• რეკლამა
  • კონტაქტი
23:53, ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ახლა კი სცენარი იქნება შემდეგი” – სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:12 06-01-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,998

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:

,,მიუხედავად ზახაროვას მხრიდან ქოცების ქება-დიდებისა, სომხეთის მიმართ პუტინის მუქარა, ძალიან საშიშია საქართველოსთვის. საქმე იმაშია, რომ რუსეთმა ამისწინ ჩაკეტა ყაზახური ნავთობის რუსული ნავთობსადენით გადატანა ევროპაში. რუსები ასევე მზად იქნებიან ჩაკეტონ ყაზახური ტერმინალი ნოვოროსიისკის პორტში. შესაბამისად ერთადერთი გზა გადატანის (თუ ირანში ეს რეჟიმი რჩება) იქნება საქართველო. ახლა კი რუსეთი იმუქრება სომხეთში ჯარის შეყვანით, ეს კი შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს გავლით და თუ გადაწყვიტა ოპერაციის ჩატარება რუსეთი აუცილებლად მოახდენს საქართველოს ოკუპაციასაც.

ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა ამის მოსამზადებლად, ბოლომდე დაასუსტა არმია, მოკლა საბრძოლო სულისკვეთება არა მხოლოდ ჯარში, არამედ მოსახლეობის დიდ ნაწილში. განასაიდუმლა რუსებისთვის წინააღმდეგობისთვის მომზადებული სამარხები და გამოაცხადა ისინი ნაცების მიერ კომპრომატის და იარაღის შენახვის ადგილად. გააუქმა თბილისის დაცვის ზოლი, როგორც მცხეთიდან ასევე სომხეთის მიმართულებიდან.

ამ დიდ გეოპოლიტიკურ თამაშში მოსკოვს საერთოდ არ გაახსენდება თუ რა ფიანდაზს უგებდა ივანიშვილი და თუ ფაშინიანმა არჩევნები მოიგო (რაც მე ძალიან მინდა) მაშინვე გადავა პლან ბე-ზე, რაც გააკეთა კიდეც საქართველოში, მას შემდეგ რაც მე ჩავუშალე გეგმები 2007 წელს, დავნიშნე რა და მოვიგე საპრეზიდენტო არჩევნები.

ახლა კი სცენარი იქნება შემდეგი, ამ წლის განმავლობაში სომხეთში მოხდება არეულობები. აზერბაიჯანი რუსებს არ გაატარებს, რუსეთი სთხოვს ივანიშვილს ჯარის გატარებას და ის რა თქმა უნდა, დათანხმდება და ხალხს ეტყვიან რომ ეს ჩვენ არ შეგვეხება, ხოლო სომხეთის ოკუპაციის შემდეგ მთლიანად დაიკავებს საქართველოსაც და დროებით ისევ ივანიშვილს დატოვებენ ლიდერად, თუმცა მთლიანად დაიმორჩილებს ქართული ცხოვრების ყველა ნაწილს, მოიპოვებს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას, მასობრივად გაანადგურებს რუსეთისთვის არასასურველ ელემენტებს საქართველოში.

ამიტომა ჩვენ ყველამ ფსონი უნდა დავდოთ უკრაინის მოძლიერებაზე, როგორც ჩვენი და სომხების გადარჩენის ერთადერთ გზაზე. არ მინდა ეს ჩემი წინასწარმეტყველება ახდეს და ერთადერთი რამაც შეიძლება მას ხელი შეუშალოს არის უკრაინის მხრიდან აქტიური საბრძოლო მოქმედებები და რუსული სამხედრო მანქანის საბოლოოდ მორყევა, რისი იმედიც ნამდვილად მაქვს.“

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია – GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია – GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა

18:25 10-29-2026
კახეთის სასტუმროები
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები – სად დავრჩეთ რეგიონის უკეთ გასაცნობად?

17:17 10-29-2026
Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია
ახალი ამბები

Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია

16:33 10-29-2026
პეპტიდები
ახალი ამბები

ორგანიზმის აღდგენა და გაახალგაზრდავება – რა უნდა იცოდეთ პეპტიდების შესახებ?

16:22 10-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved