• რეკლამა
  • კონტაქტი
05:07, ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შევარდნაძეების კომპასი ისევ მოსკოვის მიმართულებითაა გაჭედილი” – კონსტანტინე გამსახურდია

ალია ავტორი - ალია
03:21 06-03-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია, სიფო შევარდნაძის ზახაროვასათვის მიძღვნილ სიტყვას ეხმაურება და წერს:

სოფო შევარდნაძეს სიყვარული აუხსნია მარია ზახაროვასთვის. ეს ზახაროვა რომელი ჯანდაბის ორღობის სპიკერატიდანაა? “ერეფიის” ანუ რუსეთის, ცხადია. იგივესი, საიდანაც არიან მარგო სიმონიანი, მოღრიალე გიბონი სოლოვიოვი, სკაბეევა, თიკა კანდელაკი და ა.შ.

ამ ნათქვამმა გამახსენა რაღაც-რაღაცეები – კერძოდ, ბაბუამისი, დიდი დამბოლებელი ედუ, ზოგიერთი ღია ან ფარული ჰომოსოვიეტიკუსის იდეალი. როდესაც ბრეჟნევს ეუბნებოდა, საქართველოს მზე ჩრდილოეთიდან ამოვიდა, ლენინური იდეების მზეო. როდესაც ამბობდა, “ეტი სოლჟენიცინი, ეტი სახაროვი… პუსწ ლაეტ, ლაეტ საბაკა, ანა ნი სავრაწიტ კარავან ს ნამეჩენოი იმ პუწი….” პერესტროიკის კვირაძალში მახსენდება ინტერვიუ იტალიურ “კორერა დელლა სიერასთან”, სადაც მან თავის თავს “უკანასკნელი საბჭოელი” უწოდა და საერთოდ არ მიიღო მონაწილეობა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების წინ, 31 მარტს გამართულ რეფერენდუმში.

პუტჩის შემდეგ მახსენდება მის მიერ დანიშნული ძალოვანი მინისტრები, (მაგალითად ვარდიკო, კვირაია, გიორგაძე) რომლებიც რუსეთის ფედერაციის შესაბამის თანამდებობის პირს “მოი მინისტრად” იხსენიებდნენ. გრაჩოვი, ვისაც ქვეყნისთვის ერთი ბეწო სასარგებლო საქმეც ვერ გააკეთებინა აფხაზეთის ომის მიწურულს, ყველაფერი წკიპზე რომ იყო. რომელზეც, სოხუმის ბარბაროსთაგან აღების შემდეგ იტყვის, დოურეკე და არ ეიღოო, ჰოდა მოხდა ეს უბედურობაო. შემდეგ აიღო და დურთა ქვეყანა ესენგეში…. სულ ბოლოს ივანოვიც ჩაერთო საქმეში, 2003 წლის ნოემბრებზე, საქმის დასალაგებლად ჩამოსული, რომელსაც ედუარდი ასლანთან გაგზავნიდა ბათუმში, და ეტყოდა – უთხარი, გადადგომას არ ვაპირებო.

ასე რომ, ნუ გაგიკვირდებათ. ზოგიერთ ოჯახში ვერცხლის კოვზი გადადის თაობიდან თაობაში, ზოგიერთში — საბჭოთა ნოსტალგია. და როგორც ჩანს, ეს მემკვიდრეობა ყველაზე გამძლე აღმოჩნდა. ოჯახური ტრადიცია, ეტყობა მყარადაა დაცული — ზოგს მზე აღმოსავლეთიდან ამოსდის, ზოგს დასავლეთიდან, შევარდნაძეების პოლიტიკურ ორბიტაზე კი, ეტყობა, კომპასი ისევ მოსკოვის მიმართულებითაა გაჭედილი.

ამიტომაც არ გამკვირვებია, რომ სოფო შევარდნაძემ ზახაროვაში რაღაც განსაკუთრებული აღმოაჩინა. ალბათ, ზოგს რუსეთზე ფიქრისას პუშკინი ახსენდება, ზოგს ჩაიკოვსკი, ზოგს ტოლსტოი, სოფოს კი — ზახაროვა. გემოვნებაზე ხომ არ დაობენ, განსაკუთრებით მაშინ, როცა გემოვნება პირდაპირ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესბრიფინგიდან იწყება და იქვე მთავრდება.

ცნობისთვის, სოფო შევარდნაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერს, მარია ზახაროვას “რუსული ციფრული დიპლომატიის” დაჯილდოების ცერემონიალზე, უთხრა:

“ადამიანს, რომელიც ამ პრემიას მიიღებს, არ საჭიროებს წარდგენას, მაგრამ მე მაინც ვიტყვი: ის არა მხოლოდ მაგარი მოღვაწეა, რომელმაც პრაქტიკულად ხელახლა გამოიგონა თავისი პროფესია და ის რაღაც კოსმოსურ მასშტაბებში აიყვანა, არამედ ის არის ადამიანი, ქალი, რომელსაც ჩემს გულში სრულიად განსაკუთრებული ადგილი უჭირავს”,

ზახაროვამ უპასუხა:

“ჩვენ ერთად ვმუშაობთ. სხვათა შორის, სოფიკო შევარდნაძემ ბევრი რამით გაითქვა სახელი, მაგრამ ციფრულ სფეროში ის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც გადაიღო პირველი სელფი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ერთად. და ამის შემდეგ ჩვენ ნორმალური ცხოვრება შევწყვიტეთ, იმიტომ რომ ახლა ყველას უნდა მასთან ზუსტად ასეთივე სელფის გადაღება”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი
ახალი ამბები

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი

13:17 06-02-2026
კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა

13:10 06-02-2026
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია – თიბისი

13:03 06-02-2026
23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში
ახალი ამბები

23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში

12:13 06-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved