• რეკლამა
  • კონტაქტი
07:54, ხუთშაბათი, 12 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მეყველის და მოქალაქის მიმართვა მომავალ პოლიტიკოსებს” – ანა მიქაძე-ჩიკვაიძე

"ჩვენ აღარ გვჭირდება ადამიანები, რომლებიც მხოლოდ არჩევნების დროს სწავლობენ სოფლის გზას"

ალია ავტორი - ალია
23:57 05-25-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,802

ყველის გილდის თავმჯდომარე, ანა მიქაძე-ჩიკვაიძე:

მე არასდროს მივუბრუნდები პოლიტიკურ აქტივობას ,
ვცადე ერთხელ და გულისამრევია . არ ვიცი ამდენი იდენტური
ავანტიურისტი როგორ პოულობთ ერთმანეთს

მაგრამ ფაქტია დავრჩი არჩევანის გარეშე და ჩემნაირი არც ისე ცოტაა

უბრალოდ არ ვიცი ვის მივცე ხმა ..

მაქვს სამოქალაქო პოზიცია და ყველამ იცით აქტიური მოქალაქქე ვარ

მე მეყველე ვარ და შესაბამისად მეურნე
უფრო სწრედ ამ სეგმენტის ქომაგი და წარმომადგენელი ვარ

მინდა ყველა:სეგმენტმა მიმარათოს მომავლის პოლიტიკოსს და იმას რასაც ახლს მე დავწერ თავისი სეგენტებიდან გამოეხმაურონ
მეპურეები
მეღვინეები
მასწავლებლები
მშენებლები და აშ

:======

მეყველის: და მოქალაქის მიმართვა მომავალ პოლიტიკოსებს

მე ვარ ადამიანი,
რომელმაც
იცის დილის გათენება საქონლის ხმაზე,
ვინც იცის რა ღირს ერთი თავი ყველის ამოყვანა
რამდენი შრომა დევს ერთ ნაჭერ პურში
და როგორ სტკივა კაცს ქვეყანა, როცა სოფელი იცლება.

ქვეყანა კარიერის კეთების ადგილი არ არის.
არც ფულის საშოვნელი სცენაა

საქართველო ცოცხალი ხალხია,
დაღლილი, მაგრამ ჯერ კიდევ იმედიანი.

___
ჩვენ აღარ გვჭირდება ადამიანები, რომლებიც მხოლოდ არჩევნების დროს სწავლობენ სოფლის გზას.

არც ისინი, ვინც ტელევიზიაში უფრო მეტ დროს ატარებენ, ვიდრე ხალხში.

ჩვენ გვჭირდება პოლიტიკოსი, რომელსაც ესმის:
რა არის გვალვა;
რა არის დაკარგული მოსავალი;
რა არის ფერმერის ვალი;
რა არის რძის ფასი;
რა არის ღამე, როცა გეშინია, რომ შენი შრომა ხვალ გროშიც აღარ ეღირება.

__
არ მოხვიდეთ მხოლოდ ლოზუნგებით.
მოიტანეთ პროგრამა.
გვითხარით:
როგორ აპირებთ სოფლის გადარჩენას?
როგორ უნდა იცოცხლოს მცირე ფერმერმა?
როგორ დაიცავთ ქართულ პროდუქტს?
როგორ შეამცირებთ იმპორტზე დამოკიდებულებას?
როგორ დააბრუნებთ ახალგაზრდას სოფელში?
თუ ამ კითხვებზე პასუხი არ გაქვთ, მაშინ პოლიტიკაში მხოლოდ საკუთარი თავისთვის მოდიხართ.

______

სოფელთან ერთად იკარგება: ენა,
ტრადიცია,
შრომის კულტურა,
ქართული ყველი და ღვინო,
ოჯახი,
და ბოლოს — თავისუფლებაც.

ჩვენ გვინდა პოლიტიკოსები, რომლებიც ხალხს ზემოდან კი არ უყურებენ, არამედ ხალხთან ერთად იქნებიან
ახალი ,
ჩვენი ფულით ნაყიდი ჯიპებიდამ კი არ გადმოგვხედავენ იქედნურად:
არამედ
ჩვენთან ჩამოჯდებიან ,
ერთ ღამეს მაინც გაათენებენ
მოლოგინე პირუტყვთან
და ერთ სათლ წყალს მაინც დაუდგამენ თავთან
ეს სიმბოლურად ,
. ცხადია .

და თუ ოდესმე მართლა მოინდომებთ ამ ქვეყნის მსახურებას — ჯერ ისწავლეთ ხალხის შრომის პატივისცემა.

ჩვენ გვჭირდება არა მბრძანებლები, არამედ მსახურები ქვეყნისა.

გვჭირდება ადამიანები, რომლებსაც აქვთ:
სინდისი,
განათლება,
ეროვნული ღირსება,
თანაგრძნობა,
და ქვეყნის სიყვარული..

ადამიანი, რომელსაც საკუთარი ხალხი არ უყვარს, ვერასოდეს ააშენებს ძლიერ სახელმწიფოს.
დაიმახსოვრეთ:
როცა სოფელი კვდება —
ქვეყანაც ნელ-ნელა კვდება.

ვაქვეყნებ იმის იმედად რომ
ყველა ფენა გააცნობირებს

რა უნდა მომავლის პოლიტიკოსისგან

პატივისცემის

ავანსით მეყველე ანა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

“შუა დერეფანი და საქართველო” – თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა

18:51 11-11-2026
ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია
ახალი ამბები

ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია

18:42 11-11-2026
ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად
ახალი ამბები

ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად

14:26 11-11-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”

14:04 11-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved