• რეკლამა
  • კონტაქტი
19:31, შაბათი, 8 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მოწმეები ადასტურებენ, რომ ქრთამს გვანცელაძე გადასცემდა ლილუაშვილს – პროკურატურა

ალია ავტორი - ალია
18:00 05-28-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,268

გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორი ამბობს, რომ ბაღების ძარცვის ეპიზოდზე დაკითხულნი არიან ბაღის სააგენტოს თანამშრომლები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ქრთამის სახით თანხა მიდიოდა ჯერ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორთან, კახა გვანცელაძესთან და მისგან გადაეცემოდა სწორედ სუს-ის ყოფილ შეფს, გრიგოლ ლილუაშვილს.

ამ რიგით მეწარმეებს, რომლებიც გარკვეულ სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ თუ გარკვეული ინვენტარი შეჰქონდათ ბაღებში, პირდაპირი კომუნიკაცია გრიგოლ ლილუაშვილთან ვერ ექნებოდათ, ეს ხომ აბსურდი არის. თუმცა, ბრალდების მხარე ვალდებული არის, როცა ადამიანს ედავება ქრთამის აღებას, სრული სქემა დაადასტუროს სასამართლოს წინაშე მტკიცებულებებით, ამიტომ როცა ჩვენ ამ მეწარმეებს ვკითხავთ, ბუნებრივია ისინი ამბობენ, რომ არ იციან გრიგოლ ლილუაშვილის შემხებლობა ამ ეპიზოდთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს არ არის პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება. ადვოკატები უბრალოდ ამით ცდიან ფონის შექმნას, თითქოსდა მოწმეები არაფერს არ ადასტურებენ. თუმცა, ჩვენ დავკითხეთ ბაღების ეპიზოდზე ის მოწმეები, სააგენტოს ის თანამშრომლები, რომლებიც შუამავლები იყვნენ და რომლებიც ადასტურებენ, რომ ქრთამის სახით წამოღებული თანხა მიდიოდა გვანცელაძესთან და მათთვის კარგად იყო ცნობილი, რომ გვანცელაძისგან ეს გადაეცემოდა გრიგოლ ლილუაშვილს. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ მომწეებს პირადი და ყოველდღიური კავშირი გრიგოლ ლილუაშვილთან არ ჰქონდათ და ვერ ექნებოდათ”, – ახადებს პროკურატურის წარმომადგენელი. 

როგორც პროკურატურის განცხადებიდან ჩანს, ის პირები, რომლებიც შუამავლები იყვნენ ქრთამის საქმეში, მოწმეებად ჰყავთ კვალიფირებულნი და მათ წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა არ ხორციელდება.

ლილუაშვილი პროკურატურამ გასული წლის დეკემბერში დააკავა. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს კახაბერ გვანცელაძეს, მას „ატკატების“ აღებისთვის ბრალი გასული წლის დეკემბერში წარუდგინეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved