ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა, გორში, პოლიციელთა მიერ, ჯგუფურად ადამიანის ცემას და მიუხედავად იმისა, რომ კადრებში მეტი პოლიციელი ჩანს, მხოლოდ 6 პირის დაკავებას ეხმაურება და წერს:
ანუ, რა ვერ გავიგე – 6-ზე მეტი ურტყამს კადრებში და მხოლოდ 6 რატომ დააკავეთ, ან რატომ 6 და არა 5? ჩვენ რომ მეტს ვითვლით ვინც ურტყამდა. ის “მეტი”, თქვენი აზრით, დარტყმულს უამებდნენ?თვალში ნაცარს გვაყრით თუ რაშია საქმე?ა, სხვები არ დაგთანხმდნენ ჩაჯდომაზე, თუ გეშინიათ მათი, რამე არ გაგიბაზროთ ზემოდან წამოსული ადრინდელი ბრძანებები?გუშინ ისიც ითქვა, პოლიციის შეფიც იყო მანდო, თუ რაღაცის შეფი და ეგ ისევ მყარად ზის თანამდებობაზე?ისე, კადრები რომ გაგვიშიფროთ და ისე გვანახოთ – აი ეს არის დაკავებული, აი ეს და აი, ეს… ეს არ დავაკავეთ, იმიტომ რომ ბამბისებური დარტყმა ჰქონდა, არც ეს – იმიტომ რომ ჰაეროვნად იქნევდა ხელს, ეს იმიტომ არ დავაკავეთ, რომ კანტი იცის, ამან ჰეგელი – შეგიძლიათ?….მოკლედ მაინც გვითხარით, ამ სამართლიანობისა და ყველგან რომ ხდება იმ გადაცდომის, რომელი ფიგურანტია დაკავებული. ისე რომ ჩვენც ვნახოთ კადრების მიხედვით….














კომენტარები