• რეკლამა
  • კონტაქტი
02:07, კვირა, 26 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

აპრილ-მაისში წმინდა სავალუტო შემოდინებები გაიზარდა; ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი დასასრულს უახლოვდება?

ალია ავტორი - ალია
18:08 05-25-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
80

პირველ რიგში, ჩვენს მკითხველს ვულოცავთ 26 მაისს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

ბოლო რამდენიმე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე აშშ-სა და ირანს შორის ომის დასრულების შესახებ შეთანხმების თაობაზე მიღწეული პროგრესია. აშშ-ს ოფიციალური პირების განცხადებით, შესაძლებელია, შეთანხმება უახლოეს დღეებში გაფორმდეს. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ, წინასწარი ინფორმაციით, დოკუმენტი საბოლოო არ იქნება და მხარეებს შორის გადასაჭრელი საკითხების მხოლოდ ნაწილს შეეხება.

ამ ეტაპზე მოვლენათა განვითარება თანხვედრაშია ჩვენს საბაზო სცენართან, რომელიც ეყრდნობა საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ ძირითად მოლოდინებს და კონფლიქტის შედარებით მოკლე ვადაში დასრულებას მოიაზრებს. ჩვენი შეფასებით, ახლო აღმოსავლეთის ესკალაციის წმინდა ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე დიდწილად ნეიტრალურია, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში, შესაძლოა, მცირედით პოზიტიურიც კი, პოტენციური მიგრაციული ნაკადების გათვალისწინებით. ამავდროულად, ნეიტრალური ეფექტი არ ნიშნავს, რომ ეკონომიკის სტრუქტურაში ცვლილებები არ იქნება – მოსალოდნელია, რომ მსოფლიო ბაზრებზე სასაქონლო პროდუქციის ფასების ნორმალიზებასთან ერთად ექსპორტის ზრდის ტემპიც შენელდება, ხოლო საპირისპიროდ ტურიზმის სექტორში აღდგენა დაჩქარდება.

ადგილობრივ ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციების მხრივ, წმინდა სავალუტო შემოდინებები აპრილში გაიზარდა, რაც საქონლით ვაჭრობის დეფიციტის შემცირებას უკავშირდება, მიუხედავად იმისა, რომ ფულადი გზავნილების ზრდის ტემპი შენელდა, ხოლო ტურიზმიდან შემოსავლები კვლავ დაბალი იყო. უახლეს ინდიკატორებზე დაყრდნობით, მაისში წმინდა სავალუტო შემოდინებები დამატებით გაიზრდება.

უფრო დეტალურად, აპრილში ექსპორტის წლიურ 16.1%-იან ზრდას ძირითადად ნავთობის, ოქროს, ფეროშენადნობებისა და სასუქების ექსპორტი განაპირობებდა, რაც კონფლიქტის დაწყების შემდეგ მსოფლიო ბაზარზე გაზრდილ ფასებს უკავშირდება. თავის მხრივ, წლიურად 2.9%-ით შემცირდა იმპორტი, მიუხედავად გაძვირებული ნავთობისა, რისი მიზეზიც, მოლოდინების შესაბამისად, ავტომობილების იმპორტის 34%-იანი კლებაა, შედარებით სუსტ შიდა მოთხოვნასთან ერთად.

რაც შეეხება სტუმარმასპინძლობის სექტორს, აპრილში საქართველოს აეროპორტებში ფრენების რაოდენობა წლიურად 10.6%-ით შემცირდა, რაც მარტის 6%-იან კლებაზე მეტია. მნიშვნელოვნად შენელდა არარეზიდენტების უნაღდო ხარჯების წლიური ზრდის ტემპიც, რაც ტურიზმიდან შემოსავლების რეალურ დროში პროგნოზირებისთვის გამოიყენება. თიბისი კაპიტალის შეფასებით, მარტსა და აპრილში ტურიზმიდან შემოსავლების დანაკლისმა, კონფლიქტის გარეშე ალტერნატიულ სცენართან შედარებით, დაახლოებით 170 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მეორე მხრივ, ეს დანაკლისი სასაქონლო პროდუქციაზე ექსპორტის, დაახლოებით, 160 მილიონი დოლარით დაჩქარებამ თითქმის სრულად დააკომპენსირა.

საყურადღებოა, რომ, უახლესი მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში დატვირთულობა მაისში გააქტიურებულია და, 25 მაისის მდგომარეობით, 2025 წლის მაჩვენებლებთან ახლოსაა. ამასთან, აპრილთან შედარებით ზრდა ფიქსირდება როგორც რეზიდენტების, ასევე არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯებშიც.

მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ აპრილსა და მაისში სავალუტო ბაზარზე კვლავ სიჭარბე შეინიშნება. მარტში 16 მილიონი აშშ დოლარის გაყიდვის შემდეგ, აპრილში სებ-მა 333 მილიონი აშშ დოლარი შეიძინა. ჩვენი შეფასებით, მოსალოდნელია, რომ მაისში შესყიდვები უფრო მასშტაბური იქნება.

თავის მხრივ, სავალუტო ბაზარზე არსებული სიჭარბე ლარის მხარდამჭერი ფაქტორია. თიბისი კაპიტალის მოკლე და გრძელვადიანი წონასწორობის მოდელების თანახმად, ლარი კვლავ ზედმეტად გაუფასურებული რჩება. ამდენად, განახლებული პროგნოზით, წლის ბოლოსთვის აშშ დოლარი/ლარის გაცვლითი კურსი დაახლოებით 2.65-ის ნიშნულზეა.

და ბოლოს, ინფლაციის კუთხით, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის დასრულების პარალელურად, პროგნოზზე კლების მიმართულებით მოქმედებს სასაქონლო პროდუქტებზე, მათ შორის ნავთობზე, ფასების მოსალოდნელი შემცირება. ორშაბათს, ვაჭრობის განახლების შემდეგ, გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასი 5.5%-ით ნაკლებია. ასევე გასათვალისწინებელია, რომ, უფრო გრძელვადიანი ინდიკატორები, როგორებიცაა მედიანური, საბაზო და მომსახურების ინფლაციები, ფასებზე ზეწოლის მნიშვნელოვან ზრდაზე არ მიუთითებს.

მეორე მხრივ, მოსალოდნელია, რომ შედარებით მაღალი დარჩება სურსათის ფასები, რაც ენერგომატარებლებსა და სასუქებზე გაზრდილი ფასების საშუალო-გრძელვადიან ეფექტს უკავშირდება. ამასთან, საბაზო სცენარში საწვავზე ფასები, შემცირების მიუხედავად, კონფლიქტამდე ნიშნულზე მაღალი იქნება, რაც გაზრდილი ხარჯების არხით, არაპირდაპირ სხვა პროდუქტების ფასებსაც გადაეცემა.

აღნიშნული ფაქტორების ერთობლიობით, თიბისი კაპიტალის უცვლელი პროგნოზით, წლიური ინფლაცია თავდაპირველი მცირედი ზრდის შემდეგ მომდევნო თვეებში გარკვეულწილად შენელდება, მათ შორის პურის ფასებთან დაკავშირებული საბაზო ეფექტის გამო, შემდგომ კი კვლავ გაიზრდება და დეკემბრისთვის 6%-ს მიაღწევს.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007513-macro-update-georgia

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved