ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ, კვლავ იმაზე საუბრობს, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე ქართული ოცნების მთავრობის შესახებ ოფიციალური მონაცემები არ განახლებულა.
„თან საქმე ეხება გერმანიას, რომელიც ისტორიულად გამოირჩეოდა, როგორც პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფო. ეს პრინციპები სადღაც გაქრა, რაც არის ძალიან დასანანი და სამწუხარო. ვებ-გვერდზეც კი რომ ვერ ახერხებენ ინფორმაციის განახლებას, ეს უკვე სრულიად არასერიოზულია, აღარაფერს ვამბობ ბევრ სხვა ქმედებაზე. ელჩისთვის შეხვედრის არჩანიშვნაც არის ამის მორიგი გამოხატულება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
















კომენტარები