რუსეთი სომხეთში „საქართველოს სცენარის“ გათამაშებას გეგმავს — სომხური მედია რუსული დაზვერვის სავარაუდო საიდუმლო დოკუმენტს აქვეყნებს, სადაც განხილულია 2012 წლის ქართული მოვლენები და ის მეთოდები, რომლითაც, მათი მტკიცებით, კრემლი საქართველოში პოლიტიკური ძალაუფლების ცვლილებას უწყობდა ხელს. გამოცემა წერს, რომ მოსკოვი სომხეთში ანალოგიური სქემით მოქმედებას განიხილავს და ქვეყნის სათავეში ოლიგარქ სამველ კარაპეტიანის მოყვანას გეგმავს — იმავე მოდელით, როგორითაც, დოკუმენტის ავტორების შეფასებით, საქართველოში ბიძინა ივანიშვილი გაძლიერდა.
სკანდალური მასალის გავრცელების შემდეგ პოლიტიკურ დღის წესრიგში ახალი კითხვა გაჩნდა — არის თუ არა ეს ირიბი მინიშნება, რომ 2012 წლის ქართულ პოლიტიკურ პროცესებში რუსული სპეცსამსახურებიც მონაწილეობდნენ და ისინი ხელს უწყობდნენ რუსეთში გამდიდრებული ბიზნესმენის ხელისუფლებაში მოსვლას.
დოკუმენტის ავთენტურობა ოფიციალურად ამ დრომდე დადასტურებული არ არის, თუმცა მისმა შინაარსმა უკვე მწვავე პოლიტიკური შეფასებები გამოიწვია როგორც სომხეთში, ისე საქართველოში.
წყარო: Caucasus Chronicle
თარგმანი – ტვპირველი














კომენტარები