• რეკლამა
  • კონტაქტი
22:28, შაბათი, 25 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჯარიმა 500-დან 6000 ლარამდე – რა იცვლება ტურიზმის კანონში

ალია ავტორი - ალია
14:57 06-01-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
291

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს ეკონომიკურ რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება უუქმდებათ და ამის ნაცვლად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სპეციალურ ბაზაში რეგისტრაცია მოუწევთ – შესაბამისი ცვლილებები „ტურიზმის შესახებ“ კანონში პარლამენტში ინიცირებულია.

კანონპროექტის მიხედვით, ტურისტული საქმიანობის სუბიექტები – ტურისტული გიდები, ტუროპერატორები და ტურისტული სააგენტოები/ტურაგენტები ვალდებულები იქნებიან დარეგისტრირდნენ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბაზაში. ადმინისტრაცია ასევე უზრუნველყოფს აღნიშნული მონაცემების აღრიცხვასა და დამუშავებას.

ამასთან, პროექტიდან ამოღებულია ნორმები, რომლებიც ტურისტული საქმიანობის ეკონომიკურ რეესტრში რეგისტრაციას ეხებოდა. სექტორის წარმომადგენლებს აღნიშნული პროცედურა ფასიან მომსახურებად უწევდათ.

კანონპროექტი ასევე ცვლის სანქციების ნაწილს. კერძოდ:

  • ტურისტული საქმიანობის განხორციელება ტურიზმის ადმინისტრაციის ბაზაში რეგისტრაციის გარეშე 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმა 1 000 ლარი იქნება;
  • რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების გაწევა შესაბამისი სერტიფიკატის გარეშე 3 000-ლარიან ჯარიმას გამოიწვევს, განმეორების შემთხვევაში – 6 000 ლარს;
  • ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა 1 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით კი – 3 000 ლარით.

ცვლილებებით, საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს რისკის შემცველი ტურისტული საქმიანობების ჩამონათვალსა და განხორციელების წესს. ასევე დადგინდება, რომელი ტურისტული მომსახურების მიმწოდებლებისთვის იქნება სავალდებულო პროფესიული პასუხისმგებლობის ან/და სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა.

კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებების ძირითადი ნაწილი 2026 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდება, ხოლო სანქციების ნაწილი – 2027 წლიდან.

პროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი.(bpn.ge)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved