშვილის, მისი ოჯახის სრულ დასანქცირებას, ჩამოართვან ბინები და გამოყარონ კინსიწკვრით ფეშენ აპარტამენტებიდან” – ნათელაშვილი

"პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევით ჩაიშალა ის ცნობილი ფანჩატურის ბოიკოტი, პარლამენტში შეყარეს ოპოზიცია"

ალია ავტორი - ალია
16:30 06-03-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
101

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი, საგანგებო ბრიფინგზე, აცხადებს:

მინდა, მადლობა გადავუხადო აშშ-ს სახელმწიფოს, ჩვენს მეგობრებს ვაშინგტონიდან, რომლებმაც გაიზიარეს ათეული წლის წინ “ლეიბორისტული პარტიის” მიერ დაწყებული ბრძოლის პრინციპები ივანიშვილის გაურდაუვალ დასანქცირებაზე და ქართველი ხალხის ბრძოლით დარწმუნდნენ, რომ ეს იყო სწორი ვერდიქტი და დღეს დიქტატორი ოლიგარქი ამერიკეული სანქციების ქვეშ იმყოფება როგორც რუსული იმპერიალიზმის მოკავშირე და სატელიტი. მან ვერაფრით მოახერხა აღნიშნული პასუხისმგებლობიდან გამოძრომა, მიუხედავად ათასი ხვრელისა, რასაც მიედ-მოედება ეს წლებია.

ალბათ, შეამჩნიეთ, რომ ბოლო დროს, გარკვეულწილად, აშშ-ს წარმომადგენელთა განცხადებებში გამოჩნდა შემრიგებლური ტონი, რაც პირდაპირ ვიტყვი, არასასიამოვნოა და მეგობრებში ყველაფერი უნდა ითქვას დროზე და პირში, რათა მერე არ გაფუჭდეს საქმე და არ დაგვიანდეს გადაუდებელი გადაწყვეტილებების მიღება. ბოლოს გაკეთებული განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებისა, რომლებიც დაბალი დონეა ჩინოვნიკურ იერარქიაში, მაგრამ შემთხვევით არსად არაფერს ლაპარაკობენ მითუ ფრო ვაშინგტონში, სადაც მოწოდებაა პირდაპირ, რომ კონსტრუქციულები ვიყოთ და დემოკრატიულ ინსტიტუტებში მივიღოთ მონაწილეობა ივანიშვილისა. სად დარჩა დემოკრატიული ინსტიტუტი? არსებობს მხოლოდ ქოცდიქტატურა პუტინის დირიჟორობით მოსკოვიდან და ყველა დანარჩენი დემოკრატიული ინსტიტუტები განადგურებულია, ნაწილი ციხე, ნაწილი გაქცეული, ნაწილი პირამოკერილი, საბრალდებო სკამებზე, ციხეებში… 

პრეზიდენტ ტრამპის პირველი ვადა აღინიშნა ივანიშვილის გადარჩენით. სწორედ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევით ჩაიშალა ის ცნობილი ფანჩატურის ბოიკოტი, პარლამენტში შეყარეს ოპოზიცია, 2020 წლის არჩევნები ცნობილი იქნა კანონიერად და დღემდე ეს უზარმაზარი ბოროტება აწუხებს ამერიკას და დემოკრატიულ მსოფლიოს, რომელიც მაშინ გადარჩა გაჭყლეტას და გასრესვას.

მეორე ვადა პრეზიდენტ ტრამპის, სამწუხაროდ, აღინიშნა იმით, რომ შეჩერდა სენატში უკვე მიღებული მეგობარი აქტი, რომელიც იყო საქართველოს თავისუფლების დეკლარაცია, გაურკვეველი მიზეზბით, თუმცა ვიცით, რა მიზეზით შეჩერდა და მერე მთლად სასწაული შევიტყვეთ, როდესაც, რამდენიმე კვირის უკან, ტრამპის საოჯახო სამშენებლო კომპანიამ კონტრაქტი გააფორმა ამერიკის მიერ დასანქცირებულ ივანიშვილის ფონებთან და კრიმინალ პარტნიორებთან ტრამ თაუერის მშენებლობაზე იპოდრომზე. ეს უკვე აღარაფერს ჰგავს თუ დავამატებთ ამერიკის ზოგიერთი წარმომადგენლის შემრიგებლურ განცხადებებს.

მე მინდა, ყველამ იცოდეს, საქართველო არ არის სავაჭრო კომერციული ფართი, საქართველო არ არის შარაგზა. საქართველო არის უძველესი, ხელშეუხებელი, ამაღლებული ცივილიზაცია, რომელმაც ძალან ბევრი ეპოქა გამოიარა გამარჯვებით და ამასაც გაივლის. 

ყოველგვარი რევერანსები რეჟიმის მიმართ აძლიერებს პრორუსულ დიქტატურას და აძლიერებს პუტინს რეგიონს. და, პუტინი იქნება მასპინძელი ისევ ამერიკისთვისაც და ევროპისთვისაც თუ დარჩა ივანიშვილის რეჟიმი. 

ჩვენ ველოდებით პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციისგან ძალიან მარტივ გადაწყვეტილებებს მისთვის; მეგობარი აქტის მიღებას სენატში, ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრების, მისი დეპუტატების, მისი მინისტრების, მისი კლანის წევრების სრულ დასანქცირებას, რომ მათ დატოვონ ქონება, საბანკო ანგარიშები ამერიკის სივრცეში, ასევე აეკრაძალოთ გადაადგილება, ჩამოართვან ბინები და გამოყარონ კინსიწკვრით მათი ოჯახის წევრები ფეშენ აპარტამენტებიდან, რომლებიც ფლორიდაში და კალიფორნიაშია განლაგებული. ასევე ველოდებით ივანიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნას, საერთაშორისო საპოლიციო გზით მის დაკავებას და საერთაშორისო ტრიბუნაზე ან ამერიკის მართლსამჯულების სისტემაში წარდგენას.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი
ახალი ამბები

განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი

13:38 06-03-2026
TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი
ახალი ამბები

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი

13:17 06-02-2026
კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა

13:10 06-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved