მათე ხურციძე, სოციალურ ქსელში, ქუთაისში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, რომლის დროსაც, მამაკაცი მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავარდა და დაიღუპა და წერს:
ასეთი ცუდი ამბავი მოხდა გუშინ ქუთაისში.
ამ გადასასვლელში დასაქმებულები ამბობენ რომ უამრავჯერ მიუმართავთ მერიის ზედამხედველობის სამსახურისთვის მოაჯირის დამონტაჟების თხოვნით.
ამ ქარდზე, ზუსტად ამ გადასასვლელთან ჩავსვი ”ქუთაისელი აგენტის” სახე სადაც ის იმ დღეს წავიჭირე, რომელიც აქციებზე მოქალაქეებს ,,ფარულად” უღებდა და სახეებზე ზუმავდა, რომ შემდეგ სკოლებში და საჯარო სექტორში დასაქმებულთა ოჯახები დაეშანტაჟებინა.
აქტივისტებისკენ კი არა, მეორე მხარეს უნდა შეტრიალებულიყავი და ეს უნდა გადაგეღო შე უღმერთო. ხალხი კი არ უნდა დაგეშინებინა, ხალხზე უნდა გეზრუნა და უსაფრთხოების ნორმები უნდა დაგეცვა.
აი რაზე იხარჯება რესურსი, აი სად მიდის ჩვენი გადახდილი გადასახადები, რომ ისევ ჩვენ შეგვბოჭონ, თვითონ ძალაუფლება გაიხანგრძლივონ, ჩვენ დაუცველ გარემოში გვაცხოვრონ და მათი მახინჯი პრიორიტეტებით სიცოცხლეს გამოგვასალმონ.
მოდი და არ შეიგინო!
















კომენტარები