სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანაში, შსს–ს ცნობით, შუახნის კაცმა, შელაპარაკების შემდეგ, მეზობელი ქალი სანადირო თოფით მოკლა. მკვლელობის მოტივად ურთიერთშელაპარაკება სახელდება. მოკლულია 45 წლის ქალი,
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მკვლელობის შემდეგ, კაცი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა, ის დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
















კომენტარები