ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი:
წარმოიდგინეთ, რა გააკეთა სისტემამ:
ნახეს, რომ ნაცემი ბიჭის მამიდა მასწავლებელი იყო.
– ა, ჩვენს ხელში ყოფილაო, თქვეს.
დაურეკეს, ალბათ, მის დირექტორს და უთხრეს, დაურეკეავ ახლა მაგ ქალბატონს და ეტყვი, რომ ასე და ასე ილაპარაკოსო. დირექტორმაც, ალბათ დაურეკა და უთხრა:
– ხომ ხარ ჩვენიანი? მერე ვერ ხედავ, თქვენს საქმეს ჩვენს წინააღმეგ რომ იყენებს ოპოზცია? რა გინდა? ხომ დააკავეს ის პოლიციელები? შენი ბიჭიც გამოუშვეს. ჰოდა, თუ გინდა ყველას ერთად პრობლემები არ შეგვექმას, გამოხვალ და გაემიჯნები ამათ განცხადებებს, იტყვი, რომ კმაყოფილი ხარ საქმის მიმდინარეობით. ჟურნალისტები დაგირეკევან და კარგად მოემზადე. აბა, შენ იცი.
ჰოდა, ეს ქალიც დადგა და ჩამოარაკრაკა, რაც დააბარეს.
ნეტა, პროპაგანდა იმ დონემდე არ მივიდოდეს, რომ ხვალ ოჯახს ათქმევინონ, ვგმობთ იმ ჟურნალსიტებს, ვინც ის ცემა გადაიღოო და მეტი არაფერი მინდა.














კომენტარები