• რეკლამა
  • კონტაქტი
20:07, ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ არის საქართველოს უმდიდრესი ქალი, რომლის ქონებაც 60 მილიონს აჭარბებს

ალია ავტორი - ალია
13:53 05-28-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,136

„ნათია ჯანაშია დღეს საქართველოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია, რომლის ქონება და აქტივებიც 60 მილიონ ლარს აჭარბებს“, – ამის შესახებ „აფბას“ აუდიტორული სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. შეგახსენებთ, აფბა “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” გარშემო მიმდინარე დავის საზოგადოებრივ მონიტორინგს ახორციელებს, რომელიც აკადემიის ყოფილმა დირექტორმა და მინორიტარმა, ნათია ჯანაშიამ „საქართველოს განათლების ჯგუფის“ წინააღმდეგ წამოიწყო.

აფბას აუდიტორული სამსახურის ანალიტიკოსებმა  ნათია ჯანაშიას აქტივები საჯარო წყაროებზე დაყრდნობით დაითვალეს და დაადგინეს, რომ მისი ქონება და აქტივები 60 მილიონ ლარს აჭარბებს.

„ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ ნათია ჯანაშიას აქტივები, იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით რომელიც საჯაროა და შევეცადეთ დაგვედგინა, თუ რა მოცულობის ქონებას ფლობს დღეს ჯანაშია.

პირველ რიგში, გავითვალისწინეთ „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ 70%-ის გაყიდვის შედეგად მიღებული 29.3 მილიონი ლარი და დარჩენილი 30%-იანი წილის ღირებულება, რომლის გამოსყიდვის შეთავაზებაც 2024 წელს „საქართველოს განათლების ჯგუფს“ აქვს გაკეთებული.

წილის ღირებულების დადგენისთვის ასევე გამოვიყენეთ მონაცემები, რომელიც სახელმწიფო ანგარიშგების პორტალზეა განთავსებული და მოიცავს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ პროფილს და ანგარიშგებას წლების მიხედვით, 2018-დან 2024 წლის ჩათვლით. ამ ეტაპზე აკადემიის 2025 წლის ფინანსური მონაცემები ანგარიშგების პორტალზე არ არის განთავსებული, რის გამოც ნათია ჯანაშიას აქტივების დათვლაში ამ მაჩვენებლების ჩართვა ვერ მოხერხდა. თუმცა, მონაცემების ატვირთვისთანავე, საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით.

აკადემიის ფინანსური მაჩვენებლები და მოგებაც საჯაროა და ხელმისაწვდომია ყველასთვის. 2016 წელს მიღებული საქართველოს კანონით „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისაა და აუდიტის შესახებ“, განსაზღვრულია საწარმოთა კატეგორიები. „ბრიტანულ-ქართული აკადემია“აქტივებისა და შემოსავლების მიხედვით იმ საწარმოთა კატეგორიაშია მოხვედრილი, რომელთაც კანონით ევალებათ ყოველწლიურად საჯაროდ გამოაქვეყნონ ფინანსური მაჩვენებლები. აკადემიის შემოსავლები სტაბილურად მზარდია და შესაბამისად მოგებაც, აუდიტორული კომპანიის შეფასებით, სტაბილურად მაღალ მაჩვენებელზეა.

გარდა ამის მონაცემებისა, ნათია ჯანაშიას ქონების დათვლისთვის გამოყენებულია სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლის ფინანსური ნაწილიც მიმდინარე წლის თებერვალში გამოქვეყნდა და გასაჯაროვდა „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ ღირებულების შეფასების მეთოდოლოგია და მონაცემები.

აქტივების დათვლაში გარკვეულწილად გათვალისწინებულია ნათია ჯანაშიას უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც აფბას მიერ მონიტორინგის პერიოდში ნათია ჯანაშიას განცხადებებში და მის საკუთრებაში არსებულ გამოცემებშია ნახსენები. კონკრეტულად, ამ ჩამონათვალში მოხვდა ნათია ჯანაშიას და მისი მეუღლის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, ძვირადღირებული, ლაქშერი კლასის ავტომანქანები, იახტები(კატარღები) და იარაღები. თუმცა, ჩამონათვალის არაერთგვაროვნების გამო, გარკვეული ნაწილი,რომელიც თავდაპირველად ასახული იყო ქონებაში, ვერ მოხვდა საბოლოო სიაში.

აფბა ახორციელებს ამ მიმართულებით მონიტორინგსაც და ცვლილებების შემთხვევაში, მოახდენს ნათია ჯანაშიას ქონებრივი მაჩვენებლების კორექტირებას.

ჩვენს ხელთ არსებული დაზუსტებული მონაცემებით, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ნათია ჯანაშია დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალია და მისი ქონება 60 მილიონ ლარს აჭარბებს“, – ნათქვამია აფბას აუდიტორული სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია – GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია – GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა

18:25 10-29-2026
კახეთის სასტუმროები
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები – სად დავრჩეთ რეგიონის უკეთ გასაცნობად?

17:17 10-29-2026
Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია
ახალი ამბები

Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია

16:33 10-29-2026
პეპტიდები
ახალი ამბები

ორგანიზმის აღდგენა და გაახალგაზრდავება – რა უნდა იცოდეთ პეპტიდების შესახებ?

16:22 10-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved