• რეკლამა
  • კონტაქტი
22:27, შაბათი, 25 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე” – ნიკა მელიას მორიგი წერილი ციხიდან

ალია ავტორი - ალია
14:39 06-01-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,544

ნიკა მელია ციხიდან წერილს აქვეყნებს:

“სააკაშვილმა საჯარო ინტერესს უნდა უპასუხოს ყოველგვარი ბუნდოვანების გარეშე, უმჯობესია მალევე ღიად დაწეროს, თუ რეალურად ვის სდებს ბრალს ღალატში, ვინაიდან ფაქტია რომ “ანონიმური” მოღალატეების კარნახით არა მხოლოდ ჩამოვიდა და დაიჭირეს, არამედ მთელი 2022 წლის ჩათვლით მოქმედებდა.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე, ეს აწმყოსაც და მომავალსაც სჭირდება, ასევე, ისტორიამაც პირუთვნელი ფაქტები უნდა შემოინახოს.

ეს არ არის პერსონალური კონფლიქტი.

როცა ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მისი საპატიმროდან დახსნისა და უცხოეთში გადაყვანის სანაცვლოდ, პოლიტიკური პროცესის დასაზიანებლად და სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დისკრედიტაციაზე გათვლით, კისრულობს ფარული შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესრულებას და ასრულებს კიდევაც ამ პირობებს – ეს არ არის პერსონალური კონფლიქტი!

როცა ფარული გარიგების საკვანძო ფიგურა, ის “ანონიმური” მოღალატეა და როცა ისიც და სააკაშვილიც, თუ მისი მეშვეობით სააკაშვილი, როგორც გენებოთ ისე თქვით, სულ ბოლოს, გარიგების აღსრულების დასკვნით ეტაპზე, 2022 წლის ბოლოს, ხელისუფლებამ გადააგდო და პატიმრობაში ჩატოვა – ეს აღარ არის პერსონალური კონფლიქტი.

ადამიანები, რომლებიც ჩემი წინა წერილით სხვადასხვა სუბიექტურ დისკომფორტს განიცდით და ამბობთ ამ დიქტატურაში რა დროს ეს იყოო, არ მახსენდება თქვენი თუნდაც შეშმუშნულობა სააკაშვილის მიერ თვეების განმავლობაში, გაბმით, ყოველდღიურად წარმოებულ უსუფთაო კამპანიაზე, საჯაროდ ხმაც არ ამოგიღიათ. ჩემი ხუთწლიანი თავშეკავებულობა, მით უმეტეს, არ გინდათ გახსოვდეთ.

სააკაშვილმა სულ ბოლო თავისი ცილისმწამებლური შხამი მაშინ მიმოაფრქვია, როცა 26 მაისის აქციას გამოეხმაურა, აქციას კი არაუშავდა, მაგრამ როცა ბევრად მეტი ხალხი მზად იყო ჩემი ციხიდან დასახსნელად, ასეთ აქციებს მელია შლიდაო. პრაქტიკულად, ხალხი კი მზად იყო დახოცილიყო მზის ქვეშ ლაღი ირმებივით, მაგრამ მელია სახლებში აბრუნებდაო.

ასე რომ, პირიქით ბიკი ყუფარიობა საშინლად არაგულწრფელ იერზე აყენებს მავანსა და მავანს, ანუ მათ ვინც ამოტრიალებული ბიკი ყუფარიობა გადაწყვიტეს და თქვეს ნიკას ბრალიც არის და მიშასიცო, რა დროს ახლა ეს იყოო…

საქმე ეხება არა კერძო საკითხის გამორკვევას, არამედ აუცილებელი საჯარო ინტერესის დაკმაყოფილებას, რის გარეშეც ბრძოლის ველზე ყოფნა, დანაღმულ ველზე გადაადგილებას ჰგავს.

ხალხი გაიგებს სიმართლეს კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ხვალ / ზეგ სააკაშვილივით უღირსად და საშინლად დამაზიანებლად ვეღარავინ მოიქცეს.

ყოველთვის არიან ადამიანები, რომელთაც ყველაზე მეტად ეშინიათ ახალი ნაბიჯის და ახალი საკუთარი სიტყვის, აი, თუნდაც მართალი იყოს, მაინც ეშინია. ვიცნობ ასეთებს. ასეთები ცხოვრების სიმძიმეს ხშირად ქედს უხრიან.

მაგრამ მადლობა ღმერთს, ბევრნი არიან ისეთებიც, რომლებიც ყოველთვის ბრძოლის გზას ირჩევენ და ამაყი ვარ, რომ ბევრი ასეთი ადამიანის თანამოაზრე და მეგობარი ვარ.

ვინც ფიქრობს, რომ სიმართლის გარეშე, მისი ცოდნის გარეშე, გამარჯვება შესაძლებელია, არა, დიდი ტყუილია. ასე, ადამიანები გამარჯვებაზე ოცნებობენ მხოლოდ, თავს იტყუებენ – თავის შექცევაა და სხვა არაფერი! დიახაც, რომ თავის შექცევაა.

მე პირველი შეურაცხვყოფ ჩემს თავს, თუ ჩემს პრინციპებსა და ღირებულებებზე ვიტყვი უარს.

პოლიტიკაში 2014 წლიდან ჩავერთე, ძალიან მძიმე გარემოში. არ მახსენდება მაშინ არც ერთი ჩემი ახლო მეგობარი, ოჯახის წევრი თუ ნათესავი, რომელიც მიესალმა ჩემ მაშინდელ გადაწყვეტილებას.

მჯეროდა ჩემი ნაბიჯის, ინსტიქტისა და სიახლის პრეტენზიით ჩავერთე უმძიმეს დროს, უმძიმეს ბრძოლაში.
ვიმეორებ, მხოლოდ სიახლის პრეტენზიით ჩავერთე და სხვის ნასუფრალზე პოლიტიკური ლუკმა არასოდეს მიძებნია.

რამდენიმე წელიწადში მაშინდელ პარტიას ათობით ათასი ახალი ამომრჩეველი შევძინე. კიდევ უფრო მოგვიანებით, განსაკუთრებით 2019 / 2020 / 2021 წლებში პარტიისთვის ეს ახალი ამომრჩეველი მნიშვნელოვნად სცდებოდა 100 000-ს. ანუ ამომრჩეველთა იმ ნაწილისთვის მნიშვნელოვანი იყო სცოდნოდა ჩემი პოლიტიკური პოზიცია და არჩევანსაც ამის მიხედვით აკეთებდა, რაც უკვე ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებდა.

ამ ხალხისთვის მნიშვნელოვანი იყო ჩემი სიმართლე და უშუალობა, ვცდილობდი მათთან მქონოდა მუდმივი კომუნიკაცია, რაც ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვდა.

ეს მხარდაჭერა ტყუილუბრალოდ და ჰაერიდან არ მოსულა, ამის უკან დგას 12 წლიანი მძიმე ბრძოლები და მუხლჩაუხრელი გარჯა.

და მაინც, მთელი ეს დიდი მხარდაჭერა აგებულია სიმართლესა და გულწრფელობაზე. ჰოდა, არ ვაპირებ ამ საუნჯეს ზურგი ვაქციო და მათთან გულწრფელი აღარ ვიყო.

მე სააკაშვილთან პოლიტიკური კვეთა, სადაც რაიმე ტიპის პარტნიორობას ჰქონდა ადგილი, მქონდა 2016-2021 წლებში. მე ის 2016 წელს გავიცანი მხოლოდ. ჩვენი ურთიერთობა, ძირითადად, ყოველთვის ძალიან რთული და დაძაბული იყო, სადაც დროდადრო, მოურიდებელი სიტყვაც კი ისმოდა.

მე მქონდა ჩემი ხედვა და მას თავისი, ამ ორმა განსხვავებულმა ხედვამ, დროთა განმავლობაში პარტიის ამომრჩეველი რეალურად ორად გაყო, ის პარტია ბოლოს უფრო კოალიციას ჰგავდა, ვიდრე პარტიას. პარტიას ჰყავდა ორი პოლიტიკოსი, რომელზეც პრაქტიკულად თანაბრად იყო გადანაწილებული დიდი ელექტორალური ბაზა. სააკაშვილზე მოდიოდა 52%, ჩემზე 48%, ასე იყო უკვე 2021 წლის მაისი / ივნისის მონაცემებით და ეს ისედაც უკვე ხელშესახებად ჩანდა.

2021 წლის ბოლოდან, ეჭვიანობამ თავისი ქნა და მოხდა ის, რაც მოხდა! თუმცა ძალიან ბევრი რამ ფართო საზოგადოებამ ჯერ არ იცის და მალე უნდა შეიტყოს სიმართლე, კონკრეტული შეუვალი ფაქტებით ყველა კვანძი უნდა გაიხსნას და ამის შემდეგ, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ყველა შეძლებს სწორი დასკვნის გაკეთებას. ეს არ არის ჩემი მხოლოდ შეგრძნება, ეს არის ჩემი შეგნება და ცნობიერი შესმენა.

ამიტომ, კიდევ გავიმეორებ, სააკაშვილმა ძალიან სწრაფად უნდა დაასახელოს ის “ანონიმური” კაცი. ის ამ საკითხზე ბუნდოვანი განცხადებებით ფონს ვეღარ გავა.”

თეგები: ნიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved