• რეკლამა
  • კონტაქტი
01:56, პარასკევი, 18 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აშშ-ს სურვილი ნათელია, ესაა პოლიტიკური დიალოგის და შეთანხმებების გზით სიარულის დაწყება”– ირაკლი მელაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:38 06-02-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
ირაკლი მელაშვილი
Facebook-ზე გაზიარება
240
ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:
აშშ-ს საელჩომ სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლების საქართველოში ვიზიტისას მთავრობასა და ოპოზიციასთან ჩატარებული შეხვედრების თაობაზე საკმაოდ უცნაური ფორმის განცხადება გაავრცელა, რომელშიც ფაქტიურად დამარცვლით ახსნა, თუ რომელ მხარეს რას ელაპარაკა ამერიკის დელეგაცია.
ჩემი აზრით, ამერიკის საელჩოს ამ ფორმით გაკეთებული განცხადების მიზანი იყო, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციისთვის ამერიკელების მხრიდან ამ შეხვედრებზე გამოთქმული მოსაზრებების საზოგადოებისთვის არასასურველი ინტერპრეტაციით მიწოდების რაც შეიძლება ნაკლები შესაძლებლობა დაეტოვებინა. ნუ, თავისთავად რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკული დიპლომატების ვიზიტის თაობაზე საქართველოს მოსახლეობის სწორად ინფორმირება და რამდენად ენდობიან ქართული მხარის შესაძლო ინტერპრეტაციებს, ეს ამ განცხადებიდანაც ჩანს!
აშშ-ს დელეგაციამ შეხვედრებზე ხაზი გაუსვა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოსთან თანამშრომლობის ინტერესს, ოღონდ არა ყველაფრის ფასად. ორივე მხარეს უთხრეს რომ პოლიტიკური პროცესის დაწყებას ელოდება, რომელშიც ხელისუფლება და ოპოზიცია უნდა იყოს ჩართული.
– “მდგრადი სტრატეგიული პარტნიორობისთვის საჭირო იქნება უწყვეტი პროგრესი იმ პირობების უზრუნველყოფით, რომელიც საქართველოს სანდო პარტნიორად აქცევს, მათ შორის, ამერიკული ბიზნესისთვის ხელსაყრელი ბიზნესგარემოსა და სტაბილური შიდა პოლიტიკური კლიმატით, რაც ხელს უწყობს ოპოზიციის ჩართულობას დელეგაციამ განიხილა კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია და დაგვეხმარება ამ მიზნის მიღწევაში.”
აბსოლუტურად გასაგებია, რა უთხრეს ამერიკელებმა ოპოზიციასაც, მათ შორის პრალამენტის ბოიკოტის საკითხზეც – “დელეგაციამ მათ (ანუ, ოპოზიციას ) გაუზიარა შეერთებული შტატების პოზიცია საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებში ოპოზიციის მონაწილეობის შესახებ. ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესების წარმოსაჩენად, რომლებმაც მას ხმა მისცეს. პოლიტიკური სტაბილურობა და ოპოზიციის რეალური წარმომადგენლობა იმ ფაქტორებს შორისაა, რომელიც საქართველოს ამერიკული ინვესტიციებისთვის, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობისთვის სანდო პარტნიორად აქცევს.”
ახლა რა თქმა უნდა ხელისუფლებას და ოპოზიციას ისევ შეუძლია ხელი ერთმანეთისკენ გაიშვიროს და მუდივად იმაზე ისაუბროს თუ რა აქვს მოწინააღმდეგე მხარეს გასაკეთებელი. აშშ-ს სურვილი ნათელია, ესაა პოლიტიკური დიალოგის და შეთანხმებების გზით სიარულის დაწყება. ვისაც წაკითხულიდან აზრის გამოტანა შეუძლია, ამ ციტატებიდან ადვილად მიხვდება, რომ ამერიკელები პირველ რიგში ხელისუფლებისგან, მაგრამ ასევე ოპოზიციისგანაც “ფუნციონალური დემოკრატიის” მისაღწევად თანამშრომლობას და შედეგების დადებას ელოდებიან. განცხადებაში შემთხვევით არ იყო ნახსენები ამერიკული მხარის ოპოზიციასთან შეხვედრაზე ბოიკოტის საკითხზე საუბარი და არჩევით ორგანოებში ოპოზიციის მონაწილეობის აუცილებლობაზე ხაზგასმა. ჩემი აზრით ეს განცხადება არაორაზროვანი მესიჯია, რომელიც ოპოზიციას ბოიკოტის, “ხელისუფლებას არ დაველაპარაკები”, “სანამ ესენი არ წავლენ არჩევნებს აზრი არ აქვს” და ასეთი გზავნილებისგან თავის განებებას ურჩევს! ხელისუფლებას კი ძალიან მტკიცედ მოუწოდებს დემოკრატიული რეფორმების გატარებისაკენ, რომელმაც უნდა მოიტანოს პოლარიზაციის დასრულება და ქვეყნის სტაბილური განვითარება.
საელჩოს განცხადება:

აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს
ახალი ამბები

Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს

12:41 09-17-2026
გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:28 09-17-2026
ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved