ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ჩიხლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა ბარბაქაძემ დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა.
დაცვის მხარე ჩიხლაძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ირაკლი ჩიხლაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით 30 მაისს დააკავა. მას 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება.
















კომენტარები